შაბათი, ივნისი 21, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 58

“დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო” – კახა კალაძე

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.

თუ ვინმეს მართაც ობიექტურად აქვს სურვილი ნახოს, რა გააკეთა საქართველომ ამ მიმართულებით ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნდება, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა თავისი წინგადადგმული ნაბიჯებით და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.

ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც, მაგალითისთვის, ჩვენზე ადრე მოიპოვეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ არის სხვა მოცემულობა, საქართველოსთან მიმართებაში აქვთ სხვა დამოკიდებულება – ის გაზულუქებული, კორუმპირებული ევრობიუროკრატები, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, საქართველოს არჩევნებში დამარცხდნენ, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა – არა, რაც მათ აგიჟებთ და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ გვაშანტაჟონ სხვადასხვა თემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეესაბამება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფლად. არჩევნებში დამარცხდა გაზულუქებული კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ის, ვინც ამ ფორმულირებას აბსოლუტურად შეესაბამება, ასევე დამარცხდნენ რადიკალები, ქვეყნის მტრები, აგენტები, ვინც ქვეყნის გაყიდვაში იღებდნენ ფულს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, აქ ორმაგი სტანდარტი ვლინდება.

კერძოდ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა და ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ციხეებში იბარებდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრება, მაშინ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი.

დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა საინფორმაციო სააგენტო. დღეს არის მედიათავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს სწორი ანალიზი და შედარება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის დიდუბის და ვაკის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და ვანის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, ჟვანიას, მარუხის გმირების, კეკელიძის, შატბერაშვილის, მარაბდის, მცხეთის, ჯანაშვილის, ერისთავის, ქუთათელაძის, თაქთაქიშვილის, აბაშიძის, ბარნოვის, ნაფარეულის, ფალიაშვილის, შროშის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!❤️” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებს. მან, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის კურსი გაიარა, თუმცა დამატებით აუცილებელია გაუკეთდეს ძვირადღირედული ოპერაცია, რის გამოც საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს, მხარდაჭერის მოლოდინით. არის დამაიმედებელი სიახლე, დაინიშნა ოპერაციის დღე:

მთელი აღდგომის ღამე და თითოეული დღე დღემდე სმს-ების წკარუნში და უდიდესი მადლიერებით და სასწაულების იმედით გავატარე🙏❤️❤️ და ეს თქვენ გააკეთეთ, თითოეულმა, ვინც დრო დახარჯეთ და სიყვარული გამომიგზავნეთ, ჩამირიცხეთ და მომწერეთ, გამამხნევეთ და შემაქეთ…

მადლობა, ძალიან, ძალიან ბევრი მადლობა, უღრმესი მადლობა, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებთ❤️❤️ დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!❤️

ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა✊ღმერთს მადლობა, ოპერაციის კრიტერიუმებს შეესაბამება ჩემი მდგომარეობა🙏 ჩემმა სასწაულმოქმედმა და დაუღალავმა პროფესორმა გერმანიაში გიორგი გრიგოლიამ (ჩემი მეგობრები კარგად იცნობთ უკვე💕) და ჩემმა სუპერგმირმა მკურნალმა ონკოლოგმა დირკ ჰემპელმა ეს შესაძლებელი გახადეს🥰🥰 და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვო მათთან ერთად!

თითოეული თქვენგანის დახმარებით, ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები✊ ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის🙏 და ვიცი, ბოლომდე შეივსება და მაისის პირველ კვირაში აეროპორტიდან მოგწერთ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯზე – რომ ვიწყებთ – და გაგახარებთ😍😍
მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️” – – წერს ხათუნა სამნიძე ფეისბუქის პირად გვერდზე და აქვეყნებს საბანკო ანგარიშების ნომრებს:

ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში
#GE52TB7129045068100001
ჩემი შვილის საქართველოს ბანკში
#GE46BG0000000545865833
სალომე დიასამიძე
და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ, ასევე მიესალმება საკრებულოებში პარტიის წევრების პოზიციას და აქტივობებს:

ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ოლიგარქიული დიქტატურის კორუფციის საჯარო მხილება ადგილებზე.

ჩვენმა წევრებმა საკრებულოებში არაერთხელ აჩვენეს პირადი გმირობა და თავდადება და მე ამას განსაკუთრებით ვაფასებ. ასევე დღესაც, ჩვენ ვჩანვართ ყველაზე პრინციპულ ძალად.

გუშინდელ პოსტზე გამოხმაურებების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, დიქტატურას არ გამოუვა ხელის ფათური საქართველოს ყველა დროის ყველაზე გაუტეხელი პარტიის შიდა საქმეებში.

მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით.

ვიცი როგორ უჭირთ ჩვენი პარტიის წევრებს, ვინაიდან სწორედ მათზე გადადის დიქტატურის მხრიდან მთავარი წნეხი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება საქართველოს და თითოეული თქვენგანის სასიკეთოდ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ვიზიტს აშშ-ში:

თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები, რომ თურმე დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს არავინ ჩამოართმევს, არ დაელაპარაკება და ა.შ.

ეყრებათ წყალში სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში ჩახარჯული ფული და ვოიაჟები.

ვფიქრობ, სერიოზული ხალხი დასავლეთში აქაურ ოპოკლასტერს სულ უფრო ნაკლებად მოუსმენს, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ლაფსუსების შემდეგ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“მთავრობიდან ბიძინას ნელ-ნელა გაჰყავს საკუთარი კადრები, ძალაუფლებას მთლიანად შეატოვებს კობახიძე მდინარაძეს” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველ გუნდში პროცესების შესაძლო განვითარების კონკრეტულ სცენარზე საუბრობს:

ტრადიციულად,”ხოდ კანიომ”🙏

მთავრობიდან ბიძინას ნელ-ნელა გაჰყავს საკუთარი კადრები, ძალაუფლებას მთლიანად შეატოვებს კობახიძე მდინარაძეს და ბოლო სერიაში, ეს რუსული ფრთა ერთად ჩაირეცხება‼️

თუ სანქცირებულ ძალოვნებს გადააყენებენ და უპატრონოდ მიატოვებენ, სხვები ამათ დავალებას აღარ შეასრულებენ!

ჰოდა, ფინალისკენ მივდივართ🥸” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ” – გიორგი ბარამიძე

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც აერთიანებს უამრავ ადამიანს და ამ იდეას რუსეთი ივანიშვილის ხელით ვერ გაანადგურებს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე:

არ არის გასაკვირი, რომ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელს აფათურებდეს და ეს კი არა, ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდნენ ივანიშვილმა ის კი არ თქვა, რომ ქართველ ხალხს რამეს გაუკეთებდა, არამედ ის, რომ გაანადგურებდა “ნაციონალურ მოძრაობას”.

მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად.

გამთლიანებული, დემოკრატიული, ქართული, ევროპული სახელმწიფო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებული, განათლებული და პროგრესული სახელმწიფოს იდეა, ეს არის ის იდეა, რასაც ემსახურება ჩვენი პარტია და მიხეილ სააკაშვილი, ამ იდეის ირგვლივ ვართ ჩვენ შეკრებილები და ამ იდეას რუსეთი ვერ გაანადგურებს და ვერც რუსეთის მეხუთე კოლონა “ქართული ოცნების” სახით”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

 

ცნობისათვის: მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კონკრეტული განმარტებებით მიმართავს:

“როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი” – ანდრო ჭიჭინაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე:

,,ძაან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ყველას გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ. ვინმეს რამე პასუხისმგებლობა თუ ეკისრება უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. მე მგონი ამ ყველაფერზე ვთანხმდებით, ახლა რატომ ვიძახი ამ ყველაფერს:

დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რასაც პროკურატურა გვედავება ანუ პირდაპირ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, რითიც, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო, რომ დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ეს ერთი.

მეორე – როდესაც ადამიანს შეუძლია, რომ პატიმარ ქალს ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი.

მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

და კიდევ ერთი რამე – ეს უკვე სხვებს ეხებათ და მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან ბედავთ“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

⛈️ 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის, გაუტეხლობისთვის, ერთულებისთვის მადლობას უხდის:

მე ბევრი გამოხმაურება ვნახე გუშინდელ ჩემს პოსტზე, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.

მე ვიცი რა ძნელია “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.

მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!

მჯერა რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.