ორშაბათი, ივნისი 30, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 5

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით:

,,სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების. თუნდაც ამით ხომ ჩანს, რა ფასეულობების ადამიანია და რა მოსდგამს ოჯახიდან (ოჯახზე ხომ ბევრს ლაპარაკობს).

როგორ უნდა დასცდეს ამ კონტექსტში ადამიანს სიტყვა “სამეულები” სტალინური ტერორის გამოცდილების მქონე ქვეყანაში…

მაგრამ სულ მანდ იყო – ტერორის ამ სისტემურ თუ ენობრივ ტრადიციაში, და ახლაც აქაა ბუნებრივად”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ინფორმაციისთვის: პარლამენტმა თეა წულუკიანის კომისიის უფლებამოსილება კიდევ 1 თვით გაახანგრძლივა. მორიგი სხდომები ჩატარდება 30 ივნისსა და 2 ივლისს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას, ეხმაურება პოლიტიკური ლიდერების მიმართ წარმოებულ საქმეებსა და დაკავებებს:

გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, იგი ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას.

ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან.

მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა… მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან და რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ერთიანობა, კიდევ ერთხელ ერთიანობა. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი. ძალიან განვიცდი, რომ ნიკა მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე, [ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე არიან პატიმრობაში – ამ დროს ტრანსლაცია რამდენიმე წამით გაითიშა, რედ.]. ბევრი პროექტი, რომელიც არის შექმნილი უკრაინაში, მათ შორის, იუსტიციის სახლის მსგავსი პროექტები, გიორგი ვაშაძის უშუალო მონაწილეობით გაკეთდა და ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში… და ვინ უშვებს? სრული არარაობები და მანქურთები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სს “თელასი”: 27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის აღმართის, კოჯრის ახალი გზის, ამაღლების, პუშკინის, დუმბაძის, ლორთქიფანიძის, ბოლო აღმართის, ასათიანის, ლერმონტოვის, სავანეთის, გერგეთის, შინდისის, ტაბიძის, იაშვილის, მაჩაბელის, მესხის, ჭონქაძის, შხეფის, დადიანის, წავკისის, ავთანდილის, დავითაშვილის, ნიშნიანიძის, მაყაშვილის, მუსხელიშვილის, მთაწმინდის, ქიქოძის, კოჯრის, აბანოს, საადის, იერუსალიმის, საიათნოვას, ტყავის, თორეთის, აბო-თბილელის, ასკანის, გომის, ირგვლივის, გორგასალის, სამღებროს, თონეთის, სანაპიროს, გრიშაშვილის, ხანძთელის, ღვინის აღმართის, ახუნდოვის, ჯვარედინის, ბოტანიკურის, ერეკლე მეორის, შუშინის, აბოვიანის, აფხაზის, ბერიძის, ბეთლემის, მირზა შაფი ლაზახის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ჭონქაძე, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, არსენას, ბესიკის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, ქიქოძის, იაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის ხევის, თამარაშვილის, მიქელაძის, ავალიშვილის, ყიფშიძის, საკანდელიძის, წერეთლის, მიშველაძის, მოსაშვილის, დარიალის, აბაშიძის, ბარნოვის, მუხაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ბილფელდის, გაბაშვილის, აბულაძის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, კომისიას ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი სხდომა და გამოკითხულია 150-მდე პირი. მისი თქმით, კომისია მუშაობას სამი წევრის ფორმატში გააგრძელებს, როდესაც კომისიის სამ-სამი წევრი სხვადასხვა პირის გამოკითხვას ატარებს:

ჩვენ ამოვწურავთ საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებსა და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით.

450 გვერდი დასკვნის პროექტის სახით მზად არის, თუმცა დოკუმენტს გადამუშავება და რედაქტირება სჭირდება.

სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ კომისიის უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაგრძელება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის: თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიას დარჩენილი აქვს ორი სხდომა – 30 ივნისსა და 2 ივლისს.

“მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ” – კახა კალაძე სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონში ცილისწამების შესახებ ცვლილებებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცილისწამების შესახებ დაგეგმილი ცვლილებები მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. პროექტის თანახმად, ცილისწამების საქმის განხილვისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება.

ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ზოგიერთი ტელევიზია თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და შენ უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი, სპილო, პირობითად ვამბობ. ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოუგონო ათასი სისულელე და მან უნდა ამტკიცოს, რომ მართალია.

ახალი მიდგომა მოგვცემს იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ამბობ. პასუხისმგებელი ხარ წარმოადგინო კონკრეტული ფაქტები და დაუმტკიცო მას ის ბრალდება, რომელსაც პირდაპირი ეთერით, თუ სხვა საშუალებით ავრცელებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან მძიმე ფაქტების გახსენებასთან ერთად, პარალელს ავლებს დღევანდელობაზე და მძიმე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

მდუმარე ხალხზე:

ყოველთვის მიკვირდა, როგორ დაუშვა საზოგადოებამ ის, რაც ხდებოდა წინა საუკუნის 30-იან წლებში? როგორ ასმენდნენ ერთმანეთს, როგორ აპატიმრებდნენ ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს? როგორ ითვისებდნენ მერე მათ სახლებსა და თანამდებობებს?

როცა ამ ისტორიებს კითხულობ ან ისმენ, გინდა ახსნა მოუძებნო ამ სისატიკეს, ცდილობ ყველაფერი რამდენიმე სასტიკ ადამიანს დააბრალო, დანარჩენები კი მსხვერპლად წარმოიდგინო.

მაგრამ დღეს, თავად ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რაზეც ადრე მხოლოდ წაგვიკითხავს და ჩვენი თვალით ვხედავთ:

პოლიციელს რომელიც ერთდროულად არის ცრუ მოწმეც, დამკავებელიც და მცემელიც;

მოსამართლეს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ უდანაშაულო ადამიანს წლობით უშვებს ციხეში;

ბრალმდებელს, რომელიც ცრუობს იმაზე, რაც არ მომხდარა, და ეს თავადაც კარგად იცის;

უსინდისო დამსმენებს (კომუნისტების დროსაც კი სასირცხვილო იყო და ანონიმკებს წერდნენ), რომლებიც საჯაროდ ასმენენ და აბეზღებენ პატიოსან ადამიანებს, ცხოვრებას უნგრევენ და ამაში პრემიას იღებენ;

შენი ფულით გამდიდრებულ გოიმ ჩინოვნიკებს, რომლებიც შენგან მოპარული ფულით ნაძვის ხეს რთავენ, 2000 კმ დაშორებული ქვეყნიდან მზა ტორტებს უკვეთავენ ან სახელმწიფო თვითმფრინავებით ოჯახობით და საძმაკაცოთი, შოპინგ ტურებში დაფრინავენ იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებითაც შენ გაშინებენ…
კიდევ რამდენი რამე…

და ამ დროს, შენ ზიხარ, არ იმჩნევ ნათესავს, მეზობელს, კოლეგას როგორ ათრევენ სასამართლოში, როგორ აჯარიმებენ, როგორ ურტყამენ, ასახიჩრებენ (ხშირად ონლაინ რეჟიმში), სამსახურიდან აგდებენ და დუმხარ, ვითომც არაფერი.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ადამიანებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, არც ტელეფონები, არც სოციალური ქსელები, არც ვიდეოები (თუკი შეიძლება ეს მათ გამამართლებელ გარემოებად გამოდგეს). დღეს კი ყველაფერზე წვდომა გვაქვს, ჯერ კიდევ, ყველაფერს ხედავ, და მაინც დუმხარ.

მოძალადე რეჟიმებს მხოლოდ ის ადამიანი კი არ ქმნის, ვინც უშუალოდ ძალადობს, არამედ ისიც ვინც ხელს აწერს უკანონო გადაწყვეტილებებს, ვინც იდეოლოგიურად ამართლებს ძალადობას, ვინც დუმს და თვალს ხუჭავს.

დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!

გავა დრო და ხვალ ბევრი ასეთი მდუმარე იტყვის, რომ სწორ მხარეს იდგა, რომ გულში არ ეთანხმებოდა და ჩუმად, “დაჟინებული მზერით” შლიდა სისტემას შიგნიდან, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ასეთ მდუმარე ადამიანებზე დგას და იდგა ყველა ჯურის რეჟიმი.

ხოდა, ჩემო მდუმარე ადამიანო, რეჟიმი ყველასთან მივა და ყველას სატიკად მოექცევა, და რაც უფრო დუმხარ, ან ახლოს ხარ რეჟიმის ე.წ. ელიტასთან (ან გგონია, რომ ახლოს ხარ), მით უფრო ადრე და სასტიკად მოვლენ შენთან. ცოტა ისტორიაც გადაიკითხეთ!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან” ჩართვისას საუბრობს გლობალური პოლიტიკის ფონზე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე:

,,ბოლო 12 წელია არის ძალიან დიდი ნგრევის პერიოდი… ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც არის ვარდების რევოლუციის მონაპოვარი და ეს ნგრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს.

მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ ნგრევას ყოველთვის მოჰყვება ყველაზე დიდი აღმშენებლობა. ამას ვამბობ, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერი და ჩვენ ვარდების რევოლუციის ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ.

იმიტომ, რომ ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველოს საერთაშორისო არენაზე იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერი ამისთვის ვართ მზად.

ამისთვის არის, როგორც შიდა ასევე პირობები. ამ ომების ხარჯზე – უკრაინაში, ირანსა და ირაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს და პალესტინასთან მიმართებაში, – მოჰყვება პოლიტიკის დიდი გადააზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით, კონკრეტული ინიციატივით გამოდის:

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, თუ როგორ ჩაიწერება საქართველოს უახლოეს ისტორიაში მიმდინარე პერიოდი:

,,ქართველებმა 2003 წლის რევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ვარდი.

ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი.

გავა დრო და მხოლოდ ეს მცირე ნიუანსიც ეყოფა ამ ორი მოვლენისა და ეპოქის აღწერა-შედარებას”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე