სამშაბათი, ივნისი 24, 2025
19.8 C
Tbilisi
Home Blog Page 45

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა “მაუწყებლის” პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიმართ:

მზია ამაღლობელის შემთხვევა არის რაინდული სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა, ქალის მიმართ…

ქალმა სილა გამაწნაო და ამაზე კაცი ჩივის…

პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?! პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ… ეს არათუ საქართველოს ტრადიციაში, ამ ფსიქოლოგიაში არის სრულიად ახალი მოვლენა, არამედ მთლიანად კავკასიის.

ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, თუ როგორ ხდება მამაკაცში მამაკაცური საწყისის გაქრობა… რანაირად შეიძლება, დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიქნია, სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა, ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…

ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური…

სირცხვილის განცდა არ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნება არის განადგურებული“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი და “ქართული ოცნების” საქმიანობის გამოკვლევასთან დაკავშირებით:

ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას – 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა.

დაინახე განსხვავება!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

8 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9 მაისიდან 5 დღის განმავლობაში.

აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რიგ შემთხვევაში იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მაისის დასაწყისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

06 მაისი – 2.7477;
07 მაისი – 2.7473;
08 მაისი – 2.7467
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0011 ლარით  და 1 აშშ დოლარი 9 მაისიდან 5 დღის განმავლობაში 2.7456 ლარი ეღირება.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

06 მაისი – 3.1167;
07 მაისი – 3.1105;
08 მაისი – 3.1219
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0207 ლარით და 9 მაისიდან 5 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1012 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ლარის გამყარდა და შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც ძალაში იქნება 9 მაისიდან 5 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6495 ლარი (გამყარდა 0.0173 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0711 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6609 (გამყარდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6147 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0463 ლარი (გაუფასურდა 0.0044 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3260 ლარი (გამყარდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7935 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2030 ლარი (გამყარდა 0.0348 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.6744 ლარი (გაუფასურდა 0.0155 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8972 ლარი (გამყარდა 0.0202 ლარით).

აპრილის მეორე ნახევრიდან – მაისის დასაწყისის პერიოდში ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

06 მაისი – 3.4048;
07 მაისი – 3.4055;
08 მაისი – 3.3965
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0609 ლარით და 9 მაისიდან 5 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3356 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დედაქალაქში არსებულ რეალობაზე საუბრობს და კონკრეტულ უხერხულ სიტუაციაზე აკეთებს მინიშნებას:

საღამოს ძველ თბილისში გავისეირნე. ორი დემოგრაფიული ჯგუფია ქუჩებში: ფორმიანი და უფორმო ძაღლობა (ამათ გარდა ქართველები კანტი-კუნტადაა) და ტურისტები.

ახლა მთავარი – სიონის საკათედრო ტაძრის წინ, სასულიერო სემინარიის(!) პირველ სართულზე გახსნილ ბარში (და ბარის წინ) ისეთი ვაკხანალია ტრიალებდა – “სატანისტური” მუსიკითა და ნახევრადშიშველი ერთმორწმუნე მანდილოსნების გავათა როკვით – სწრაფი ნაბიჯით ჩავლაც კი მეუხერხულა.

ხოდა, დათა თავაძის სპექტაკლი კი არა, საპატრიარქო სადაა ამ დროს? პრიმაკოვის ცენტრი?! დიმიტრი რას შვრება, ლორთქიფანიძე?! ვინ შეუშვა ეს ხალხი სემინარიის შენობაში?! ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში” – რომის პაპი, ლეო XIV

8 მაისს, კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი, რომის პაპად აირჩიეს. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის მეოთხე რაუნდის შემდეგ აირჩიეს.

რომის ახალმა პაპმა სახელად ლეო XIV აირჩია და იგი მას პაპობის პერიოდში ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში, ჩიკაგოშია დაბადებული და არის 69 წლის.

პაპად არჩევის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე, თავის პირველ მიმართვაში ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას:

ერთად უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია – ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს… დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღიაა ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ასევე, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს…

ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში”, – აღნიშნა რომის ახალმა პაპმა.

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე წუწუნებს” – ხატია დეკანოიძე

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ განმარტებებს ირონიული მინიშნებებით ეხმაურება, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

პოლიციის უფროსი დგებუაძე თამამად შეერკინება კრიმინალებს, კანონიერ ქურდებს და ტრანსაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წევრებს.

ისინიც შიშით დაელოდებიან პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე წუწუნებს.

ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია…“, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, [ხალხმა] ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი, კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.

26 მაისი ჩვენია! 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია! ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-მა ჩაატარა არხების სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც პროდუქტის განთავსების არაერთი დარღვევა გამოვლინდა, რამაც გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ხოლო პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა. „ტელეიმედის“ შემთხვევაში კი, ასევე გამოვლინდა სპონსორზე მითითების წესების დარღვევაც.
ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ტელეიმედს“, „რუსთავი 2“-ს, „ფორმულას“ და „აგრომედიას“ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები – Product Placement“ გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ComCom-მა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს 2024 წლის ბოლომდე მიეცემოდათ გარდამავალი პერიოდი, რათა თავიანთი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ, ხოლო გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებდა.
გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლები დამატებით მართავდნენ ინდივიდუალურ კონსულტაციების ტელევიზიების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილებოდა პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები, საკანონმდებლო ბაზა და გაიდლაინები, რათა 2025 წლიდან ყველა მაუწყებელს კანონი ეფექტიანად აღესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის განთავსება და სპონსორზე მითითება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს, რათა მაყურებელმა იცოდეს, რა სახის კომერციულ კომუნიკაციასთან აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ დრამატურგს, ვისაც შემოქმედება ჩარჩოს მიღმა გააქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს:

ხელოვნებამ, მწერლობამ არ შეიძლება ცნოს შეზღუდვა და ცენზურა. ხელოვნება სოციალურ მორალზე მაღლა დგას. ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოს.

ყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ დრამატურგს, ვისაც შემოქმედება ჩარჩოს მიღმა გააქვს, მით უმეტეს, რომ ადამიანი, როგორც ფენომენი, უსაზღვროა, რომლის არსში ჩაძიებაც არის შემოქმედის ფილოსოფია, ფილოსოფია რომელიც საზღვრებს არ ცნობს“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს აშშ-ს კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით:

ამ პოსტს შესაძლოა აშშ-ს საელჩოშიც გაეცნონ, ან ჩემმა ამერიკელმა ფბ-მეგობრებმა წაიკითხონ.

ჩნდება კითხვა: MEGOBARI აქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მაინც როგორ წარმოუდგენია აშშ-ს საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან საერთოდ ურთიერთობა, თუკი მისი პირველი პირები სანქციების ქვეშ ეყოლება?!

გვინდა არ გვინდა მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ამ და სხვა აქტებით, ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ უკვე მის ხელდასხმულ მთავრობასთან დაიწყოს ახალი ურთიერთობები, უფრო სწორად კი დაუბრუნოს ისინი იმ მდგომარეობას, რაც იყო 2004-2012 წწ, როდესაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიით შენიღბულ ტერორში ცხოვრობდა, ბოლოს კი ტერიტორიების 22% დაკარგა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.