სამშაბათი, ივნისი 24, 2025
23.8 C
Tbilisi
Home Blog Page 44

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან სანიკიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! – შენ ხარ სტანდარტული ქოცი.

პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა – “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”.

საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია და ამ ჩემს ფეხებს რამდენიმე ქართველი “ლევაკი” თუ სხვა ჭკუაზეა.

ამავეს ადასტურებდა არჩევნებამდე ჩატარებული ყველა ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.

მარტივად ავხსნათ:

1. მიშა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სამოქალაქო აქტივისტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ბიძინა მიშას მისცემდა ამის ფუფუნებას?

2. მიშა გაასამართლეს სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა. აი, იმათმა ახლა ვინც ბიჭებს ასამართლებენ. მიშასთან უმაღლესი სტანდარტები დაიცვეს და ახლა გაბოროტდნენ?

3. სააკაშვილის ყველა საქმე პირადად შეკერა ივანიშვილის ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს დასანქცირებული და გუშინ, 9 მაისს პუტინთან ერთად იდგა წითელ მოედანზე.

4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა თავად ოცნების არაერთ მაღალჩინოსანს აქვს დადასტურებული – “შეეშვას პოლიტიკას და შევეშვებითო”. საუბარი ზედმეტია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, რომლის მთავარი მიზანია 2008 წლის ომში ჩვენი დადანაშაულება და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა.

5. ჩართეთ რუსული პროპაგანდისტული არხები და მიხვდებით ვისი შეკვეთითა და დაკვეთით ზის მიშა ციხეში. მკიდია, საქართველოში არათუ ყოფილი პრეზიდენტს, არამედ არავის დავაჩაგვრინებ რუსს.

კაცი კლასიკური პოლიტპატიმარია!

უბრალოდ უნამუსობაა რაც გუშინ მოხდა. ამიტომ მინდა ევროპა, არც ბიძინამ, არც ვიღაც მემარცხენემ არ უნდა გადამიწყვიტოს აქციაზე რა ბანერით მივალ.
ღმერთმა დამიფაროს ბიძინას, პუტინს, სიმონიანს და თეა წულუკიანს დავემთხვე რამეში.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!✊🏻🇬🇪
თავისუფლება მიშას!✊🏻🇬🇪” – წერს ლევან საკინიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი, რომელიც შინაარსობრივად სიცრუეს ეფუძნება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ბრძოლა გრძელდება. კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მას მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეს არის მტრული აქტი, რომელიც მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ და, ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ ფაქტებზე. შესაბამისად, ის ვერ იქნება მეგობრული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს.

თუკი ის მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ურთიერთობები გადალაგდება. როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, პირველ პრიორიტეტად მან გამოაცხადა „დიფ სთეითის“ დამარცხება. დღეს, „დიფ სთეითი“ დამარცხებული არ არის. ასევე, მისი პრიორიტეტი იყო ომის დასრულება, არც ომია დასრულებული.

კვლავაც გავიმეორებ, რომ ვაკვირდებით და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ კონკრეტული მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება და „დიფ სთეითიც“ მალე დამარცხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ჩემი პრეზიდენტობის დროს მე ჩამოვიყვანე ამერიკის 3 პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფოს მდივნები რიგ-რიგობით მორიგეობდნენ საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი პრეზიდენტობის დროს, წარმოებულ საგარეო პოლიტიკასა და განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე ამახვილებს ყურადღებას:

20 წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოს მძლავრი ლიდერი აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მიუხედავად იმისა, რომ მასზე აქ განხორციელდა წარუმატებელი თავდასხმა, ის თვითონ თავის ჩამოსვლას განიხილავდა როგორც ყველაზე წარმატებულს.

2008 წელს სწორედ ამერიკამ იხსნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მე ჩამოვიყვანე ამერიკის 3 პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფოს მდივნები რიგ-რიგობით მორიგეობდნენ საქართველოში.

შევადაროთ დღევანდელ ვითარებას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და სთავაზობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე თავიანთი გადაწყვეტილების საჯაროდ გაცხადებას:

გაჟეჟილს გატეხილი ჯობია – ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!

21 მაისიც არაა შორს და გახარია სად დაიკარგა?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის განცხადება-გაფრთხილებას ეხმაურება და კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, ამოფარებული ზურგს უკან პოლიციელებს და იმ მოროდიორებს უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს, გამოდი და ხალხს დაელაპარაკე 26 მაისს თუ მაგარი ხარ.

26 მაისს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე! მე მის ადგილზე ერთიანობისკენ მოვუწოდებდი საზოგადოებას, სინდისის პატიმრებს გამოვუშვებდი, უარს ვიტყოდი რუსული ყაიდის კანონების მიღებაზე, ვიტყოდი, რომ ვიწყებთ სწრაფად ევროკავშირში ინტეგრაციას, ხელს ჩამოვართმევდი ევროპელ ლიდერებს. ბინძური სიტყვებით კი არ მოვიხსენიებდი პარტნიორებს, ვეტყოდი, რომ მეგობრობა მინდა.

ეს ადამიანი რას შვრება? ჩვენ არა მარტო გვაპირისპირებს, არამედ გვტოვებს დაუცველს ძლიერი ევროპისა და ძლიერი ამერიკის გარეშე. ამაშია ჩვენსა და მათ შორის სხვაობა. ერთხელ მაინც შეიგნე, შენ თავს რომ პრემიერს უწოდებ, ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გაქვს.

ეს არის მუქარა! ვის უნდა დაემუქრონ ესენი? ვის ეშინია ამათი? არავის არ ეშინია, უბრალოდ ეს არის ძალიან დაბალი დონის ადამიანების საუბარი! თუ შენ თავს პრემიერად თვლი, თუ შენ თავს ქვეყნის პირველ პირად თვლი ამ ლექსიკით არ უნდა საუბრობდე! ის უნდა იყოს ყოველთვის გამაერთიანებელი და არა გამხლეჩი, როგორც არის კობახიძე და ივანიშვილი“, – განაცხა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“MEGOBARI აქტი” მოახდენს ქ/ოცნების ძალაუფლების მნიშვნელოვან დასუსტებას სხვადასხვა მიმართულებით…” – იაგო კაჭკაჭიშვილი

“მეგობარი აქტის” (რომელსაც სენატში შეეცვალა სახელი და ახალი დაერქვა – “აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად”) მნიშვნელობასა და გავლენაზე საუბრობს სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი:

შეუძლებელია „MEGOBARI აქტის“ გადაჭარბებით შეფასება საქართველოში დემოკრატიის და დასავლური ორიენტაციის გადასარჩენად.

ხშირად ისმის კითხვა, რა მოაქვს ამ აქტს გარდა იმისა, რომ ქ/ოცნების მაღალჩინოსნების და მათთან დაახლოებული პირების კერძო ქონებას და პირად კომფორტს ადგება ზიანი?

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „MEGOBARI აქტი“ მოახდენს ქ/ოცნების ძალაუფლების მნიშვნელოვან დასუსტებას სხვადასხვა მიმართულებით:

1. საქართველოს ეკონომიკა დგას ინვესტიციებზე და დახმარებებზე, ხოლო ინვესტიციებისა და დახმარებების უდიდესი ნაწილი მოდის დასავლეთზე – ევროკავშირის ქვეყნებზე და აშშ-ზე. ინვესტიციები შეწყდება და ეს ეკონომიკურდ დაარტყამს საქართველოს მოსახლეობას. ცხადია, ამაზე პასუხისმგებელი ქ/ოცნება იქნება;

2. ქ/ოცნების ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, მისი საგარეო ლეგიტიმაცია დემოკრატიული ქვეყნების მიერ შეუქცევადად დაზარალდება;

3. ქ/ოცნების რეაქცია, თვითგადარჩენის რეჟიმში, იქნება საქართველოს არსებითად გადასვლა რუსულ ორბიტაზე, რაც სარკისებურად და ნეგატიურად აისახება ხალხის განწყობებზე – ქ/ოცნებამ მოახერხა და შეაძულა დასავლეთი მოსახლეობის რაღაც ნაწილს, მაგრამ ვერაფრით შეაყვარა რუსეთი. ამდენად, „რუსული გეზი“ აუცილებლად იქნება წამგებიანი;

4. „MEGOBARI აქტის“ მიღება ახალ სიცოცხლეს შესძენს და განაახლებს საპროტესტო მოძრაობას, იქნება სტიმული პროტესტის გამოსახატავად;

5. ივანიშვილისგან და ქ/ოცნებისგან დისტანცირების მოტივაცია გაეზრდებათ ახლა კონფორმისტად ქცეულ ბიზნესმენებს – აღარ მოუნდებათ ჩაჰყვნენ ქ/ოცნების ჩარხის უკუღმა ტრიალს“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რუსეთუმეებს არ უყვართ 9 მაისს იმის გახსენება, როგორ ჩახოცეს ქერჩში ათი ათასობით ქართველი ახალგაზრდა” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს 9 მაისთან დაკავშირებით და მძიმე ფაქტებს იხსენებს ქერჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით:

,,რუსეთუმეებს არ უყვართ 9 მაისს იმის გახსენება, როგორ ჩახოცეს ქერჩში ათი ათასობით ქართველი ახალგაზრდა სტალინის “სიბრძნისა” და გამმეტებლობის გამო. ციფრი მერყეობს 60 000-დან 120 000-მდეც კი.

რამხელა ტრაგედიაა ეს მცირერიცხოვანი ერისთვის, წარმოსადგენადაც კი რთულია.

უმრავლესობამ რუსულიც კი არ იცოდა – სოფლებიდან წაიყვანეს პირდაპირ სასაკლაოზე, გამოუცდელები და განწირულები…

თითქოს გამიზანულადაც კი, ქართველების განადგურების ჟინით… როგორც ახლა აკეთებენ პუტინისტები – საზარბაზნე ხორცად რომ უშვებენ “მეორეხარისხოვანი” ერების ბიჭებს და კაცებს უკრაინის მიწებზე…

9 მაისს ეს უნდა გვახსოვდეს და არა რუსულ-სტალინური “პაბედა” – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისის ღონისძიების ხალხთან ერთად ჩაბარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადება-განმარტებებს და ირონიულად აცხადებს, რომ “სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს“:

მისი თქმით ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია და ამასთან ერთად კონკრეტულ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მიმართ:

რაც შეეხება 26 მაისს – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სათანადო ღონისძიებები ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ – ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა “ნაციონალების” მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით:

,,აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?

იქეთ ოკუპირებული ნაწილია, აქეთ კი თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც იბრძვის საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად..

მაგრამ მერე ხვდები, რომ რუსეთმა მოახერხა აქეთაც, “არაოკუპირებულ” ნაწილში ჩვენი ოკუპაცია.

საქართველო დღეს ოკუპირებულია 100%-ით რუსების და ქოცების მიერ.

ეს საოკუპაციო ღობე თავისი კარით პირობითობაა, ქოცმთავრობამ საქართველო ერთი გასროლის გარეშე ჩააბარა რუსეთს”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე