ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 35

ბესო გაზდელიანი: “საოცრად “მორწმუნე” მთავრობა გვყავს”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბესო გაზდელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მისთვის გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით და დაჯარიმების დღეებთან მიმართებაში სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნევს:

,,საოცრად “მორწმუნე” მთავრობა გვყავს ))

შობის ღამეს, სანთლებით ხელში ჯარიმა გამომიწერეს,
გიორგობა 5 000 ლარიანი ჯარიმის დადგენილებით მომილოცეს და დღეს, ნიკოლოზობას სრულიად დამაყადაღეს..

ალილუია 🙏😊

ნიკოლოზობას გილოცავთ )) 🙏

#ცეცხლიოლიგარქიას”, – წერს ბესო გაზდელიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს” – კახა კალაძე

26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფო თავიდან აირიდებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გედევან ფოფხაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის მიეცემა საშუალება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს.

ცხადია მათ პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ჩვენ ვხედავთ ეს დაჯგუფება, როგორ მარგინალირებულია. ამ ქვეყანაში რადიკალიზმი, აგენტურა და გარედან დაფინანსებული ადამიანები ვერასდროს გაიმარჯვებენ. მათი მიზანი გარედან წამოსული ინტერესების გატარებაა. ასეთი ხალხი კი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ბინძური პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული, რაც დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა და გედევან ფოფხაძემ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება

ინფორმაცია 24 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌦 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

🌦 ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.გამორჩეული სურათის დაყენება

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით.

გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელიგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი.

ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

პაატა მანჯგალაძე: “მეგობრებო, რომ იცოდეთ, პროპაგანდის დონეზე ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე მმართველი გუნდის მოსალოდნელ რეაგირებაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

მეგობრებო, რომ იცოდეთ, პროპაგანდის დონეზე ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი.

რუბიოს განცხადების გამო გუშინდელი დაბნეულობის შემდეგ, დღეს უკვე წინასწარ გეტყვით, როგორ მოტრიალდებიან ქოცები და როგორ “აუხსნიან” ხალხს სიტუაციას. მათი მთავარი მესიჯბოქსი დილიდან იქნება, რომ თითქოს:

* მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი ,,მეგობარი’’ ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებელ კურსს.

* ჩვენ ანტიამერიკულებად გვთვლიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ვირჩევთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და არა უცხო ძალების დირექტივებს.

* საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ არ ვართ არც ანტიამერიკული, არც პროამერიკული – ჩვენ ვართ პროქართული ძალა.

* უცხოეთის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში მიუღებელია. ჩვენი პოლიტიკური კურსი განისაზღვრება ქართველი მოქალაქეების მიერ და არა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქებიდან.

* ვისაც საქართველო მართლაც უყვარს, ის პატივს სცემს ჩვენს არჩევანს დამოუკიდებელი და ღირსეული გზით განვითარებისა.

* “ქართული ოცნება” აგრძელებს მუშაობას ქვეყნის მშვიდობისა და პროსპერიტეტისთვის, დამოუკიდებლად გარე ზეწოლისა.

ეს იქნება რუსული ნარატივი ქართული ხმით. ფორმით თითქოს ქართული საქმით, შინაარსით – პუტინის გზავნილით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს” – მოძრაობა “სინდისის პატიმრების და საქართველოს თავისუფლებისთვის” განცხადება

საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში შექმნეს ფეისბუქის გვერდი – სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის , სადაც გამოქვეყნდა მათი საერთო განცხადებას საპატიმროდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ არასასურველად მიიჩნევა ცალკეული პოლიტიკური ფიგურების ბანერების გამოტანა:

,,პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის.

უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად.

მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის.

ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი.

გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი – ძალა ერთობაშია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩერგოს და სალომეს ერთობას ებარებოდეთ‼️ მიშა გადადექი😃” – ელისო კილაძე

ე.წ. “პატიმრების წერილთან” დაკავშირებით მოხდა სიტუაციის გარკვევა-დაკონკრეტება, რასაც ირონიანარევი პოზიცია-მიმართვით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

გაირკვა:

პატიმრების წერილის ავტორი ზვიად ცეცხლაძეა, ყველა ხელმოწერა ავთენტურია.

ზოგმა საკანში მოაწერა ხელი, ზოგმა სასამართლო პროცესზე!

P.S. ჩერგოს და სალომეს ერთობას ებარებოდეთ‼️

მიშა გადადექი😃“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მორიგ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე:

,,რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები.

ამჯერად, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები ჩაუვარდნენ ტყვედ რუსებს.

3 გატაცებული მოქალაქიდან 1 დაბრუნებულია”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ქოცებო, მოვა დრო, სულ დეტალურად მოყვებიან თქვენს სისასტიკეზე” – მერაბ მეტრეველი

საგამოძიებო კომისიაზე წინა ხელისუფლების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე სასაუბროდ მმართველი გუნდის მიერ ხალხის გამოკითხვას ეხმიანება, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და მმართველი გუნდს მიანიშნებს, რომ მიმართ წინააღმდეგაც ანალოგიური ბრალდებების თაობაზე სხვები ისაუბრებენ:

ქოცებო, როგორც ახლა მოგვყავთ მაგ საგამოძიებო კომისიაზე ხალხი და აყოლებთ, როგორ სასტიკად დაარბია აქცია ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს, მოვა დრო, როდესაც სხვა კომისიაზე სწორედ მასე მოყვება ხალხი თქვენი ხელისუფლება როგორი სისასტიკით უსწორდებოდა ახალგაზრდებს 2024 წლის დეკემბერში.

სულ დეტალურად მოყვებიან თქვენს სისასტიკეზე“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ციხეში იყვნენ პოლიტიკოსები, სტუდენტები, ექიმები, მსახიობები” – ანა წითლიძე

პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადახდასა თუ არგადახდასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ურთიერთგანსხვავებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:

მე რომ მეხებოდეს, გირაოს არ გადავიხდიდი.

მაგრამ ვინც გადაიხადა, არ მგონია არც მშიშარა და არც ციხისგან დაზღვეული.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ციხეში იყვნენ პოლიტიკოსები, სტუდენტები, ექიმები, მსახიობები – ყველა ამ ადამიანს თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს ქვეყნის განვითარებაში, გარეთ, თავისუფლებაზე.

მაგრამ რეალობა გვაქვს ისეთი როგორიც შექმნა ივანიშვილმა. რეჟიმი რომელიც არ ტოვებს არანაირი თავისუფალ სივრცეს.

ამ მოცემულობაში ციხეში ვიქნებით თუ გარეთ ორივე ბრძოლის ნაწილია“, – წერს ანა წითლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.