პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 32

“ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა ფიზიკურად ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე” – გიორგი გახარია

პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობასთან დაკავშირებით, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით:

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, – მე არ ვამბობ, რომ ეს უნდოდა და სიამოვნებდა, მაგრამ იძულებული გახდა, – ფიზიკურად ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, როგორიც ამ ქვეყანას არ ახსოვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულ იქნა” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“იმ ქოცებს, ვისაც ბიძინას სალაფავის თქვლეფის გარდა სხვა პერსპექტივა არ აქვთ, არაფერი ეშველებათ” – ნინო ჯანგირაშვილი

იმ ქოცებს, ვისაც ბიძინას სალაფავის თქვლეფის გარდა სხვა პერსპექტივა არ აქვთ, არაფერი ეშველებათ, ეგენი გარუსეთებაზეც ხელის მომწერები არიან, ოღონდ ვიღაცამ დილა–საღამოს სალაფავიანი ჯამი დაუდგას.

მაგრამ დღემდე ხომ რჩებიან ისეთები რეჟიმის საყრდენებად, ვისაც რუსეთი მართლა არ უნდა, არც მთლად უპერსპექტივოა, რაღაცის შექმნა შეუძლია და ხვდება, რომ მისი შვილებისთვის თავისუფალი სამყარო ჯობს. უბრალოდ საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ არც ისე ცუდად არის საქმე.

ეგეთებს მინდა გითხრათ: თქვენი კონფორმისტობით და უმოქმედობით ეს ქვეყანა თუ საბოლოოდ რუსულ ჭაობად იქცა, ყველას მოგვიწევს აქედან გაქცევა, მათ შორის თქვენც. ოღონდ, ჩვენ თავს ცივილიზებულ სამყაროს შევაფარებთ, შეგვიფარებენ. აი, თქვენ მაქსიმუმ აზერბაიჯან–სომხეთში+ ემირატებში, საიდანაც ნებისმიერ დროს ჩამოგათრევენ ხურჯინით. განსაკუთრებით ბიზნესმენებს ეხება ეს. იფიქრე ქოცო, თუ ამის უნარი შეგრჩა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სპექტრის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც განიხილავს, წარმოდგენაში, თეატრში – არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა “არჩევნების” გამოყენებაც კი – დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!

ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

სს “თელასი”: 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და მოლითის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთულუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის, ელიას მთის, ვარდის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ყვარლის, მესხეთის, ტვიშის, გაზეთის, ბახუტაშვილის, რატილის, ნასაკირალის, კლდიაშვილის, ურიცკის, ფაღავას, შორაპნის, კალატოზის, გუთნის, ხახანაშვილის, იზაშვილის, ლაგოდეხის, მახათას, აბულაძის, ჯორჯ ბუშის, კვეზერელი-კოპაძის, დედოფლისწყაროს, ხევის, ჟონეთის, გამყრელიძის, სათემოს, ბეთანიის, გრემის, სპარტაკის, საამურის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, ნიაბის, სომხეთის, შაქრიანის, აბრამიშვილის, მელაანის, ციმაკურიძის, კაკაბეთის, ბუკისციხის, ჩოჩუას, ნავთლუღის, თოლენჯის, დოლაბაურის, ალიხანიანის, წალენჯიხის, გურჯაანის, მარტყოფის, ცუცქირიძის, აბდუშელიშვილის, თელავის, სართიჭალის, ფერიცვალების, კონსტანტინე ერისთავის, გვენცაძის, გრემის, ახვლედიანის, შემოსავლის, ავლაბრის, შილდის, მრევლიშვილის, ბეღლეთის, საინგილოს, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის, ლეხ კაჩინსკის, პაპიაშვილის, დურმიშიძის, აფანასიევის, შერვაშიძის, წალენჯიხის, ყარყარაშვილის, ქობულაძის, ანწუხელიძის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას, მელიქიშვილის, სამრეწვწლოს, სევანის, კარდანახის, ალუბლების, ნიორაძის, ლაგოდეხის, მესხიშვილის, გონაშვილის, ასათიანის, ბადიაურის, ფოსტის, წურწუმიას, ცისკრის, რუისპირის, მუჯირიშვილის, შილდის, ზნაურის, ნიაბის, ბზიფის, შირაქის, მიქელაძის, ხელთუფლიშვილის, საბანაკოს, ბაქრაძის, ბეგიაშვილის, მეტრომშენის, მთავარანგელოზის, სპარტაკის, მთისძირის, წინანდლის, კიკეთის, განთიადის, ორხევის, გიორგი წერეთლის, კვალეთის, ვარდისუბნის, გუმბრის, კასპის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, გარეკახეთის, თანდაშვილის, ჭიჭინაძის, ბაქრაძის, შოთაძის, მესხეთის, ბოროდინის, ირბახის, ლომოურის, სამრეკლოს, თელავის, მუკუზანის, ჩეხოვის, ივერიელის, გვენცაძის, ხივინის, სართიჭალის, გაბისკირიას, კაიშაურის, არმაზის, უცნობი ქუჩის, აბრამიშვილის, ბეღლეთის, თეძამის, გუმბრის, აწყურის, ნოსირის, ზინდისის, გუჯარეთის, ლოსაბერიძის, საბანაკოს, კოპცევის, შერვაშიძის, საბარგოს, აბულის, ალადაშვილის, ობსერვატორიის, ერევნის, ნიჟარაძის, გალავნის, მაცეხის, ოძისის, რუისპირის, ფშავის, ძევერის, დაისელის, ანდღულაძის, ვაცეკის, ყარყარაშვილის, ბუკისციხის, ვაზისუბნის, ნანეიშვილის, ონიანის, ხომერიკის, სამოქალაქოს, ნიორაძის, ქურხულის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ხერხეულიძის, დმანისის, ყულოშვილის, ახმეტის, გრემის, ლომოურის, ნაქერალის, ტოლენჯის, მათიაშვილის, ორბელიანის, ხაჩატურიანის, 300 არაგველების, უშაკოვის, ამირაჯიბის, თბილელის, ბახვის, მრევლიშვილის, მუკუზნის, გოლოვნის, ახალუბნის, ცუცხვათის, დოესის, გურამიშვილი-ნიკოლაძის, ჯანელიძის, ანდრონიკაშვილის, გუჯარეთის და ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“მაშინ ქაქუცა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ “ღალატში” ბრალდებულნი, დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ “მტრად” შერაცხილი” – პაატა მანჯგალაძე

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონკრეტული ანალოგებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

არ მოგატყუოთ და ავყვეთ რუსქოცების პროპაგანდას, რომ თითქოს რაღაცას ზეიმობენ და რამეს იცავენ. სინამდვილეში, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ სუვერენიტეტი დასავლეთისგან გათავისუფლებას ნიშნავს.

ეს ისეთივე სიცრუე და პროპაგანდისტული შხამია, როგორიც იყო 100 წლის წინ ბოლშევიკებისგან.

მაშინ ჟორდანიას მთავრობა იყო “ხალხის მტერი და იმპერიალიზმის აგენტები” – დღეს საქართველოს თავისუფლების ნამდვილ მცველებს და მის მხარდამჭერებს ნათლავენ აგენტებად.

მაშინ ქაქუცა და თავისუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ “ღალატში” ბრალდებულნი – დღეს სუფთა, ნათელი ახალგაზრდობა ხდება ე.წ. ხელისუფლების მიერ “მტრად” შერაცხილი.

მაგრამ ახლა საქართველო სხვაა.

გავიარეთ წარსული, გავიგეთ თავისუფლების ფასი.

გვყავს თაობა, რომელიც სიმართლეს არ უფრთხის.

გვყავს პარტნიორები, რომელთაც ჩვენს გვერდით დგომა შეუძლიათ.

დღეს საქართველო მარტო აღარ არის და აღარ დავუთმობთ თავისუფლებას ივანიშვილს და მის ნეობოლშევიკებს.

გაუმარჯოს თავისუფლებას!

დიდება გმირებს!

დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

გია ნოდია: “დამოუკიდებლობის პარტიამ უნდა გაიმარჯვოს!”

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია პოზიციას აფიქსირებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით:

სამწუხაროდ, ტყუილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერის გამაერთიანებელი დღესასწაულია. უნდა იყოს, მაგრამ პირიქითაა.

ამიტომ ფარისევლობაა იმის თქმა, რომ ეს დღე რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ თავისთვის არ უნდა გამოიყენოს.

დღეს საქართველოში არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, ანუ, რაც იგივეა, ორი პოლიტიკური მხარე. მათ შორის წყალგამყოფი სწორედ ეროვნული დამოუკიდებლობისადმი დამოკიდებულებაა.

ხალხი, ვინც ქუჩაში გამოდის საქართველოს და ევროპის დროშებით (სულერთია, რომელ დღეს მეტი გამოდის და რომელ დღეს – ნაკლები), ისევე როგორც ისინი, ვინც მათ პოზიციას არსებითად იზიარებს, დამოუკიდებლობის პარტიაა.

ფაქტობრივ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ესმის, რომ წინააღმდეგობაშია ეროვნული დამოუკიდებლობის იდეასთან და ამის გადაფარვას სიმულაციით ცდილობს. ის იმეორებს ილიას სიტყვებს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, სინამდვილეში კი მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

დამოუკიდებლობის პარტიამ უნდა გაიმარჯვოს!
გილოცავთ ამ დღეს!” – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ქ/ოცნებას ერთფეროვნება უნდა – ძალაუფლების ვერტიკალზე აწყობილი და დაპრესილი ერთფეროვნება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

თბილისში გამართული მუსიკალური ფესტივალის პოლიტიკურ ხასიათზე საუბრობს სოციოლოდიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი და მმართველი გუნდის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემურ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას:

Open Air” არ იყო უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი. მას ჰქონდა მკვეთრი პოლიტიკური და იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი შინაარსი, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად ასე აღიწეროს – მრავალფეროვნების მიმღებლობა.

სწორედ მრავალფეროვნებას ერჩის ქ/ოცნება:

– ერჩის ოპოზიციურ პარტიებს;
– ერჩის უმცირესობებს;
– ერჩის კრიტიკულ მედიას;
– ერჩის ალტერნატიულ ხელოვნებას;
– ერჩის თავისუფალ მოქალაქეს.

ქ/ოცნებას ერთფეროვნება უნდა – ძალაუფლების ვერტიკალზე აწყობილი და დაპრესილი ერთფეროვნება. ის ვერ იტანს ალტერნატივებს!

ხოლო Open Air-ზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი სწორედ ანტიქოცურ – მრავალფეროვან საქართველოს უმღეროდა!

ყველასთვის ცხადი გახდა ერთი რამ: “Open Air”-მა დააწესა ერთგვარი ბუნებრივი face control-ი, იქ ვერ მოხვდებოდა ადამიანი, ვინც ქ/ოცნებას ირჩევს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“დღეს ჩემი სამშობლო ჯერ კიდევ განსაცდელშია და ანგარიშსწორების, შეცდომებზე მითითების და ქილიკის დრო არ არის!!!” – ლალი მოროშნინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა თავის პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში და განმარტებებს აკეთებს კონკრეტულ თემებზე აზრის გამოთქმის მხრივ თავის შეკავებასთან დაკავშირებით:

რატომ არაფერს არ წერო, ნუთუ ყველაფერი მოგწონს რასაც მთავრობა აკეთებსო, რატომ არ აპროტესტებ რაღაც-რაღაცეებსო…

იმიტომ!

დღეს ჩემი სამშობლო ჯერ კიდევ განსაცდელშია და ანგარიშსწორების, შეცდომებზე მითითების და ქილიკის დრო არ არის!!!

ყველაფერს თავისი დრო აქვს!

ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს, ტყუილად ხტუნაობა ჩემი სტილი არ არის!

P. S . დამიწყნარდით, სადაც უნდა ლაგდებოდეს, მატყლს არ ჩეჩავენ, მერწმუნეთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა:

“დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა – დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები, რომლებმაც თავისუფლება და ევროპული ღირებულებები მიიღეს როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და მზად არიან ბოლომდე დაიცვან იგი” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არის გარანტირებული, ეს არის ღირებულება, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვასა და განმტკიცებას.

ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეებთანაც.

დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად გააყალბოს ისტორია, წაართვას ხალხს მომავალი და საქართველოს მტრად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გამოიყვანოს მაშინ როცა ნათლად ჩანს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი.

ისტორია მეორდება – იგივე მეთოდები, იგივე მიზნები, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება.

მაგრამ დღეს საქართველოს აქვს ის, რაც წინათ არ ჰქონდა – დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი მთელი თაობები, რომლებმაც თავისუფლება და ევროპული ღირებულებები მიიღეს როგორც ბუნებრივი, გარდაუვალი და მზად არიან ბოლომდე დაიცვან იგი.

ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველო არ დარჩება მარტო, დაუცველი;
საქართველო არ მოხვდება იზოლაციაში;
საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას და იქნება თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი ქვეყანა ძლიერ მეგობრებთან ერთად!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორია, სიმართლე და ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფალი.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს