ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
Home Blog Page 2

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო მძიმე შეფასებებით მიმართავს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ოფიცრებო, ჯარისკაცებო, გენშტაბო – თავდაცვის სამინისტროში ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი‼️

არაფერია, გადიდკაცებულ მონაზე უფრო საცოდავი‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ასეთი რეზოლუციები ქმნიან პოლიტიკურ გარემოს, ადგენენ წითელ ხაზებს და განსაზღვრავენ მომავალი პოლიტიკური ქმედებების მიმართულებას მთელ ევროპაში” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ALDE-ს და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში:

ALDE-ს ევროპული პარტიების საბჭომ ჰელსინკიში მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია სადაც მოითხოვს:

– ყველა პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას;

– 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას;

– რეპრესიული კანონების გაუქმებას;

– მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, ყველა იმ პირზე, ვინც აძლიერებს რეჟიმს და აღასრულებს მის უკანონო გადაწყვეტილებებს!

ბევრს ჰგონია, რომ ევროპარლამენტის ან პოლიტიკური ჯგუფების ALDE, EPP და ა.შ. რეზოლუციებს ძალა არ აქვთ ან “ჩალის ფასი” აქვთ. ეს სერიოზული შეცდომა და უვიცობაა.

ასეთი რეზოლუციები ქმნიან პოლიტიკურ გარემოს, ადგენენ წითელ ხაზებს და განსაზღვრავენ მომავალი პოლიტიკური ქმედებების მიმართულებას მთელ ევროპაში.

როდესაც ALDE, EPP და სხვა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები ან ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ის ხდება საბაზისო დოკუმენტი მათი წევრი პარტიებისთვის, ეროვნული პარლამენტებისა და მთავრობებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ ითანამშრომლებენ, არ გაუწევენ პოლიტიკურ მხარდაჭერას და არ შეუწყობენ ხელს იმ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ რეზოლუციაში განსაზღვრულ პრინციპებს, მათ შორის ქართულ ოცნებასაც.

ყველაფერთან ერთად, ასეთი დოკუმენტებები ასრულებენ მორალური კომპასის და პოლიტიკური სახელმძღვანელოს როლს, რასაც შემდეგ მიჰყვება შესაბამისი ქვეყნების მხრიდან პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

როდესაც ვამბობთ, რომ რეზოლუცია არ მუშაობს, ზუსტად იმას ვაკეთებთ, რასაც ავტორიტარული რეჟიმები ელიან ჩვენგან, რომ დათესონ უიმედობა და მოახდინონ თავიანთი პროპაგანდის გაძლიერება.

კიდევ უფრო მარტივად, ცალკე აღებული ერთი რეზოლუცია, ერთი განცხადება, ერთი საპროტესტო აქცია, დაუმორჩილებლობის ერთი ინდივიდუალური აქტი არის პატარა მდინარე ან ნაკადული, რომლებიც გაერთიანებულად ქმნიან დიდ აზვირთებულ ნაკადს. ცვლილებები და გარდატეხა ვერ მოხდება თუ არ დაგროვდნენ ეს მდინარეები და ნაკადულები, ანუ რეზოლუციები ამ შემთხვევაში!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში განიხილავს:

სომხეთმა თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხსნის საზღვარს და საელჩოებს. ასევე ითხოვს რუსეთის ჯარის გაყვანას ქვეყნიდან და დააპატიმრა ქვეყნის მთავარი პრორუსი ოლიგარქი.

აზერბაიჯანი ისედაც გასულია რუსეთის გავლენის სფეროდან.

ამ სიტუაციაში საქართველო რჩება სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში, რაც უკიდურეს საფრთხეს შეიცავს.

თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამურად 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორს სრული თანხის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შემდეგ 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება. დარჩენილი 70% კი კომპანიამ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.

სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, „სილქნეტი“ ვალდებული იქნება 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 11 ლოტზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 700, 3400-3800 და 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 11 ლოტიდან ორ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ამასთან, ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3400-3800 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ კომბინირებული ლოტის შეძენისას MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „სილქნეტმა“ N1 კომბინირებული ლოტი MVNO-ს დაშვების ვალდებულების გარეშე შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა. 5G-ის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, კერძოდ, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები ComCom-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი:

ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით.

წარმოიდგინეთ, დაგვიჭირეს ყველა, რა ვიცი, 50 000 სული ან 100 000. ამ სცენარში ბოლოს ხდება ციხის ბუნტი, აბუნტებულებს უერთდებიან თანამშრომლებიც, იწყება მარშები სხვადასხვა ციხეებიდან სოლოლაკის მიმართულებით, გზაში უერთდება ხალხი და ესენი გაფითრებულები გარბიან.

ნუუუ, გაფითრებულები რომ გარბიან ეგ ყველა სცენარში უცვლელი ფინალია😅” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო მოძრაობაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს:

,,ვინც დაიღალეთ, უკვე იმდენი ხანია არ გამოსულხართ, კარგი დასვენებული უნდა იყოთ და დროა დაბრუნდეთ. იმიტომ, რომ საერთოდ აღარაა დრო სხვა რამის.

იმიტომ რომ იმ ორასი ათასს კაცს, რომელსაც ვხედავდი, მჯეროდა, რომ ღალატი არ შეუძლია და სხვას არ ჰგავს. იმიტომ, რომ სინდისის პატიმრები რომ მიატოვოთ, მგონია ვერასდროს აპატიებთ საკუთარ თავს.

იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით🫂”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”!

როგორ აბუჩად აიგდეს ეს, ოდესღაც დიადი სიტყვათა წყობა;

როგორ ტალახში ამოგანგლეს პოლიტიკური კულტურა;

როგორ ნახირისებრი სვლით მიადგნენ ციხეს და წაბილწეს;

როგორ შებღალეს, გასვარეს და შელახეს ყველაფერი, რასაც ობივით მოეკიდნენ…

რამხელა თმენის კულტურა გვქონია…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მმართველი პარტიის სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე სასაუბრობს:

,,გახსოვთ, დიდ ამორეცხვამდე, ქოცები რომ ვიშვიშებდნენ, ყოველი ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ნაცებს შესდითო?

გახსოვთ, როგორ არ გახსოვთ.

ახლა ქოცებმა მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც ეგეთ რამეს ქოცებზე თუ იტყვი, დაგაყადაღებენ, დაგაჯარიმებენ და შეიძლება დაგიჭირონ კიდეც. კანონიერად, რა თქმა უნდა.

მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!”.

ასე არ არის, ბატონო ანზორ, ჯიგარო?”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება” – მიხეილ სააკაშვილი

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სოლიდარობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:

ახლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი “განაჩენები” ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია.

ბ-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას ვინაიდან “ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას” არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით მე მივიჩნევ, რომ ყველა ვისაც ივანიშვილი იჭერს არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს!

საერთოდ სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება.
ისე ისიც ფაქტია, რომ იმან რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 ივნისის პერიოდისთვის

27 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ისევე როგორც წინა თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მაისში დაწყებული მთელი ივნისის თვის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

24 ივნისი – 2.7260;
25 ივნისი – 2.7252;
26 ივნისი – 2.7248;
27 ივნისი – 2.7242.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით  და 1 აშშ დოლარი 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7236 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებაში ივნისის დასაწყისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც თვის შუა პერიოდიდან შეიცვალა და სახეზე იყო გაუფასურებაც, სერიოზული რყევების ფონზე, რაც ბოლო დღეებამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

24 ივნისი – 3.1254;
25 ივნისი – 3.1599;
26 ივნისი – 3.1619;
27 ივნისი – 3.1925
.

წინა ვაჭრობებზე გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0043 ლარით და 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1882 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7376 ლარი (გამყარდა 0.0063 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0683 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6533 (გამყარდა 0.0015 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6025 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0717 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4109 ლარი (გაუფასურდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7975 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1860 ლარი (გაუფასურდა 0.0077 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0487 ლარი (გაუფასურდა 0.0231 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8830 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით).

ივნისის თვე, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდში, სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, თუმცა ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა სტაბილიზაციის ნიშნები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

24 ივნისი – 3.4717;
25 ივნისი – 3.4691;
26 ივნისი – 3.4828;
27 ივნისი – 3.4779
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0170 ლარით და 28 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4609 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი