ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Home Blog Page 3

გიორგი ვაშაძე – “მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე!”

რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე“ – ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, “სტრატეგია-აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ივანიშვილის პარტიის წევრებს იმ ადამიანების ეშინიათ, რომლებიც პარლამენტის წინ რუსულ კანონს აპროტესტებენ:

,,29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრ-აქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში? პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრ-აქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ თვითდინებით ეს ადამიანები მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი.

უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს იქნება, 29-ში – ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე.

ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო – მაგრად იყავით ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ და ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით როგორ გაშანტაჟებენ – მერწმუნეთ ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას.

მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება, დასრულდეს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ დამთავრებულია თქვენი საქმე! საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას არასდროს არ შეაქცევს ზურგს და რისთვის ხართ თქვენ მოწადინებული ნათელია!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ფეიქრების ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, აბულაძის, დელისის, კარტოზიას, თამარაშვილის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ამაშუკელის, სანაპიროს, დოლიძის, ჩიქოვანის, ჭილაძის, ძმები ბალანჩივაძეების, ლიხაურის, ბაკურიანის, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, ამილახვარის, ჩოლოყაშვილის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, არეშიძის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა კოჯრის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, კოსტავას, ბარნოვის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, წყალტუბოს, აგლაძის, მირცხულავას, ფიფიების და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 06:00 საათიდან 06:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანულას, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების, ჭედიას, ლაზოს, ანდრონიკაშვილის, სკოლის, რიონის, ულიანოვის, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, ბაღნარის, ლიბანის, ბიჭვინთის, ბარალეთის, კაჭარავას, ჩიქვანაიას, რევოლუციის, ხორავას, ჭელიძის, ჯანჯღავას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, გარაყანიძის, მანაგაძის, კუიბიშევის, იპოლიტოვ-ივანოვის, უწერის, ლიახვის, წერეთლის, შუშის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, იოსებ გრიშაშვილის, ქერჩის, ხანძთელის, ფოცხიშვილის, გაგრის, ღამბაშიძის, ბარალეთის, ვეკუას, კუიბიშევის, მე-5 ქუჩის, გმირ კურსანტთა, კობერიძის და მოძვის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის (ნაწილობრივ), ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, უჯარმის, ტრაპაიძის, დიდგორის, აბაშვილის და რევოლუციის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანრი ოხანაშვილი: განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენს ხალხს ლეგიტიმაცია უკვე აქვს გამოცხადებული, თუმცა კიდევ ერთხელ არის საჭირო სახალხო ლეგიტიმაციის დადასტურება. საკითხი უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული.

ფრიდონ ინჯიაა წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ისევე, როგორც „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს საყოველთაო-სახალხო განხილვას. აქ მოუწევდათ მათ პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვნებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია. მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელშიც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, რასაც ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი სწავლების შეტანა, რომელსაც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ სწავლებას უწოდებენ.

როდესაც ჩვენ დავსვით საკითხი, თუ რას გულისხმობდნენ ბაღებში „გენდერული თანასწორობის სწავლებაში“ და იგულისხმებოდა თუ არა, რომ ბავშვებისთვის მიზანმიმართულად სურთ პროპაგანდა გაუწიონ „ამ ტიპის“ ცხოვრების, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაცრი.

დაუშვებელია ბაღში, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს ვინმემ, რას ნიშნავს დაიბადო ბიჭად ან გოგოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს ამას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია, ამიტომ მას სჭირდება ჩვენი საზოგადოების მკაფიო პასუხი. ჩვენ განსხვავებული ცხოვრების წესის შეფასებაში არ შევდივართ, ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი. განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს.

აქ საუბარია მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ უნდა დაიწყოს სწავლება ბაღებში, სკოლებში და ბავშვებს ასწავლო, რომ ნორმალურია დაიბადო ბიჭად, მაგრამ ფიქრობდე, რომ შენ ხარ გოგო. ხდება სპეციალური ანიმაციური სცენების წარდგენა, რაც არის პოპულარიზაცია. ამას ისახავენ მიზნად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!”

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასების პარალელურად წლების წინ მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:

ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!

ახლა, რაც დღეს ჩვენს ქუჩებში, სტუდენტურ აუდიტორიებში, ოჯახებში და ტვინებში ხდება, წარმოადგენს ტექტონურ ძვრებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს.

პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის მოწმენი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მზადდებოდა, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ. თუმცა, მანამდეც ნათელი იყო, რომ რუსეთისგან დისტანცირება გარდაუვლად მოხდებოდა.

მინდა გავიხსენო ერთი ისტორია:
1997 წელს, ქართველი საბჭოთა დროის ინტელიგენციისა და რუსული ინტელიგენციის მონაწილეობით, ვაჟა ლორთქიფანიძემ თელავში სუფრა-კონფერენცია მოაწყო. ზურაბ ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნით ამ კონფერენციაზე მეც ჩავედი. გამოსვლები ყველა ერთი ტიპის იყო – “რუსეთი და საქართველო ძალიან ახლობლები არიან, ბევრი კარგი რამ აკავშირებთ. უამრავი ქართველი რუსეთში მუშაობს, რომელთა გადმორიცხული ფულით საქართველო საზრდოობს. აფხაზეთი და ცხინვალი უბრალოდ გამონაკლისი ეპიზოდები იყო, რომელიც უნდა გადავლახოთ და აღვადგინოთ ძველი სიახლოვე“.

ყველაფერი ორგანიზატორების სცენარით მიდიოდა, სანამ სიტყვა მე არ ავიღე. უაქცენტო რუსულით ჩემი გამოსვლის ძირითადი სულისკვეთება იყო შემდეგი – რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, არამედ იყო დამპყრობელი და აფხაზეთი სრულიადაც არ იყო შემთხვევითი. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა თავს დისკრიმინირებულად გრძნობს და უახლოეს პერიოდში გადავა ევროპაში და ამერიკაში, ან დაბრუნდება საქართველოში.
ქართველები სულ უფრო მოწყდებიან რუსულ საინფორმაციო სივრცეს, ქართველები სულ უფრო მეტად ამჯობინებენ ევროპაში მოგზაურობას, ვიდრე რუსეთში ფრენას, ხოლო ქართული ეკონომიკა თანდათან გადაერთვება ევროპაზე და თურქეთზე. რაც შეეხება კულტურას, ის პირდაპირ გავა მსოფლიო დონეზე და სულაც არ დასჭირდება რუსეთის ჩამორჩენილი კულტურის შუამავლობა.

ჩემი გამოსვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, აშკარად ყველაფერი გავუფუჭე ლორთქიფანიძეს და თბილისიდან სასწრაფოდ თვითმფრინავი იაკ-40 გამოაგზავნეს დედაქალაქში ჩემი და ჟვანიას დასაბრუნებლად.

სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს რუსეთი ქართველი კრიმინალების (ძირითადად კანონიერი ქურდების) ჩვენი შიდა კორუფციის და არსებული კონფლიქტების მეშვეობით აკონტროლებდა. “ვარდების რევოლუციამ” მოსკოვს კრიმინალისა და კორუფციის სახით მინიმუმ ორი ბერკეტი წაართვა და ამიტომ რუსებმა კრიმინალები ოლიგარქებით ჩაანაცვლეს, ხოლო კონფლიქტის ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენეს – სრულმასშტაბიანი შემოჭრის სახით. ამ შემოჭრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაძლო, დიდწილად გამოიწვია 2012 წელი, რაც იყო რუსული ჰიბრიდული ოპერაციის კულმინაცია, მაგრამ 2003-2012 წლებში მაინც ძალიან ბევრი რამ მოვასწარით. მას შემდეგ, რაც ჩემს ინაუგურაციაზე ევროპის დროშა ავწიეთ, საქართველოს რუსულენოვანი სივრციდან დაჩქარებული გამოყვანა დავიწყეთ, რუსული ცხოვრების გაუქმება, ანუ კრიმინალისა და კორუფციის განულება, განათლების გადაყვანა არარუსულ რელსებზე.

ივანიშვილმა სცადა ამ ყველაფრის შემობრუნება, მაგრამ დღეს უკვე დღესავით ნათელია, რომ მას ეს არ გამოუვიდა. ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა და პრინციპში ბოლო ათწლეულებში 1989 წლიდან მოყოლებული, ახალი თაობებიც გაუუცხოვდნენ რუსებს და გადაერთნენ ევროპაზე, ამიტომაც რუსებისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ქართველების რუსეთში მასობრივი მიწყდომა არ მოჰყვა.

ახლა პუტინის მიზანი დღესავით ნათელია: რომ საქართველოს კონტროლი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბოლომდე დაიცლება ქართველებისგან. როდესაც ბათუმს ვაშენებდით, მე ვუშვებდი იმას, რომ როგორც დუბაიში, მოსახლეობის ნაწილი უცხოელებიც იქნებოდნენ, რომლებიც მუდმივად არ იქნებოდნენ ადგილზე და აი, ფულს კი ბლომად დახარჯავდნენ. მაგრამ დღეს რომ ვკითხულობ სოც. ქსელებში “გამარჯობათ, მე საშა ვარ ხაბაროვსკიდან, ჩამოვედი თუ არა ბათუმში მივხვდი, რომ ის ჩემი ქალაქია სამუდამოდ”, არ დაგიმალავთ, ამ დროს მწარედ ვნანობ, რომ ხელი მოვკიდე ბათუმის პროექტს.
ამიტომ ახალ ეროვნულ მოძრაობას ისევ ის საკითხი აქვს გადასაწყვეტი, რომელსაც ვწყვეტდით 1921, 1989, 2008 წლებში – საქართველოს ყოფნა-არყოფნის ამოცანა. რუსეთის გეგმა დღესავით ნათელია: ამ კანონით და არჩევნების გაყალბებით საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან, ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლა და მათი მაქსიმალურად რუსებით ჩანაცვლება.
ამისთვის რუსები მასობრივად დაგვაშინებენ ომით, რისი თავიც მათ უკრაინის გამო ნამდვილად არ აქვთ. უკრაინამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ამერიკული დახმარება. დიდი ალბათობით მალე ბრძოლაში ჩაერთვება საფრანგეთი და მსურველთა კოალიცია. ამიტომ რუსეთს გამარჯვების 1% შანსიც არ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსები ერთდროულად ჩართულები არიან მოლდოვის არჩევნებში და ამდენი რესურსი მათ ოქტომბერში არ ექნებათ. ამიტომ ცდილობენ საქართველოში სიტუაცია ახლავე “მოაყომარონ”. უახლოეს დღეებში და კვირებში იქნება ბევრი პროვოკაცია და მთავარია მათი დროული აღკვეთა.

სხვა მხრივ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მე გამოვხატე ის, რაც ყველა ქართველის გულშია, ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა დისშვილების გულში” – გიორგი ქოჩორაშვილი

ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ,,მთავარი არხის” ეთერში, ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” კომენტარს აკეთებს მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე – ,,ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში”:

,,სადაც არ უნდა ვიყო, რა ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდე, ყველაზე ახლო ადამიანები ვინც არიან ჩემთან – ჩემი ოჯახის წევრებია. მათ ყოველთვის დავიცავ, რაც არ უნდა მოხდეს.

ჩემთვის საპასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა. იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც ავტვირთე, იყო ჩემი დისშვილის ფოტო. ამაზე შეიძლება არ უნდა მიწევდეს ლაპარაკი, მაგრამ მიწევს. იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხება.

მე გამოვხატე ის, რაც ყველა ქართველის გულშია, ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა დისშვილების გულში არის, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ იყო ამ თემასთან შეხება, რაც ყველას გულთან მიაქვს”, – განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ნანა მალაშხია: “ხელისუფლებას ისე გაუჭირდა, რომ საკუთარ თავს უტარებს აქციას”

7-9 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილე, ,,ქალი ევროკავშირის დროშით”, ნანა მალაშხია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ,,ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით:

,,დღეს ხელისუფლებას ისე გაუჭირდა, რომ საკუთარ თავს უტარებს აქციას. უკვე ნანახი გვაქვს ეს, გვახსოვს შედეგებიც უახლესი წარსულიდან.
ქართული ოცნება, რომელიც დგას მუქარაზე, შიშზე, მორჩილებაზე და მოსყიდვაზე, ბოროტად იყენებდა და ახლაც გამოიყენებს პარტიულ და ადმინისტრაციულ რესურსს.

თუმცა, რამდენი კონტრაქციაც და კონცერტიც არ უნდა ჩაატარონ, ქართულ ოცნებას აღარაფერი უშველის. სიმართლე თავისუფალი, გულწრფელი, პატრიოტი და მამაცი ახალგაზრდების, ხალხის მხარესაა.

ერთობით ევროპისკენ !
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ ხელისუფლებას!”, – წერს ნანა მალაშხია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, შარშან იყო შარშან, წელს არის წელს” – თეა წულუკიანი

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების” განცხადებაზე, სადაც აღნინულია, პარტიის მხარდამჭერთა მოთხოვნით 29 აპრილს მმართველი გუნდი პარლამენტთან აქციას ჩაატარებს:

,,ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი, რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენ-ჩვენი აზრი.

ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება – ეს იცით! ასევე, ჩვენ – უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად, ნარ-ნარად და ბედნიერად.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: შარშანაც ხომ არ გეგმავდით [კანონპროექტის გაწვევას]? შარშან რატომ მოიქეცით არანეტარად?

შარშან იყო შარშან, წელს არის წელს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ავირჩიოთ, ჩვენ რა გვინდა – ივანიშვილზე მოსამსახურე ხელისუფლება თუ ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლება?” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს ,,ოფშორების” კანონთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილი არანაირ გადასახადს არ იხდის – არც საშემოსავლო გადასახადს, არც მოგების გადასახადს არ იხდის. ახლა ოფშორებიდან ,,შავი ფული” ისე შემოაქვს, რომ არაფერს არ გადაიხდის.

საქართველოს მოქალაქე საშემოსავლოსაც იხდის, მოგების გადასახადსაც და უცხოეთიდან 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთი რომ შემოიტანოს, 20% ხელისუფლებას უნდა გადაუხადოს.

ავირჩიოთ, ჩვენ რა გვინდა – ივანიშვილზე მოსამსახურე ხელისუფლება თუ ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლება?”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“შვილების თაობის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება მთლიანად არღვევს სამშობლოს და მომავლის მიმართ მშობლების თაობის ჯანსაღ მიზანს და დამოკიდებულებას” – ნათია ფანჯიკიძე

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და ახალგაზრდების საპროტესტო აქციებს, მძიმე ისტორიული ფაქტების მიმოხილვით და კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

ჩვენს სარწმუნოებას ნამდვილ და უსასტიკეს საფრთხეს ყოველთვის რუსეთი უქმნიდა, რომელიც ვერაგულად იყო შენიღბული ქრისტიანობის მანტიაში და შიგნიდან ხრავდა და ანგრევდა ყველაფერს წმინდას, როგორც მგელი და 7 ციკნის ზღაპარში უკაკუნებს კარზე ციკნებს თხის ტყავში გადაცმული მგელი და დედათქვენი ვარო, ატყუებს. ძველი და ახალი ისტორიის ფაქტები ვისაც “გამოგრჩათ”, რა უქნეს ჩვეს ტაძრებს, სარწმუნოებას, მღვდლებს, მორწმუნეები არა ხართ, გეჩვენებათ, რომ ხართ და კარგად უნდა გაერკვეთ. სულ ბოლოს კი ახლახანს მიგვიხვრიტეს კაცი მათ მიერ აჭედილი კიდევ ერთი ეკლესიის კარზე. სიტყვა სარწმუნოება სწორედ ამიტომ, არასდროს დავთმოთ და არ გადავდოთ გვერდზე არცერთი წუთით.

ახლა კი მოდით, ცალკე ავიღოთ , გამოვყოთ სიტყვა ერთობა.. ნებისმიერი მიზეზით “ჩაჭერით”, ნებისმიერი “შანსის” გამოყენებით, ვისაც საქართველოს მოქალაქეებს შორის სიტყვა “ერთობა” საფრთხედ და ბოროტებად უნდა აქციოს და დაამკვიდროს მოკლევადიან თუ გრძელვადიან თქვენს აღქმაში, თავად განსაჯეთ, ამ ძალიან ძვირფასი სიტყვის საპირისპიროს და საწინააღმდეგოს რას შეიძლება გულისხმობდეს. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ანტონიმები არც ისე ბევრია. ყველა დავფიქრდეთ ამაზე და არასდროს დავთმოთ სიტყვა ერთობა.

შვილების თაობის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება კი მთლიანად არღვევს სამშობლოს და მომავლის მიმართ მშობლების თაობის ჯანსაღ მიზანს და დამოკიდებულებას. თუ მათ სურვილებს და მისწრაფებებს არაფერი, მაშინ ვის?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

ნიკა მელია: “წარსულს, მომავალთან დაპირისპირებაში, ჯერ არ მოუგია”

პარტია ,,ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა მელია პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით:

,,29 აპრილს ჩვენ ვიხილავთ შეკრებას, სამწუხაროდ, შერცხვენილი და აბსოლუტურად დემოტივირებული ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელთაც მოუწევთ ამავე დღეს თავის დახრა საქართველოს მომავლის წინაშე.

წარსულს, მომავალთან დაპირისპირებაში, ჯერ არ მოუგია. მე ვფიქრობ, არაფერი ისეთ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას არ მიაყენებს ,,ქართულს ოცნებას”, როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება იქნება 29 აპრილს. ამას იხილავს მთელი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ნიკა მელიამ