ორშაბათი, ივლისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1935

ლევან სამუშია: “მე მაქვს კითხვა – დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები სარალიძის საქმეში და იმსხვერპლა თუ არა მაჩალიკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა?”

ერთი თვის წინ “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან სამუშია ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავდა დღევანდელ ხელისუფლებას:

– ვერც ,,ქოცობას“ დამწამებს ვინმე და ვერც ,,ნაცობას“, ამიტომ, ჩემსას საუბრისას ცხრა წელს თავი დაანებოს ყველამ.
ვილაპარაკოთ დღევანდელ ვითარებაზე. მით უფრო, რომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის ვინ ,,ქოცია“ და ვინ ,,ნაცი“ ამ ხელისუფლებაში.

– მაინტერესებს, „ქართულმა ოცნებამ“ რა უფლებით უნდა ისაუბროს სასამართლოზე და იქ მიმდინარე სიტუაციაზე?!
რა უფლებით და ნამუსით საუბრობენ გირგვლიანის საქმეზე, როცა ამ საქმის მოსამართლე დაწინაურებული ჰყავთ, მოლაშვილის საქმის მოსამართლე კაპანაძე, უვადოდ დანიშნეს, თეთრაძის მოსამართლე გოგინაშვილი კი, პირველი ინსტანციიდან სააპელაციოში გადაიყვანეს და დღეს უკვე უვადო მოსამართლეა?!

– პასუხი არ უგია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პროკურორი, ვინც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი ქმედებების შემსრულებელი იყო. რიჟამაძე დღეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორია. იცით რატომ? ის ამ ხელისუფლებასაც დასჭირდება და გამოიყენებს. უკვე, იყენებენ კიდეც.

– მე მაქვს კითხვა: დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები სარალიძის საქმეში და იმსხვერპლა თუ არა მაჩალიკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა?!

– მაინტერესებს, რატომ შევარდნენ მაჩალიკაშვილის სახლში? თუ დამნაშავე იყო, ბრალი რატომ არ წაუყენეს, როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იყო? რატომ იყო სროლის აუცილებლობა? როცა ადამიანი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, დაცვა რატომ ედგა და მაჩალიკაშვილს რა სტატუსი ჰქონდა? გამცენ პასუხი. მე სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობ და არა იმ ჭორებზე, რასაც ვუსმენ.

ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებმა კი უფრო კატეგორიული გახადა ლევან სამუშიას პოზიცია და ახალი შეკითხვა-მოთხოვნები წაუყენა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას:

– ეს არის თავხედი ხელისუფლების თავხედური გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაათრევდა შვილმკვდარ მამებს ჩვენი პოლიცია.
– მე მივმართავ ,,ქართულ ოცნებას”, 7 დეკემბრამდე უთხარით მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს:
რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა მაჩალიკაშვილის შვილს?!
– რატომ შეუვარდა ხელისუფლება მაჩალიკაშვილებს სახლში?!
– რატომ ესროლეს მის შვილს?!
– რატომ მოუკლეს შვილი?!
– სამართლებრივი სტატუსის გარეშე, სასიკვდილო სარეცელზე მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილს რატომ ედგა დაცვა?!
– რა იყო ამ ყველაფრის სამართლებრივი საფუძველი?!
– რატომ გააყალბეს და ‘’გააფუჭეს’’ სარალიძის საქმე?!
– რატომ არ სთხოვენ პასუხს საქმის გამყალბებლებსა და ‘’გამფუჭებლებს’’?!
– რატომ არ უნდა იცოდეს ზაზა სარალიძემ ვინ მოუკლა შვილი და რატომ არ უნდა დაისაჯოს მისი შვილის მკვლელი?!

შსს სტატისტიკა: დანაშაულის სერიოზული მატება 9 თვის შედეგების მიხედვით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რეგისტრირებული დანაშაულის 9 თვის შედეგები. ეს მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას.

როგორც სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა, სერიოზული მატებაა დანაშაულის საერთო რაოდენობაში. კერძოდ, გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 16277-ით, მატება +59.04%. საერთოდ კი 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 43845 დანაშაული, მათგან გაიხსნა 15754, რაც შეადგენს 35.93%-ს.

 

გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი შემდეგი სახის დანაშაულები:

  • განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ 19-109 მუხლი) – გასულ წელს 13 დანაშაული, მიმდინარე წელს კი – 28, დანაშაულის ზრდაა 115.38%-ით;
  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4397 (114.24%);
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (262.5%). გასული წლის 9 თვეში – 8 დანაშაული, მიმდინარე წელს – 29;
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1446 (271.8%);
  • 353.1%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის 9 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 290 ფაქტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1314;
  • მაღალია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაც +7739 (76.79%).

 

არის ცალკეული დანაშაულები, რომელთა გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, კერძოდ:

  • მიმდინარე წლის 9 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 17817 დანაშაულიდან გაიხსნა 4715 (26.46%);
  • ბინაში შეღწევით ქურდობის 1744 ფაქტიდან მხოლოდ 242 გაიხსნა (13.88%);
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთის 96 ფაქტიდან გაიხსნა 27 (28.13%);
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 307 ფაქტიდან გაიხსნა 2 (0,65%);
  • ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – შარშან 87.72%, წელს – 59.65%.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ნარკოტიკული დანაშაული საერთო რაოდენობა – 396 ფაქტით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად 206.96%-ით გაიზარდა ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის ფაქტები – გასულ წელს დაფიქსირდა 115 დანაშაული, მიმდინარე წელს 353. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა ამ სახის 113 დანაშაული, რაც მომდევნო 3 თვეში კიდევ 240-ით გაიზარდა.

წყარო: შს სამინისტრო

 

სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიმართვები საზოგადოებისადმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ

საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. არჩევნების პირველ ტურში (შედეგებიდან გამომდინარე) სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ – 37.74%, ხოლო დავით ბაქრაძემ – 10.97%. შესაბამისად დაინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი ასე მიმართეს საზოგადოებას მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა:

 

სალომე ზურაბიშვილი:

“პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! არა! და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო. ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი.

 

გრიგოლ ვაშაძე:

“დამარცხებული ოპონენტების ძალადობისა და სიძულვილის ენას ჩვენ ვპასუხობთ სიმშვიდითა და თითოეული მოქალაქეების პატივისცემით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირეს მხარი.

ჩვენი საბოლოო გამარჯვების შემდეგ არ გვექნება შურისძიებისა და დაპირისპირების დრო, ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დავიწყოთ სახელმწიფოს შენება, რომ ქვეყანაში არ იყოს 150 ათასი ბავშვი მშიერი, მილიონამდე ადამიანი არ ცხოვრობდეს სიღარიბეში და ქვეყანა არ მოწამლოს ნარკოპლანტაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებს მართავდეს დემოკრატიული, კოალიციური მთავრობა და არა შეიარაღებული ბანდები.

ქართულ ოცნებაში არიან პატრიოტი ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ქვეყნის ბედი. მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სახელმწიფოს და მოქალაქეების წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.”

დავით ნებიერიძე: “ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უმკაცრესი ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფა”

ინფლაციით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით სააგენტო “პარალელმა”, გასულ თვეში, უკვე გამოაქვეყნა კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური მასალა, ამჟამად გადავწყვიტეთ გაგვეგო დარგის ექსპერტის მოსაზრებები, შეფასებები და აღნიშნულ საკითხებზე სააგენტო „პარალელის“ ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე, ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს დავით ნებიერიძეს:

 

ბატონო დავით, NDI კვლევების თანახმად პრობლემების სამეულში, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აღელვებს უმუშევრობისა და სიღარიბის გვერდით, ინფლაცია და მზარდი ფასებიც დასახელდა. თქვენი აზრით რამდენად გამართლებულია მოსახლეობის მოლოდინები?

– მოლოდინები აბსოლუტურად მართებულია. თუმცა, ინფლაციის ზრდის რესურსი ბევრ ფუნდამენტალურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონე. ამ კომპონენტში დაღმავალი ტრენდის პირობებში ძალიან რთულია ინფლაციის თუნდაც საშუალო დონის შენარჩუნება, თუ არ მოხდა ინფლაციის ხელის შემწყობი სხვა მაკროეკონომიკური აგრეგატების გაძლიერება, ისეთების, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსის მიზანმიმართულად დასუსტება.

რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში ფასების ზრდას პროდუქციაზე საშინაო თუ საგარეო ფაქტორები?

– ორივე ერთობლივად – საშინაოც და საგარეოც. თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა ამ პარამეტრის გეგმური მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნება. განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უმკაცრესი ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი ორჯერ გაიზარდა. რამდენად ახდენს ეს ფაქტორი ინფლაციის მზარდ დინამიკაზე გავლენას?

– საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებლად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკაზე გავლით. საგარეო ვალების მომსახურება დიდ ტვირთად აწვება ვალუტის მოთხოვნა მიწოდების ბალანსს ქვეყანაში და ზრდის ზეწოლას ეროვნული ვალუტის კურსზე. ანუ, საგარეო ვალის რადიკალური ზრდა იწვევს ლარის კურსის დასუსტებას, რაც მთავარი აგრეგატია ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში.

წარმატებული ტურისტული სეზონის მიუხედავათ, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი მაინც განაგრძობს გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. თქვენი აზრით რა არის ამის ობიექტური მიზეზი?

– სპეკულიატიური ინტერესები სავალუტო ბაზარზე და არასწორი ფინანსური მენეჯმენტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში. ამის გამო ზარალდება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი, სოციალურად დაუცველეების ფენა

როგორ შეაფასებდით სახელმწიფოს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციასთან მიმართებაში და როგორ ფიქრობთ რამდენად პროდუქტიულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ურთიერთთანამშრომლობა?

– ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სტიმულირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფლაციის „მისაღებ“ დონეზე შენარჩუნება. ანუ, ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სტიმულირებისთვის. მაგრამ, ამის საპირწონედ უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა შემოსავლების ზრდის დინამიკის შესაბამის დონეზე შენარჩუნება. რაც მთავარი სუსტი წერტილია მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში, რომელსაც თავს ვერ ართმევს ხელისუფლება და აქ არის მისი მუშაობის მთავარი ჩავარდნა.

 

 

 

კახა კალაძემ წარმოადგინა ახალი მეტრო სადგურების მშენებლობის პროექტი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარმოადგინა ახალი მეტრო სადგურების მშენებლობის პროექტი:

“წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება. პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგორის მეტროსადგურთან, მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება და ერთგვარი გადასაჯდომი სადგური იქნება. აღნიშნული სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო, დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა.

დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. მგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ასევე, მათთვის, ვინც აღნიშნული მარშრუტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. ჩვენი გეგმით, საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.”

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი “გირჩის” მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც ცნობილია, “დედა ენის” ბაღში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” დღეს აპირებს “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის” გამართვას. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ავრცელებს შემდეგ განცხადებას. ასევე, იმის გამო, რომ სათანადო ინფორმაციის არქონამ, შეიძლება ფესტივალზე მისულ ადამიანებს გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები შეუქმნას, EMC ახდენს ინფორმირებას მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილით საზოგადოების ინფორმირებას:

“დღეს დაანონსებულია “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის” ჩატარება თბილისში, რომელსაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ორგანიზატორი ყავს. ღონისძიების აღწერაში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა აქტივობები იგეგმება ფესტივალის ფარგლებში. ამავე აღწერაში, სამწუხაროდ, დეტალურად და ზუსტად ასევე არ არის გადმოცემული მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ბოლო წლების მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ საკმაოდ ხისტი რჩება.

სათანადო ინფორმაციის არქონამ, შეიძლება ფესტივალზე მისულ ადამიანებს გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები შეუქმნას. ამ სიტუაციაში, საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება დაინტერესებული პირებისთვის და ასევე, მოვუწოდოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, ღონისძიების გვერდზე, წინასწარ გაავრცელონ საჭირო განმარტებები არსებული საკანონმდებლო რეგულირებების შესახებ და მოწვეულ სტუმრებს აუხსნან ფესტივალთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული მდგომარეობით ასეთია:

  • 2018 წლის ივლისის შემდეგ, მარიხუანას მოხმარება აღარ ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. პარლამენტს ჯერ-ჯერობით არ მიუღია, მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით შეძენა/შენახვა რჩება სამართალდარღვევად და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის შემთხვევაში – 10 გრამი) უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ასევე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარით, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  • 2017 წლის ივლისის შემდეგ, 151 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის გაუქმებულია საპატიმრო სასჯელი. თუმცა, ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში რჩება;
  • 2017 წლის ივლისის შემდეგ, 266 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარებისთვის მიზნით დათესვისა და მოყვანისასთვის, არაკონსტიტუციურად არის გამოცხადებული თავისუფლების აღკვეთა “ექვსიდან თორმეტ” წლამდე ვადით. ჯერ-ჯერობით პარლამენტს ამ ნაწილში ახალი რეგულაციები არ მიუღია;
  • 2015 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობა არ ისჯება საპატიმრო სასჯელით, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რჩება;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანას გასაღება არის სისხლის სამართლის დანაშაული და პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პასუხისმგებლობის საკითხების განვილვისას, ასევე გასათვალისწინებელია შესაძლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, როგორიც შეიძლება იყოს:

  • წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ მოქმედება;
  • წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მხრიდან ქმედების ჩადენა;
  • ნარკოტიკების დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

მოვუწოდებთ ფესტივალის ორგანიზატორებს იმოქმედონ პასუხისმგებლობით და ყველა დაინტერესებულ პირს, წინასწარ გაუზიარებენ ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების შესახებ.

წინასაარჩევნო კონტექსტის, საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციისა და დაძაბულობის გათვალისწინებით, ფესტივალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ იმოქმედოს პროპორციულობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მოლაპარაკებების სტრატეგია და სიტუაციის მართვის არაძალისმიერი და ნაკლები ინტენსივობის მქონე საპოლიციო ღონისძიებები”.

წყარო: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

მთავარ პროკურატურასთან გაიმართა შვილმოკლული მამებისა და მათი მხარდამჭერების აქცია-პერფომანსი “ნუ გვაბოლებთ”

საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქცია გამართეს შვილმოკლულმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა. აქცია-პერფომანსით “ნუ გვაბოლებთ” პროკურატურის იმ ქმედებების გაპროტესტება მოახდინეს, რითიც, აქციის მონაწილეების აზრით, სამართალდამცავი უწყება ცდილობს გადაფაროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მიერ გაჟღერებული სკანდალური თემები, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიების პროცესში დაშვებულ სერიოზულ დარღვევებთან თუ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო. “ნუ გვაბოლებთ” ასე მიმართეს შვილმოკლულმა მამებმა პროკურატურას.

პროკურატურა ცდილობს სხვადასხვა ხერხებით გადაფაროს ჩემი შვილის მკვლელობის თემა და მით უფრო მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის საქმე” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ გაიხსენა მისი შეხვედრა ახლადდანიშნულ საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან:

როცა დაინიშნა ბატონი თადუმაძე და როცა შევხვდი, მაშინ თქვა, რომ “კაცურ სიტყვას გაძლევ პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, ერთ ან ორ კვირაში შეგეხმიანები დავჯდეთ და ვისაუბროთო”, მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა და არავინ შემხმიანებია. ალბათ იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. აბა რა უნდა მითხრას – სუბელიანის გამო არ ვიჭერ შენი შვილის მკვლელებსო?! თუ ნამუსი შერჩენიათ უნდა მოვიდნენ აზრზე. ახალი დანიშნული ბრძანდება თადუმაძე და მიცემულ სიტყვასაც არ ასრულებს” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სისტემაში არ არსებობს ნება, რათა დაისაჯონ დამნაშავეები.

შვილმოკლული მამების განცხადებით აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

გიორგი ვაშაძე: “პოლიციელები არა მხოლოდ შეინარჩუნებენ სამსახურებს, არამედ მათი მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახდება”

სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს მიერ მომზადებული კონცეფციის საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით გარმარტებებს აკეთებს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე:

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციის გავრცელების ხრიკებს მიმართავს. ამჯერად, პოლიციელებში ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ვინმე მათი სამსახურებიდან გათავისუფლებას აპირებს. პოლიციას ჰქონდა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ის თავისი მუნდირით ამაყობდა. თუ ვინმემ შეურაცხყო საქართველოს პოლიცია, ეს „ქართული ოცნებაა“.

სწორედ ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული კომპლექსური და სისტემური რეფორმა გულისხმობს:

1. მექანიზმის შექმნას, რომელიც პოლიციის სრული დეპოლიტიზირების გარანტიას მოგვცემს, რომ ვეღარავინ, შეძლოს მათთვის უკანონო და პოლიტიკური დავალებების მიცემა. ვერასდროს მოაჯდება თავზე არაპროფესიონალი და პოლიტიკურად მოტივირებული შინაგან საქმეთა მინისტრი/მოადგილეები.
2. პერსონალურ გარანტიას ყველა პოლიციელისთვის, რომ არა მხოლოდ შეინარჩუნებენ სამსახურებს, არამედ მათი მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახდება. თითოეულ მათგანს ექნება კარიერული განვითარების საშუალება და მაღალი სოციალური გარანტიების სისტემა.
3. ჩამოყალიბდება ორი მაღალი დამოუკიდებლობის მქონე სამსახური – ეროვნული პოლიციისა და პატრულის ერთიანი სამსახური და დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არავინ აუქმებს შინაგან საქმეთა ორგანოებს”.

შეგახსენებთ, რომ ა.წ. 16 ოქტომბერს, მოწვეულ ექსპერტებსა და სტუმრებს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების პროექტი წარუდგინა გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია”. არაერთ სიახლესთან ერთად, წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, იქმნება ორი ახალი სტრუქტურული დანაყოფი – “გამოძიების ფედერალური ბიურო” და “პატრულის ეროვნული სამსახური“.

დავით უსუფაშვილი: “ძალაუფლებაზე “ქართული ოცნების” მონოპოლიის დათმობა უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა.

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტსაც, პრემიერსაც, მმართველი პარტიის ლიდერსაც, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ყველაზე მნიშვნელოვან დროს ისევ დაგვეკარგა, არადა მოვედიო:

თუ გააგრძელებთ ხელისუფლებაზე მონოპოლისტური სისტემის გამყარებას, გამკაცრებას, მათ შორის საკუთარი კანდიდატის ნებისმიერი გზით გამარჯვების უზრუნველყოფას, ამითი მიდიხართ ჩიხში თქვენ და მიგყავთ თან ქვეყანა. ამ ჩიხს შეელეწება „ქართული ოცნება“, ადრე თუ გვიან, ქვეყანა კი, დარჩება ჭაობში.

ამის ნაცვლად სწორი გამოსავალი არის სახელისუფლებო მონოპოლიაზე უარის თქმა!

მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითრების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.

ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. აღნიშნული გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი საძალაუფლებო ბრძოლის ასპარეზად აქცევს ერთ წელიწადში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვებისგან.“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა

გია ხუხაშვილი: “ბადრი აღარ არის, ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე”

ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი იხსენებს ბადრი პატარკაციშვილთან 11 წლის წინანდელ შეხვედრას და გამოთქვამს კონკრეტულ მოსაზრებებს:

2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. უკვე 5-ში დამირეკა და ეილათში დამპატიჟა, სადაც გულგახეთქილებმა ერთად ვუყურეთ 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში.

გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა.
განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.

მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით.

ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე