ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1927

დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, “თიბისი გალერეაში” თბილისის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია “ისთერნ პრომოუშენსის” დირექტორი გიორგი კერესელიძე და “თიბისი ბანკის” მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიამ ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ის აუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი. ამას ცხადყოფს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თბილისში ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი პეტ მეთინი. გულშემატკივრები 15 წელი ელოდნენ, რომ პეტ მეთინი ჩამოსულიყო თბილისში და ღია ცის ქვეშ დაეკრა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელსაც წელს ჩაეყრება საფუძველი: თბილისის ბიგ ბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და სწორედ ისინი გახსნიან თბილისის ჯაზფესტივალს. ეს ტრადიცია მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება” – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

წლევანდელი ფესტივალის წამყვანი მონაწილეა 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს კი “ივენთ ჰოლის” სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეტ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.

ნანა ტოხვაძე: “განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოლიტიკური ბლეფია”

“ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოლიტიკური ბლეფია, რომელიც “ქართული ოცნების” ელექტორატის გაზრდას ემსახურება და არ არის გათვლილი მომავალი თაობის ინტერესებზე:

“განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები 2 ძირითად მიზანს ემსახურება, ერთის მხრივ “ქართული ოცნების” ელექტორატის გაზრდას და მხარდამჭერთა მოხვეჭას 2020 წლის არჩევნებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დაბალკვალიფიციური უნივერსიტეტების წისქვილზე წყლის დასხმას, სადაც კერძო ფინანსურ ინტერესებს და ადგილების შევსებას უნდა ემსხვერპლოს მომავალი თაობა და მათი ოჯახების შემოსავლები.

ჩვენი საზოგადოება გზადაგზა მოფიქრებული და გაუაზრებელი ცვლილებების მომსწრეა, რომელიც ამოქმედებას ვერ ასწრებს, რომ უკვე გაუქმებულია. ასეთია, მაგალითისთვის, ე.წ. “ანონიმური ყუთები”, რომლის გაუქმებაც თავისთავად სასიხარულო ფაქტია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 30 იანვარს გამოქვეყნდა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება 06/ნ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მე-6 მუხლით გაწერილი დირექციების ვალდებულება “ანონიმური ყუთით” სკოლის უზრუნველყოფის თაობაზე უკვე მოხსნილია, როგორც ამას მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, გელა გელაძე ადასტურებს.

იმედს ვიტოვებთ, მინისტრის ბრძანება ნამდვილად გაუქმდება და შევძლებთ ანონიმური ყუთების, როგორც საბჭოთა გადმონაშთის, თავიდან აცილებას. თანამედროვე სკოლა მოზარდს უნდა ასწავლიდეს საკუთარი და სხვისი უფლებების გამჭვირვალედ, ღიად და თამამად დაცვას“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

 

 

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ხელისუფლების მომლოდინე პოზიცია

დავიწყებ იმით, რომ უკრაინაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს გარკვეულწილად ყოველთვის ჰქონდა გავლენა საქართველოს სახელმწიფოზე. გამონაკლისი არც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა უკვე გამოთქვეს მოსაზრებები ამ საკითხზე, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თავი შეეკავებინათ რაიმე სახის განცხადებების გაკეთებისგან.

აქვე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

  • მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საქართველოს კონსტიტუცია, სადაც ერთი თავი სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვაწლს და მის დამოუკიდებლობას ეხება. გარდა ამისა, კონსტიტუციურად გარანტირებულია რელიგიური თავისუფლება. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ბერკეტი არ აქვს საქართველოს საპატრიარქოს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე;
  • მაგრამ, თუ საქმე შეეხება უშუალოდ საპატრიარქოს და მის მრევლს, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი გამოწვევა ექნება მართლმადიდებელ ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალა არ გააჩნია საპატრიაქოს, უნდა გავითვალისწინოთ მისი მრევლი, რომელიც ამასთან ერთად ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილია და რომელიც მძაფრად რეაგირებს ამგვარ საკითხებზე.

ამიტომაც, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, მით უფრო ხელისუფლების მხრიდან.

ნიკა ჩაბაიძე

ლევან სამუშია: “ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში აღიარა ის დანაშაული, რომელიც მისმა გუნდმა ჩაიდინა”

ტვ “პირველზე” თოქ-შოუ “რეაქციაში” პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ე.წ. “კაბელების საქმეზე” საუბრისას განაცხადა: “რაც შეეხება “კაბელებს”, მაგ დროისათვის ვიყავი უკვე აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არა თუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებაში აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები დაინახა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ:

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში აღიარა ის დანაშაული, რომელიც მისმა გუნდმა ჩაიდინა. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციის გატანა.

მე მოვუწოდებ, საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ თადუმაძეს, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კაბელების საქმე იყო გრიფი საიდუმლო და არავის არ ჰქონდა საქმეში ჩახედვის უფლება, სახეზეა დანაშაულის ნიშნები ბატონო თადუმაძევ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება, პირველ რიგში უნდა იყოს დაკითხული ბატონი კობახიძე და ის პირები, ვინც მას საქმის მასალები გადასცა“.

ლევან სამუშია ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის თანაგუნდელების განმარტებებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ “კაბელების საქმესთან” გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს:

სასაცილოა კობახიძის თანაგუნდელების განცხადება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნახევრად გრიფირებულ საქმეს გაეცნო.

კობახიძის განცხადებისთანავე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება. აქ არის დანაშაულის ნიშნები, ცალსახად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზეა საუბარი ელემენტარულად, მაგრამ “გაპრავება” კობახიძის და მისი მეგობრების მხრიდან, რომ ნახევრად გრიფირებულ საქმეს გაეცნო – ეს არის უბრალოდ სასაცილო, ამას ჯობია საერთოდ არ თქვან არაფერი, ვინაიდან მაშინ მიგვითითონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რაიმე ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებოდა სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა ბატონი კობახიძე, თუნდაც ნახევრად გრიფრებულს, რასაც ლაპარაკობენ ამ სასაცილო ტერმინს, რის საფუძველზე გაეცნო და მოუწოდონ პროკურატურას, ვინ გააცნო თქვენგან ეს საქმე კობახიძეს.

აცნობენ თუ არა მაჩალიკაშვილის მამას თავისი შვილის მკვლელობის საქმეს?-თუ მას არ აცნობენ თავისი შვილის მკვლელობის საქმეს, რატომ აცნობენ კაბელების საქმეს ამ შემთხვევაში კობახიძეს?!

 

თეონა ჭალიძე: “ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან”

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას რომ უხსნიან, ასაჯაროვებს კონკრეტულ ფაქტს და მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას:

უკვე მესამე წელია, “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური ვითხოვთ მინისტრისგან დავით სერგეენკოსგან ამ მავნებლობის შეცვლას. ბავშვებმა რა დააშავეს რამდენიმე თვით რომ ულუკმაპუროდ ტოვებთ?!

რამდენიმე ასეული ბავშვი მსგავსი პრობლემის წინაშე დგება ყოველ წელს.

დღეს ოთხი ბავშვი შიმშილობს აბასთუმანში, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მამის დაპატიმრების გამო ისინი დასაჯა. დიახ, დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ოთხი ბავშვი სიცივეში ცხოვრობს აბასთუმანში და მშიერია. მათ შორის 5 თვის პატარაცაა. ოჯახს სჭირდება საკვები, შეშა“.

თეონა ჭალიძე ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების მხრივ მიმართავს, ხოლო საზოგადოებას – ქველმოქმედების გაწევის თხოვნით, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი არ დადგეს უკვე ტრაგიკული განსაცდელის წინაშე:

ვისაც შეგიძლიათ შეეხმიანეთ დედას 574086096 (ნესტანი). პოსტი კი გააზიარეთ, რომ შეიგნოს დავით სერგეენკომ, არ შეიძლება ოჯახის წევრის დაპატიმრება, ოჯახის სხვა წევრებისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი გახდეს!! მარტამდე ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ ვინ აგებს პასუხს???!!

საქართველოს პარლამენტის სხდომა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

თითქმის ხუთი თვეა, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის წინ, უწყვეტ რეჟიმში, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ შვილმოკლული მამები, რათა ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას და დაისაჯონ დამნაშავეები, მკვლელები, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა სიმართლის დასადგენად. თვეებია იბრძვიან სიმართლისთვის ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, თვეების განმავლობაში მათთან ერთად ელოდებიან კანონის აღსრულებას შვილმოკლული მამების თანამებრძოლები და სრულიად საქართველო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დამცირება და შეურცხყოფა მიუყენებიათ ამ გაუბედურებული ოჯახებისთვის, მათი მოკლული შვილების სახელისთვის, იყო დევნაც და პროვოკაციაც, კარვების დადგმაში უკანონოდ ხელის შეშლა და არც თუ იშვიათად ცინიკური დამოკიდებულებაც…

დღეს კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი შვილმოკლულმა მამებმა და მდუმარე აქციით შეეცადნენ პარლამენტარების ყურადღების მიპყრობა, რომლებმაც, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 7 წლის შემდეგ პირველად გახსნეს სესია თბილისში მდებარე სასახლეში.

ამ საპროტესტო აქციის მიზანი იყო პარლამენტის როლის გააქტიურება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების მიმართულებით და პარლამენტარებისგან მოითხოვეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

7 წლის შემდეგ პარლამენტის სესია თბილისში გაიხსნა

IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით (შეტანილი ცვლილებების შესაბამისად), ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ პირველად ჩატარდა (გაიხსნა) თბილისში მდებარე სასახლეში.

“პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას” – პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო.

“ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ემსახურება.

საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტი, ტრადიციულად, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ კი ისაუბრა სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებასა და ზოგადი უნარების გამოცდის არჩევითობაზე.

მისი განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით დარტყმა მიადგა განათლების რეფორმის, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმის მნიშვნელოვან ფუნდამენტს, რომელსაც თავისი ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება არსებული ხარვეზების გამოსწორებას. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში იგი აპირებს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომლითაც ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდება კანონის დონეზე.

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი, პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, თავის განცხადებაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებაზე იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ფრაქციამ აღნიშნული მოთხოვნა უკვე დაარეგისტრირა პარლამენტში.

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

– პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

– ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

– სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

– ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

სამწლიანი ფაზა ასევე მიზნად ისახავს:

– არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას;

– პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით;

– გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას;

– პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას;

– პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

– რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

– გარდა ამისა, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრის განცხადებით, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანი საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსის ფარგლებში მინისტრმა დამსახურებული მეღვინეებიც დააჯილდოვა. წელს ეს წოდება მერაბ მიქაშავიძემ, თეიმურაზ გონჯილაშვილმა, დავით მაისურაძემ, გიორგი დაქიშვილმა და დავით მაღრაძემ მიიღეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსზე 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

ოქროს მედალოსანი ღვინოები

ბუნებური

ბუნებური

საფერავი

2017

ოქრო

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

იბერიული

საფერავი

2016

ოქრო

საქართველო

წინანდლის ვენახები

წინანდლის მამული

საფერავი რეზერვი

2014

ოქრო

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

ღვინის კომპანია შუმი

ილერკო

2014

ოქრო

საქართველო

რჩეული ქართული ღვინოები

რჩეული ქართული ღვინოები

საფერავი რეზერვი

2007

ოქრო

საქართველო

შენგელი

შენგელის ღვინოები

ყვარელი

2017

ოქრო

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

ღვინის კომპანია შუმი

ნაფარეული

2016

ოქრო

საქართველო

კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

ქინძმარაული

2017

ოქრო

საქართველო

ქართული ღვინის სახლი

ქართული ღვინის სახლი

ალექსანდროვის კოლექციიდან ქინძმარაული

2016

ოქრო

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი

2014

ოქრო

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

იბერიული

ქინძმარაული

2017

ოქრო

საქართველო

დანიელი ვაინერი

დანიელი

ნაფარეული

2014

ოქრო

საქართველო

ქვევრის ღვინის მარანი

ქვევრის ღვინის მარანი

საფერავი ქვევრის

2017

ოქრო

საქართველო

კსჯ

Life

საფერავი

ქვევრი

2017

ოქრო

საქართველო

შატო მუხრანი

შატო მუხრანი

საფერავი რეზერვ როიალი

2012

ოქრო

საქართველო

წინანდლის ძველი მარანი

მილდიანი

საფერავი რეზერვი

2012

ოქრო

საქართველო

მეგობრების მარანი

მეგობრების მარანი

საფერავი

2014

ოქრო

საქართველო

ვაზი +

ბინეხი

საფერავი ქვევრის

2015

ოქრო

საქართველო

Hugh Hamilton Wines

Hugh Hamilton Wines

Oddball The Great – Saperavi

2016

ოქრო

ავსტრალია

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Reserve Saperavi

2013

ოქრო

რუსეთი

ვერცხლის მედალოსანი ღვინოები

კომპანია

ბრენდი

დასახელება

წელი

ჯილდო

ქვეყანა

G-Family Wines&Alcohol drinks

სამოთხის გვრიტები

საფერავი

2018

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინის სახლი

ქართული ღვინის სახლი

ალექსანდროვის კოლექციიდან საფერავი პრემიუმი

2017

ვერცხლი

საქართველო

შაბო

ქართული ლეგენდა

საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

შატო ნეკრეს

შატო ნეკრეს

საფერავი სანავარდო

2017

ვერცხლი

საქართველო

ვაზი +

ბინეხი

საფერავი რეზერვი

2017

ვერცხლი

საქართველო

ისთეით

თიკო ისთეით

საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

კონჭო & კომპანია

კონჭო&კო

საფერავი პრემიუმი

2016

ვერცხლი

საქართველო

თელავის ძველი მარანი

არჩილის ღვინო

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

ბატონო

დე ვინო

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

წინანდლის ძველი მარანი

მილდიანი

საფერავი გაუფილტრავი

2016

ვერცხლი

საქართველო

ცხრა მუხა

ცხრა მუხა

საფერავი გაუფილტრავი

2016

ვერცხლი

საქართველო

ბატონო

დე ვინო

მუკუზანი

2015

ვერცხლი

საქართველო

მარანი საჩინო

მარანი საჩინო

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა ჩელთი

ჩელთი

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

პრემიუმ ველისციხის საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

შალოშვილის მარანი

შალოშვილის მარანი

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

ფერაძე ვაინერი

ფერაძე ვაინერი

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

ღვინის კომპანია შუმი

სალომე

2014

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება

საფერავი პრემიუმი

2014

ვერცხლი

საქართველო

ასკანელი ძმები

ასკანელი ძმები

საფერავი პრემიუმი

2014

ვერცხლი

საქართველო

ყაჭიური ვინიარდზ

დამარჩინე-ბევრნაირი საფერავი

საფერავი

ქვევრი

2018

ვერცხლი

საქართველო

მეტრეველის ღვინის მარანი

მეტრეველის ღვინის მარანი

საფერავი

ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინოები

რარე

საფერავი

ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა შერმადინი

შერმადინი

საფერავი

ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი

ვახტანგური

ყვარლის საფერავი

ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

გრავისი

დათო ჩიხლაძის მარანი

საფერავი

ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

ბატონო

ქვევრული

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

შალაურის ღვინის მარანი

შალაურის ღვინის მარანი

საფერავი

ქვევრი

2014

ვერცხლი

საქართველო

ვაზი +

ბინეხი

საფერავი ქვევრის

2014

ვერცხლი

საქართველო

წინანდლის ძველი მარანი

მილდიანი

საფერავი ქვევრი

2012

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა შათირი

მეღვინეობა შათირი

ქვევრის საფერავი

2018

ვერცხლი

საქართველო

კორპორაცია ქართული ღვინო

უმანო

მუკუზანი

2017

ვერცხლი

საქართველო

შატო ნეკრესი

შატო ნეკრესი

მუკუზანი

2016

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინის სახლი

ქართული ღვინის სახლი

მუკუზანი გურმანი

2016

ვერცხლი

საქართველო

კორპორაცია ქინძმარაული

დურუჯი ველი

მუკუზანი

2015

ვერცხლი

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

მუკუზანი

2015

ვერცხლი

საქართველო

კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

მუკუზანი

2014

ვერცხლი

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

ახაშენი

2017

ვერცხლი

საქართველო

შატო ნეკრესი

შატო ნეკრესი

ქინძმარაული

2016

ვერცხლი

საქართველო

წინანდლის ვენახები

წინანდლის მამული

საფერავი ნახევრადტკბილი

2014

ვერცხლი

საქართველო

კონჭო & კომპანია

კონჭო&კო

ვარდი

2017

ვერცხლი

საქართველო

მეღვინე

მეღვინე

ანანური

2017

ვერცხლი

საქართველო

კოოპერატივი საწური

მარანი ბათუმი

საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

თელედა

ორგო

საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა ხარება

მეღვინეობა ხარება

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინოები

ზანგაურა

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

შუხმან ვაინს ჯორჯია

შუხმანი

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

დუგლაძეების ღვინის კომპანია

დუგლაძეების ღვინის კომპანია

საფერავი

2016

ვერცხლი

საქართველო

მოსმიერი

მოსმიერი

საფერავი

2015

ვერცხლი

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

საფერავი განსაკუთრებული მარაგი

2015

ვერცხლი

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

იბერიული

ბიო საფერავი

2014

ვერცხლი

საქართველო

წინანდლის ძველი მარანი

მილდიანი

საფერავი რეზერვი

2011

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინის სახლი

ქართული ღვინის სახლი

საფერავი ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

შალვინო

შალვა გვარამაძის მეღვინეობა

საფერავი ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

ველინო

ველინო

საფერავი ქვევრი

2017

ვერცხლი

საქართველო

ჩალაბრიანი

ჩალაბრიანი

ქვევრის საფერავი

2017

ვერცხლი

საქართველო

საგვარეულო მარანი

საგვარეულო მარანი

საფერავი ქვევრი

2016

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინოები

რარე

საფერავი ქვევრი

2015

ვერცხლი

საქართველო

შუხმან ვაინს ჯორჯია

ვინოტერა

საფერავი ქვევრი

2015

ვერცხლი

საქართველო

შალაურის ღვინის მარანი

შალაურის ღვინის მარანი

საფერავი ქვევრი

2015

ვერცხლი

საქართველო

სტორი

სტორის მარანი

საფერავი ქვევრი

2014

ვერცხლი

საქართველო

კორპორაცია ქინძმარაული

დურუჯი ველი

საფერავი ქვევრი

2013

ვერცხლი

საქართველო

ქართული ღვინის სახლი

ქართული ღვინის სახლი

ალექსანდროვის კოლექციიდან მუკუზანი

2016

ვერცხლი

საქართველო

მეღვინეობა ჩელთი

ჩელთი

მუკუზანი

2015

ვერცხლი

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

ქინძმარაული

2017

ვერცხლი

საქართველო

შალოშვილის მარანი

შალოშვილის მარანი

ქინძმარაული

2016

ვერცხლი

საქართველო

კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

ახაშენი

2015

ვერცხლი

საქართველო

კორპორაცია ქინძმარაული

დურუჯი ველი

ვარდი

2017

ვერცხლი

საქართველო

Anderson Winery

Anderson

Reserve Saperavi

2017

ვერცხლი

ავსტრალია

Hugh Hamilton Wines

Hugh Hamilton Wines

The Oddball – Saperavi

2016

ვერცხლი

ავსტრალია

Anderson Winery

Anderson

Reserve Saperavi

2015

ვერცხლი

ავსტრალია

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Reserve Saperavi

2010

ვერცხლი

რუსეთი

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Molodoe

2018

ვერცხლი

რუსეთი

Symphony Hill Wines

Symphony Hill Wines

Reserve Saperavi

2017

ვერცხლი

ავსტრალია

Anderson Winery

Anderson

Cellar Block Saperavi

2016

ვერცხლი

ავსტრალია

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Reserve Saperavi

2015

ვერცხლი

რუსეთი

Bravo Wine

Timbrus

Saperavi Oenologist Reserve

2014

ვერცხლი

მოლდავეთი

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Reserve Saperavi

2011

ვერცხლი

რუსეთი

ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები

კომპანია

ბრენდი

დასახელება

წელი

ჯილდო

ქვეყანა

მეღვინეობა შათირი

მეღვინეობა შათირი

საფერავი

2018

ბრინჯაო

საქართველო

მეღვინეობა შათირი

მეღვინეობა შათირი

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

წინანდლის ვენახები

წინანდლის მამული

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

კორპორაცია ქართული ღვინო

უმანო

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

კორპორაცია ქართული ღვინო

უმანო

როზე

2017

ბრინჯაო

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

თბილღვინო

თბილღვინო

ნაფარეული

2015

ბრინჯაო

საქართველო

იასეს მარანი

იასეს მარანი

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ვაზიანი კომპანი

ვაზიანი

საფერავი

2016

ბრინჯაო

საქართველო

მეგობრების მარანი

მეგობრების მარანი

საფერავი

2015

ბრინჯაო

საქართველო

ჰ.შადრევანი სავაჭრო კომპანია

ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო

საფერავი ვალიკო

2015

ბრინჯაო

საქართველო

დუგლაძეების ღვინის კომპანია

დუგლაძეების ღვინის კომპანია

საფერავი რეზერვი

2014

ბრინჯაო

საქართველო

დუგლაძეების ღვინის კომპანია

დუგლაძეების ღვინის კომპანია

ქვევრის საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

მონასტრის დოვლათი

ილიას ღვინო

ქვევრის საფერავი

2018

ბრინჯაო

საქართველო

მონასტრის დოვლათი

ნეკრესის ეპარქია

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

შალაურის ღვინის მარანი

შალაურის ღვინის მარანი

საფერავი ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

შალაურის ღვინის მარანი

შალაურის ღვინის მარანი

საფერავი ქვევრი

2016

ბრინჯაო

საქართველო

შალაურის ღვინის მარანი

შალაურის ღვინის მარანი

საფერავი ქვევრი

2013

ბრინჯაო

საქართველო

შაქარაშვილის ღვინის მარანი

შაქარაშვილი

საფერავი ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

საფერავი ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

თელიანი ველი

გლეხური

კისისხევის საფერავი ქვევრი

2016

ბრინჯაო

საქართველო

თელიანი ველი

გლეხური

ხაშმის საფერავი

2016

ბრინჯაო

საქართველო

კახური ტრადიციული მეღვინეობა

ველისციხის ვერანდა

საფერავი ქვევრი

2015

ბრინჯაო

საქართველო

სტორი

სტორის მარანი

საფერავი ქვევრი

2015

ბრინჯაო

საქართველო

წინანდლის ძველი მარანი

მილდიანი

საფერავი ქვევრის ბუკეტი

2015

ბრინჯაო

საქართველო

მარნისკარი

თეთრი

მუკუზანი

2017

ბრინჯაო

საქართველო

მარნისკარი

თეთრი

ქინძმარაული

2017

ბრინჯაო

საქართველო

მარნისკარი

თეთრი

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

დანიელი ვაინერი

დანიელი

ნაფარეული

2015

ბრინჯაო

საქართველო

დანიელი ვაინერი

დანიელი

მუკუზანი

2015

ბრინჯაო

საქართველო

ამხანაგობა ისტვაინ

მეღვინეობა მეგრელიშვილი

საფერავი

2018

ბრინჯაო

საქართველო

ბატონო

ბატონო

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ნაოტრები

ნაოტრები

საფერავი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ფერაძე ვაინერი

ფერაძე ვაინერი

საფერავი

2016

ბრინჯაო

საქართველო

კორპორაცია ქინძმარაული

დურუჯი ველი

საფერავი ძველი ვაზიდან

2016

ბრინჯაო

საქართველო

ქართული ღვინოები

ზანგაურა

მუხის კასრის საფერავი

2015

ბრინჯაო

საქართველო

ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი

ვახტანგური

ხაშმის საფერავი

ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

აბდუშელიშვილის მარანი

აბდუშელიშვილის მარანი

საფერავი

ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

საგვარეულო მარანი

საგვარეულო მარანი

საფერავი ქვევრი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ვაზი +

ბინეხი

საფერავი ქვევრის

2017

ბრინჯაო

საქართველო

ვაზისუბნის მამული

ვაზისუბნის მამული

საფერავი ქვევრის

2017

ბრინჯაო

საქართველო

მეღვინეობა ჩელთი

ჩელთი ქვევრის

საფერავი

2015

ბრინჯაო

საქართველო

მეღვინეობა ჩელთი

ჩელთი

ქინძმარაული

2017

ბრინჯაო

საქართველო

მეღვინე

მეღვინე

ფიროსმანი

2017

ბრინჯაო

საქართველო

მეღვინე

მეღვინე

მუკუზანი

2015

ბრინჯაო

საქართველო

პონგინო ვაინ

პონგინო ვაინ

ხაშმი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ყვარელი 2017

ღვინო სანავარდო

მუკუზანი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ყვარელი 2017

ღვინო სანავარდო

სანავარდო პრემიუმი

2017

ბრინჯაო

საქართველო

ღვინის კომპანია შუმი

იბერიული

მუკუზანი

2016

ბრინჯაო

საქართველო

კონჭო & კომპანია

კონჭო&კო

ქინძმარაული

2017

ბრინჯაო

საქართველო

ჯენერეიშენზ

დაქიშვილის ოჯახის ვენახები

საფერავი

2015

ბრინჯაო

საქართველო

Chateau Niagara Winery

Chateau Niagara Winery

საფერავი

2016

ბრინჯაო

აშშ

Kuban-Vino

Chateau Tamagne

Reserve Saperavi

2014

ბრინჯაო

რუსეთი

Dr. Konstantin Frank

Dr. Konstantin Frank

saperavi

2016

ბრინჯაო

აშშ

 

ბრიფინგი შსს-ში: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება/გავრცელება

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.