კვირა, ივნისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1908

აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

რა არის აგროტურიზმი

აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი დარგი თავის განვითარებას მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის ქვეყნებში იწყებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქების დიდი ნაწილი განადგურებული იყო, ხოლო სოფლის გარემომ  ხელუხლებელი სახე შეინარჩუნა. უქმე დღეებში ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად გადიოდნენ ქალაქგარეთ დასასვენებლად. სოფლად სასტუმროების სიმცირის გამო ტურისტებს ხშირად უწევდათ ფერმერის ოჯახებში ღამის გათენება და სტუმრობა. მოთხოვნა ქმნის მიწოდებას და დროთა განმავლობაში ფერმერებმა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ადვილად აუღეს ბიზნესის ახალ სახეობას ალღო. დღეისათვის აგროტურიზმის სფერო კარგად არის განვითარებული ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, კვიპროსში, საბერძნეთში. „აგროტურიზმთან“ ერთად სხვადასხვა ქვეყნაში პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინი „სოფლის ტურიზმი“, „ეკოტურიზმი“, „ფერმერული ტურიზმი“, „ბუნების ტურიზმი“ და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტურიზმით მიღებული შემოსავლების 30-40% სოფლის ტურიზმზე მოდის, იგი შედარებით ახალი დარგია ამ სფეროში.

ტურისტებს ძირითადად ხიბლავთ სიძველეები, ისტორიული მხარეები, შუა საუკუნეების მონასტერები და ციხესიმაგრეები, მრავალფეროვანი ბუნება, ლამაზი პეიზაჟები, ოჯახური სიმყუდროვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და საკვები, აქტიურად დასვენების პერსპექტივა. ამ მხრივ საუკეთესო პირობებს დამსვენებლებს სთავაზობს იტალია, ბულგარეთი, კვიპროსი. ლიდერად ამ საქმეში გვევლინება იტალია (ტოსკანა, ფლორენცია, პიზა, სიენა და ტრენტინო).

თანამედროვე განმარტებით სოფლის ტურიზმი არის მცირე ტურისტული ჯგუფების მიერ სოფლის ცხოვრების გაცნობის მიზნით ქალაქგარეთ დასასვენებლად მოგზაურობა. სტუმრები ფერმერის (გლეხის) ოჯახში ცხოვრობენ, ეცნობიან მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, მონაწილეობას ღებულობენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, სწავლობენ ტრადიციული ეროვნული კერძების მომზადებას, საშუალება ეძლევათ დაგემოვნონ ადგილობრივი დელიკატესები, ეცნობიან ეროვნულ ფოლკლორს და ადათ-წესებს, სურვილისამებრ სეირნობენ ცხენებით, ველოსიპედით, თევზაობენ, ნადირობენ, მასპინძლებთან ერთად ტყეში დადიან ხილისა და სოკოს შესაგროვებლად, საუზმობენ ფერმერის ოჯახთან ერთად. საღამოობით კოცონის გარშემო სასიამოვნოდ დროს ატარებენ საოჯახო გარემოში. ბავშვები ახლოს ეცნობიან ბუნებას, შინაურ ცხოველებასა და ფრინველებს.

 

აგროტურიზმის უპირატესობები

აგროტურიზმის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შედარებით მცირე დანახარჯებით სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს აქტიური დასვენების მრავალფეროვანი  სერვისი.  ამიტომ მოთხოვნა ამ პროდუქტზე მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი მოთხოვნა სოფლის ტურიზმზე არ შემცირებულა.

აგროტურიზმზე სეზონურობა არ მოქმედებს, არ მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებებს ინვესტორებისგან. არ მოითხოვს დამატებითი მომსახურე პერსონალის დაქირავებას. სტუმრებს ფერმერის ოჯახის წევრები თავად ემსახურებიან. საჭიროებას არ წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანა/ტრანსპორტირება. ადგილზევე ხდება პროდუქციის მიწოდება. ტურისტების მეშვეობით ეფექტურად ხორციელდება ეროვნული ღირებულებების (ნაციონალური კულინარია, კულტურული ფასეულობები და სხვა) ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა, მისი პოპულარიზაცია და ექსპორტირება.

აგროტურიზმი ხელს უწყობს  სოფლებს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ამის საუკეთესო მაგალითია კვიპროსი და ბულგარეთი. კვიპროსზე 1991 წლიდან სპეციალური აგროტურისტული პროგრამა მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში 270 დასახლებულ პუნქტში სოფლის ძველი სახლების ნაციონალურ სტილში რესტავრაცია თანამედროვე კომფორტის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოხდა. კვიპროსის ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა ფინანსური მხარდაჭერა იმ ოჯახების მიმართ ვინც სოფლად ტურისტების მიღება გადაწყვიტა. შეიქმნა აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც წევრებს რეკლამის გავრცელებაში, თავისუფალი ადგილების ცენტრალიზებულად დაჯავშნაში და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მომსახურების გაწევაში ეხმარება.

გასული საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში სოფლის მოსახლეობის მასიური მიგრაცია ხდებოდა დიდ ქალაქებში. სასოფლო სამეურნეო ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო ფერმერების შემოსავლები ყოველწლიურად მცირდებოდა, სოჯახო სასტუმროების მოწყობის იდეამ ბევრი ადამიანი დაინტერესა. საწყის ეტაპზე გლეხები ერთმანეთს ხვდებოდნენ გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოგვიანებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შესძლეს. შედეგად ქსელად ჩამოყალიბდა საოჯახო სასტუმროები და ტურისტების ნაკადად მიღებაც შესძლეს. ახალგაზრდობა ტოვებდა სოფლებს პერსპექტივისა და შემოსავლის პოვნის იმედით. ახალმა ბიზნესპროექტმა გაამართლა და სოფლად ტურიზმის განვითარებამ შეანელა მიგრაციული პროცესი საფრანგეთში.

იმ ქვეყნებში სადაც კარგად არის განვითარებული აგროტურიზმი მთავრობა ხელს უწყობს ფერმერულ მეურნეობებს ტურისტების მოსაზიდად და ამისთვის მომსახურების სხვადასხა სერვისებს სთავაზობენ. ბენეფიციარებისათვის პროგრამაში მონაწილეობისათვის ეს უკანასკნელი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. კერძოდ, ფერმერი არ უნდა იყოს მოწყვეტილი ფერმას და საკუთარ საქმიანობას, ტურისტი აუცილებლად ფერმერის ოჯახში უნდა ცხოვრობდეს და იკვებოდეს ეკოლოგიურად სუფთა, იმავე ფერმაში მოყვანილი ან მეზობელი ფერმებიდან მოწოდებული პროდუქტით.

 

აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

თბილი კლიმატი, ზომიერად ნოტიო ჰავა, უხვმოსავლიანი ნიადაგი, წყალუხვი მდინარეები, მდიდარი ფლორა და ფაუნა (უნიკალური ხორბლის, ყურძნის, ვაშლის, ცხვრის ჯიშები და ა.შ), ისტორიული და ენთოგრაფიული ძეგლების სიმრავლე, რეკრეაციული გარემოს მრავალფეროვნება, ქართული ღვინის დაყენების, სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოების უნიკალურობა, ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა და სტუმრის პატივისცემის კულტურა, საშუალებას მოგვცემს წლის ყველა სეზონის განმავლობაში უწყვეტად განვავითაროდ აგროტურიზმი საქართველოში. ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელია, რადგან ყველას თავისი თავისებურება, კოლორიტი, ტრადიციები გააჩნია, რომელიც უნიკალურ დღესასწაულებში, განსხვავებულ რიტუალებსა და ადათ-წესებში გამოიხატება. საქართველოში აგროტურიზმი ეხლა იკიდებს ფეხს. მიუხედავათ იმისა, რომ აგროტურისტებს უკვე მასპინძლობენ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ამ დარგში არსებული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელი და ასათვისებელია.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს:

  • სასოფლო რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
  • ტურისტული სეზონურობის გაბათილებას (ტურისტების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძებელი).
  • ტურისტების მიზიდვას სოფლებში.
  • სოფლის მაცხოვრებლების მიგრაციული პროცესების შეჩერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  • სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების განვითარებას.
  • მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების შექმნას.
  • ბუნებრივი გარემოს დაცვას.
  • კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვასა და პოლურაზაციას.
  • ახალი, დივერსიფიცირებული ტურისტული სეგმენტის შექმნას.

საქართველოში სოფლის ტურიზმის განვითრების მიზნით აუცილებელია საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე დავუმკვიდროთ აგროტურისტული ქვეყნის იმიჯი, შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები აგროტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის. ჩავატაროთ შესაბამისი სარეკლამო კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით.

პირველ რიგში აუცილებელია შედგეს და დამუშავდეს აგროტურიზმის რეგიონალური ატლასი, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ საქართველოს თითოეულ რეგიონს რა პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით. საჭიროა დამუშავდეს და შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტულ მარშრუტებზე მდებარე ისტორიულ სოფლებში კულტურული ძეგლების, სოფლის ძველი  სახლების, თონეების, მარნების, ბეღლებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას და მათთვის ძველი ფუნქციის დაბრუნებას. ასევე სასურველია აღვადგინოთ ძველი სახალხო მედიცინა, სამკურნალო ბალახებითა და მალამოებით მკურნალობის  ტრადიციები. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსი ასაკის ტურისტული სეგმენტის მოზიდვას, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო სამკურნალო მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს მასშტაბით, სოფლების მახლობლად მრავლად მოიპოვება სამკურნალო წყლები და ნაკადულები.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ტურისტულ ტურებს, რომელიც ქართული ღვინის მოყვანისა და წარმოების, ქართული ფარდაგების რეწვის, მრავალსახოვანი ქართული ყველის ამოყვანის, თიხის ჭურჭლის წარმოების კულტურას  გააცნობს სტუმრებს და სხვა.

აგროტურიზმის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია:

  • შესაბამისი ეკონომიკურ-სამართლებრივი ბაზა, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება.
  • ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ფართო ქსელის შექმნა, სადაც ინფორმაცია აგროტურისტულ ობიექტებზე სრულად შევა.
  • სოფლად აგროტურიზმის პოპულარიზაცია, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობის საშუალებით.
  • ინვესტიციების მოზიდვა ბიოპროდუქტის წარმოებისათვის.
  • აგროტურიზმისთვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო-საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების მომზადება და შექმნა.

 

გამოყენებული წყაროები:

https://gnta.ge/ge/

http://www2.unwto.org/

http://www.moa.gov.ge/

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. არჩევნებში 19.91%-ით გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტია “თანხმობამ” და მე-13 მოწვევის სეიმში მათ ექნებათ 23 მანდატი. აღსანიშნავია, რომ პარტია აღიქმება როგორც პრორუსული ორიენტაციის მქონედ. “თანხმობა” თანამშრომლობდა “იედინაია როსიას”-თან, თუმცა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ გაწყვიტა კავშირი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია პრიორიტეტად მიიჩნევს ნატო-სა და ევროკავშირში ყოფნას, თუმცა ამავდროულად მიზანშეწონილად თვლის რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც.

საინტერესო ფაქტია, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი, დედაქალაქის მერი, ნილ უშაკოვი ნატურალიზებული ლატვიელია, მის მშობლებს კი არ აქვთ ლატვიის მოქალაქეობა.

არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკური ორგანიზაცია “ვის ეკუთვნის სახელმწიფო” – 14.07%;

შემდეგ ადგილებზე გავიდნენ “ახალი კონსერვატორული პარტია” – 13.6%, “განვითარებისთვის/დიახ!” – 12.04%, ნაციონალური გაერთიანება “ყველაფერი ლატვიისთვის” – 13.03%, “მწვანეებისა” და გლეხთა კავშირი – 9.96% და “ახალი ერთობა” – 6.68%.

არჩევნებში კი მოსახლეობის 54.5% გამოცხადდა.

ვნახოთ, როგორ დაკომპლექტდება ლატვიის მთავრობა, თუმცა თავიდანვე ცხადია, რომ იგი კოალიციური იქნება.

გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას”: “თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ესე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად”

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, ისაუბრა ლევან ყიფიანის შესახებ და მმართველი პარტია საკუთარი თანამებრძოლის ზურგის შექცევისათვის გააკრიტიკა:

“თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ესე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე – რა სტანდარტებით მოქმედებთ.

დღეს, როდესაც მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენ თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე არცერთი არ მახსოვს, ლევანი კი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად.

ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილისა და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ.

ვიმეორებ, არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და შესაძლებლობა, იმედი რომ თანამებრძოლები მას არ მიატოვებენ.”

დავით უსუფაშვილი: “ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში, მე ხუთი წელი ვცდილობდი, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაგვეყენებინა”

პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი საუბრობს დღევანდელი და წინა ხელისუფლებების პრობლემებზე, შეფასებებს აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს:

“ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში, მე ხუთი წელი ვცდილობდი, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაგვეყენებინა. მე ხუთი წელი ვცდილობდი, რომ ჩვენი რესურსი გაგვეერთიანებინა. ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებელი იყო ქვეყნის გამოყვანა იმ საშინელებიდან, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა და სწორ გზაზე დაყენება.

სამწუხაროდ, 2016 წლის დასაწყისში სრულიად ნათელი გახდა, რომ ეს იყო შეუძლებელი.

ბიძინა ივანიშვილმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ლიდერებმა, ვერ შეძლო საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმის ვირუსის აცილება და სახელისუფლებო სადავეების ხელში აღების შემდეგ, მან ნომერ პირველ ამოცანად დაისახა ხელისუფლების გამოყენება ხელისუფლების შესანარჩუნებლად;

ასევე ვერ შეძლო იქიდან გამოსვლა, რომ ჭეშმარიტების პყრობა არ ნიშნავს უმაღლეს საფეხურზე ყოფნას. რომ ამ ქვეყანაში არიან სხვა ადამიანებიც, რომლებსაც უნდა მოუსმინო. მან დაიწყო მოღვაწეობა ქვეყნის გაერთიანების ლოზუნგით და არანაკლებ დაყო ქვეყანა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა;

ვერ დაიჯერა, რომ ქვეყნის მართვა კანონებით შეიძლება და წარმოიდგინა, რომ კანონი ესაა დაბრკოლება, რომელსაც გვერდი უნდა აუარო, როდესაც კარგი საქმეა საკეთებელი. სამწუხაროდ ეს არის მრავალჯერ ნანახი მოვლენა ამ ქვეყანაში.

ეს კი, არის პოსტსაბჭოური გადმონაშთი და საბჭოური მენტალიტეტის გაგრძელება, მაგრამ 30 წელი გავიდა და ამ ქვეყანაში გაიზარდნენ უკვე ადამიანები, რომლებიც აი ამ 30 წლის განმავლობაში შედგნენ და ეს ხალხი უკვე თავისუფალია!

და სწორედ მათთან ერთად უნდა დავასრულოთ ეს მოვლენა ამ საპრეზიდენტო და მომავალი საპარლამენტო არჩევნებით.

2020-ში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაში და ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დასრულებაში. ეს არის ჩვენი გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად ჩვენ ვიზრდებით და ვფართოვდებით.“

გიორგი მარგველაშვილი: “სისხლიან 9 წელზე აპელირებდე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, გაურკვევლობას აღძრავს”

მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს ხელისუფლების მიერ “სისხლიან 9 წელზე” საუბრის პარალელურად ადეიშვილისა და კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლების დაწინაურება. ამ და სხვა თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული კომისია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა თავის საქმიანობას.
კომისიის მიზანს წარმოადგენდა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბილიტირებელი და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა კორპუსს გაწეული სამუშაოსათვის და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ადვოკატთა კორპუსი სამართლიანობის უზენაეს ღირებულებას ერთგულად ემსახურება. ამავე დროს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ხელისუფლება სისტემურ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ლოიალურ მიდგომებში და ქვეყანაში პოლიტიკური დისონანსის შეტანაში დაადანაშაულა.

ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ თვითონ თავიანთი ქმედებით, ხშირ შემთხვევაში არ დაისაჯენ და დაწინაურდნენ. 6 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ბოროტებაა, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ “ნაციონალური მოძრაობის” ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად.

ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად, მუდმივად აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე, მუდმივად საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში უბრალოდ გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. დღეს უკვე კომიკური ვითარებაა. რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილის, კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ საზოგადოებას და აშინებენ იმითი, რაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად ის არავის დევნის მომხრე არ არის და რომ საჭიროა ეს დისონანსი დასრულდეს.

ეს დისონანსი უნდა დაიძლიოს. მე არასდროს ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე, არცერთ ჩემს ინიციატივაში, არც განათლების მინისტრობის დროს, არც პარლამენტისათვის “გირგვლიანის შესწორებების“ შეთავაზებისას, რომელიც ამ ადამიანებს მომავალ კარიერას აუკრძალავდა, მაგრამ აი ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან არ მესმის რას ვემსახურებით ამ მომენტში” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

ცესკო – საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის თუ უზუსტობების გასწორების ვადა 10 ოქტომბრამდეა

ცენტრალური საარჩევნო კომისია, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ცესკოს განცხადებით, 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება, რომელთა მეშვეობითაც თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები.

ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა: “ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ”.

რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. ხოლო, თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ – განმარტა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: ცესკო კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები – “მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცესკოს ინფორმაციით: დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

“გირჩი” აქვეყნებს “JUD”-ის კვლევის შედეგებს: ჯაფარიძე – 13.27 %, ზურაბიშვილი – 15.20%

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე, აქვეყნებს კვლევის შედეგებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ძირითად კანდიდატებთან მიმართებაში:

JUD-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძეს მოსახლეობის 13.27 % აძლევს ხმას, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ კანდიდატებთან მარცხდება.

კომპანია JUD-ის მიერ გირჩისთვის მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე:

ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმას 15.20% მისცემს;

გირჩის კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხმას ამომრჩეველთა 13.27% მისცემს;

ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს 11.57% უჭერს;

ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს ამომრჩევლის 9.41% მისცემდა ხმას;

შალვა ნათელაშვილს მხარს 2.70% უჭერს;

სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს;

ყველას გადახაზვას 11.20% აპირებს.

JUD-ის მიერ გირჩისთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და მისი ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, ის ზურაბ ჯაფარიძესთან და დავით ბაქრაძესთან დამარცხდება.
კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტური ზურაბიშვილსა და ჯაფარიძეს შორის შედგება, ხმები ასე ნაწილდება:

ჯაფარიძე – 47.13%
სალომე ზურაბიშვილი – 24.2%;

თუ მეორე ტური ზურაბიშვილსა და ბაქრაძის შორის გაიმართება:

ბაქრაძე – 41.4%
სალომე ზურაბიშვილი – 29.3%

კვლევა გირჩის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია JUD-მა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურეობრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1907 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -96%.

თეონა ჭალიძე: “ცენტრალური საარჩენო კომისიისგან ვითხოვთ გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული პოზიციიდან ჰასმიკ მარანგოზიანი”

27 სექტემბერს №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლებს თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს.

“ჰასმიკ მარანგოზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და არტურ მკოიანს.  ძალისმიერი მეთოდით დამატოვებინა ოლქში სამუშაო სივრცე, რითაც შეზღუდა ჩემი, როგორც ოლქის კომისიის წევრის უფლებები. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მისმა ძალადობამ მიიღო სისტემატური ხასიათი. ადგილი ჰქონდა ცილისწამებასაც.  ყველა ჩემს შეკითხვას, თხოვნასა თუ მოსაზრებას ქართულ ენაზე ნათქვამს უკეთებდა სრულ იგნორირებას და  ჩემგან ითხოვდა მესაუბრა რუსულად ან სომხურად.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 162 პრიმა მუხლით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  პოლიციის განყოფილებაში გამესაუბრა სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გივი სიხარულიძე, სადაც გასაუბრების დროს ჩემს წინ მაგიდაზე იდო იარაღი კერძოდ პისტოლეტი, ჩემგან მარჯვნივ კი ავტომატი და მჭიდები. აღნიშნულმა ფაქტმა ჩემზე იქონია ნეგატიური გავლენა და მაქვს ეჭვი რომ ეს გარემო შექმნილი იყო სპეციალურად ჩემზე ზეგავლენის მოხდენის და დაშინების მიზნით.

ამ ფაქტზე მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას გენერალური ინსპექციისგან.

ცენტრალური საარჩენო კომისიისგან კი ვითხოვთ გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული პოზიციიდან ჰასმიკ მარანგოზიანი” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ვიდეოკადრები პოლიციის განყოფილებაში მიმდინარე გასაუბრებიდან

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს სოლიდარობის აქცია შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 10 სექტემბრიდან მიმდინარეობს შვილმოკლული მშობლების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია – “მამები სიმართლისთვის”. 29 სექტემბერს, ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზისკენ (ფილარმონია), სადაც მიმდინარეობდა გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია”-ს მხარდამჭერების შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან. შვილმოკლული მშობლები სიტყვით გამოვიდნენ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე, თავიანთი ემოციური გამოსვლით კიდევ ერთხელ გაიხსენეს თვეების წინ მათ ოჯახებში დატრიალებული ტრაგედიები და განმარტეს 20-დღიანი პროტესტის მიზეზები. რომ ისინი იბრძვიან სიმართლისთვის, იბრძვიან, რომ კანონი კანონობდეს ქვეყანაში და დამნაშავეები კანონის ძალით დაისაჯნონ. ემოციური იყო დარბაზში მყოფთა მხარდაჭერა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.

აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი მხარდაჭერა შვილმოკლული მამების მიმართ. აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დათო სარალიძეს და თემირლან მაჩალიკაშვის.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მადლობა გადაუხადეს და სიტყვით მიმართეს სოლიდარობის აქციის მონაწილეებს.

ზაზა სარალიძე: “დიდი მადლობა მთელ საქართველოს, რომ ასე გვიდგას გვერდით და გულთან მიაქვს ჩვენი ტკივილი. აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ შვილებს ნათელი მომავალი შევუქმნათ. ამ ხელისუფლების ხელში მე ჩემი ცოცხალი შვილის გარეთ გამოშვება მეშინია უკვე, არარ არის დაზღვეული ჩემი ციცხალი შვილი. ეს ხელისუფლება ჩემი მოკლული შვილის ღირსებას არ იცავს და ცოცხლებისას დაიცავს?

მელხაზ მაჩალიკაშვილი: “დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მთელ საქართველოს, დიდი მადლობა იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ მძიმე წუთებში, ამ მძიმე დღეებში მე და ზაზა სარალიძეს გვერდში დაგვიდგა. დიდი თხოვნით მივმართავ ყველას დაგვიდგნენ გვერდში, მართლაც, ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისათვის

25 წელი სოხუმის დაცემის დღიდან…

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ეს დღე, უკვე 25 წელია, ქვეყნის მოუშუშებელი ტკივილია. 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა ჩრდილოელი მეზობლის მიერ საქართველოსთვის თავსმოხვეული ომი, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული რუსული სამხედრო მანქანა თავისი ჯარისკაცებით, დაქირევებული მკვლელ-ტერორისტებით – ბასაევის მეთაურობით, ე.წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის “ბოევიკებით” თუ უზნეო პროპაგანდით. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ომმა, გენოციდის ტოლფასი ეთნოწმენდის შედეგად კი 300 ათასამდე ადგილობრივ მაცხოვრებელს (ძირითადად, ეთნიკურად ქართველებს) იძულებით დაატოვებინეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრაგიკულ დღემდე არაერთხელ იყო სისხლისღვრის შეჩერების მცდელობა, თუმცა ყველა მიღწეულ შეთანხმებას უტიფრად არღვევდა რუსული მხარე და სოხუმის ტრაგედიაც მათი მუხანათური ქმედების შედეგია.

რა მიიღო სეპარატისტებმა, აფხაზეთის რეგიონმა ყოველივე ამის შედეგად? დანგრეული და გაპარტახებული ოკუპირებული ტერიტორია – რუსული გავლენით, რუსული ფულადი ერთეულით, რუსული პასპორტებით, რუსული ენით, რუსული უშიშროების სამსახურის მიერ “დაცული” საოკუპაციო საზღვრით და ა.შ. აი ეს არის მათი “ნანატრი” მითიური “დამოუკიდებლობა”…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…