ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
9.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1883

საქართველოს ბუნება: ამაყი მთების სიძლიერე და მშვენიერება

ულამაზესია საქართველოს ბუნება, ამაყი მთები კი – ენით აღუწერელი საოცრებაა, თვალს რომ ვერ მოწყვეტს ადამიანი. გთავაზობთ 10 ვიდეორგოლით გადმოცემულ საოცრებას, ამ შემთხვევაში, სიამაყის თუნდაც მცირე ნაწილს, ყველას რომ დაგვეუფლება იმის გააზრებით, რომ ყოველივე ეგ ჩვენს ქვეყანაშია:

ძალზე მიმზიდველი გარემო – ხეობა და მთის მასივი

კლდის “ცრემლები”

“ოქროს მთა” ანუ მჟავე წყლები…

შატილის მთების გარემოცვაში

მთა ყაზბეგი და სხვა არაჩვეულებრივი ხედები

მთების, კლდეებისა და ხევის მშვენიერი ხედები ფშავ-ხევსურეთში

უფლისციხის იდუმალი გამოქვაბულები. ქვა-მთების გარემოცვაში

ვფიქრობ, ამ ვიდეო რეპორტაჟებით ბევრის თვალი და გულიც გავახარე და თუ დაგაინტერესებთ ჩვენი მთების საოცარი სილამაზე ფოტო-რეპორტაჟშიც, მოინახულეთ კიდევ ერთი პუბლიკაცია ამაყი მთების ქვეყანა

edi (163x156, 30Kb)
© ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

წყარო: ბლოგერის ჟურნალისტური ჩანაწერები

დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ

როგორც ,,2020NEWS”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.

სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ზურაბ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომლის თაობაზეც ოპოზიცია და მედია დიდ ხნის განმავლობაში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. არანაკლები კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის შემთხვევაში და მისი სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება.

წყარო

ნენსკრა ჰესის პროექტი ასეულობით ჰექტარი ტყის დატბორვას გულისხმობს…

“მდინარე ნაკრის გადაგდება ნენსკრის ხეობაში, გამოიწვევს იმას, რომ ნაკრა დაკარგავს ნატანის ტრანსპორტირების უნარს” – კორნელი გვარმიანი

“ჰესების პროექტებზე როდესაც საუბრობენ, მარტო სარგებლის თვალსაზრისით წარადგენენ ხოლმე, რომ საინვესტიციო ღირებულება არის ერთი მილიარდი დოლარი, ე.ი. კარგი პროექტია. სინამდვილეში შეიძლება ამ ერთი მილიარდი დოლარით, ორი მილიარდის ოდენობით ზარალი მიადგეს გარემოს” – ირაკლი მაჭარაშვილი

წყარო: ბუნების კანონი

სტიქია ჭუბერში: რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი

სვანეთში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.  სტიქიის ზონაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.  მიუხედავდ წვიმის შეწყვეტის, ჭუბერში ისევ მძიმე მდგომარეობაა.

“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, არის დაცლილი, უშუალოდ კაპიტალური შეკეთება გზის ვერ დავიწყებთ მანამდე, სანამ წყლის დონე არ დაიწევს. რასაც ვაკეთებ არის ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის უფრო მეტად გამორეცხვა, ევაკუაცია მოვახდინეთ იმ ადმიანებისა, რომლებსაც საფრთხე ემუქრებოდათ” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, ქართული ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, ქართველი ერის უდიდესი სიამაყეა,  იგი ოდითგანვე განაცვიფრებდა მნახველებს და ადამიანში ახდენდა სულიერ  ამაღლებას. მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძურის შესახებ მომზადებული თემა:

საქართველოში ქრისტიანული ქადაგება, ოდითგანვე, უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს, როდესაც წმინდა მოციქული, თავისი მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და სადაც მოიტანა ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატი. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნეშივაზის ჯვრით ხელში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო(გადმოცემით ცნობილია, რომ ლოცვების შემდეგ წმინდა ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთიშობელი, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და დალოცა იგი ივერიის მიწაზე ევანგელეს საქადაგებლად) და დაიწყო ევანგელეს ქადაგება. 326 წელს ქრისტიანობა, საქართველოში, გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

1. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, აგებული 1010-1029 წწ. ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სრულიად საქართველოს მთავარ ტაძრად. იგი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და იმყოფება UNESCO-ს დაცვის ქვეშ, ობიექტის № 708. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძრის ადგილას დასვენებულია უფლის კვართი. ამ სიწმინდის გამო მცხეთა, უძველეს სატახტო ქალაქის სახელთან ერთად ატარებს ”მეორე იერუსალიმი”-ს სახელსაც. (მცხეთა)
2-3. გერგეტის სამება. ძალზე ძნელია ამ ეკლესიამდე მისვლა, მაგრამ ყველას გვწამს და აღვნიშნავთ, რომ ეს ადგილი განსაკუთრებულია და ადამიანები აქ ლოცვის შემდეგ განკურნებულან მძიმე დაავადებებისგანაც. ეკლესია აგებულია  XIV საუკუნეში. (ყაზბეგის რაიონი)
 კარგად დააკვირდით ქვემოთ გამოქვეყნებულსურათს. ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ ეკლესიის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტია (UFO)…
4-5. ანანურის ციხესიმაგრე. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დგას XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე აშენებული ღვთიშობლის მიძინების ეკლესია. (დუშეთის რაიონი)
სამრეკლო ეკლესიის ტერიტორიაზე
6-9. ჯვრის მონასტერი – პირველი, ახალი ტიპის ქართული სიწმინდე, შექმნილი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე (მცხეთის რაიონი)

10-12. სამების საკათედრო ტაძარი. შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლება ერთობლივად. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს. პირველი ღვთისმსახურება ტაძარში ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს. (თბილისი)
განსაკუთრებულით საოცარია სამება ღამით
სამრეკლო, სამების ტაძრის ტერიტორიაზე
13-15. ძველი შუამთის მონასტერისაუკუნის ბაზილიკა. (თელავის რაიონი)

16-17. ახალი შუამთის მონასტერი. XVI საუკუნე. (თელავის რაიონი)
18-19. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული, ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. (ახმეტის რაიონი)

20-24.   იყალთოს სამონასტრო კომპლექსი. მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია სამებისღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. სამების ეკლესია, მათგან, ყველაზე ძველია და იგი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ”ასურელმა მამამ” – ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. (თელავის რაიონი)
25. მართლაც რომ ღვთიური შეხამებაა – სულიერი ამაღლება და ბუნების სილამაზე ყინწვისში.  ყინწვისის მთავარ საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი. იგი აშენებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. (ქარელის რაიონი)
26. ალილო საქართველოში. საშობაო მსვლელობა – უძველესი ქართული ტრადიცია. (თბილისი)
ვფიქრობ ყოველივე ზემოგამოქვეყნებულის ერთგვარ შეჯამებასავით შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს წმინდა ადგილებისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპი სადაც მუსიკალურ ფონად ჩემი კომპოზიციაა გამოყენებული

კიდევ მრავალი ისტორიული და წმინდა ადგილია საქართველოში, რომლებიც ერთდროულად ახარებენ გულს და თვალებს, ხოლო სულს ამაღლებს. დიდი იმედი მაქვს, ამ პუბლიკაციით, ყველა ქართველი კიდევ ერთხელ აღიმსჭვალება ბედნიერების განცდით და სამართლიანად იამაყებს, რომ იგი საქართველოს შვილია.

უდიდესი სიამაყით, ედნარ მგელაძე

ტოტალიტარიზმის ეპოქიდან “კითხვის ნიშნების” ეპოქამდე – ედნარ მგელაძე, ბლოგერი

უახლოეს წარსულში საქართველომ მოასწრო არაერთი ურთიერთგანსხვავებული ეპოქის გავლა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და დღემდე ახდენს გავლენას ქვეყნის განვითარებაზე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით:

ტოტალიტარიზმის ეპოქა როგორი შემართებითაც გადატეხა წელში ეროვნულმა ერთიანობამ, ისეთივე მონდომებით დაანგრია ერის ეს მოკლევადიანი ერთობა, შედეგად ქვეყანამ, უკვე, ტოტალური განუკითხაობის ხანა იგემა, ძმათამკვლელი ომის სირცხვილიც, ორპირობაც და ღალატიც, ღვთის რისხვამ კი ერს საკუთარ სულში ჩაახედა, თუმცაღა ბევრმა თვალი ვერ გაუსწორა რეალობას და “შვება” თვალის დახუჭვაში ჰპოვა…

აღვირახსნილმა კორუფციამ, უშუქობამ, უგზოობამ, მოსახლეობის პერმანენტულმა გაღატაკებამ თუ სხვა ათასმა უმსგავსობამ ერი პრაქტიკულად დააჩოქა… უკვე შეუძლებელი ხდებოდა ყოველივე ამის ატანა და ამ წუმპემ ერს გაბრძოლებისკენ უბიძგა – მერე შუქიც გაჩნდა, ოპტიმიზმიც, იმედიც, ბევრი რამ აშენდა და გალამაზდა, პატარა ბავშვები მომრავლდნენ ეზოებში, მომღიმარმა სახეებმაც იმატა, თანდათან დაჩოქილი ერიც ამაყად წამოიმართა და წელში დაიწყო გასწორება, თუმცა მოულოდნელად ისეთი ალიყური იწვნია, რომ ისევ ძირს დაენარცხა. ძალაუფლების ტკბობაში “ჩაძირულებმა” ადამიანებს ერთმანეთისადმი ნდობა დააკარგვინეს, ტოტალურმა მოსმენებმა, დასმენებმა, “ჩაშვებებმა”, სხვის თეთრეულსა თუ ლოგინში ნერწყვგადმოდინებულმა ქექვა-ცქერამ ერს ღირსებაც დააკარგვინა, ძალადობა თუ დამცირებაც გაუადვილდათ ძალაუფლებით გონებაარეულებს, თავისიანებად თუ სხვისიანებად, ხელშეუხებლებად თუ ჩარეცხილებად დაყვეს საზოგადოება და ისე შეიყვარებდნენ თუ მოიძულებდნენ ადამიანები ერთმანეთს, ისე გახრწნიდნენ თუ გარიყავდნენ, ცოდვა-მადლის ისეთი ცინიკური “ფორმულა” გამოიგონეს, რომ ადეკვატურობის არსმა საბოლოოდ დაკარგა აზრი…

ჰოდა, ამოუვიდა ყელში, ყოველივე ეს, ერს და ალიყურის საპასუხოდ ისეთი მწარე მუშტი აგემა ხელისუფლებას, რომ, შემდეგ, ოპოზიციაში მყოფი დროდადრო თავისით ეცემა, ხოლმე, ნოკდაუნში, თუმცაღა დაბარბაცებულიც კი არ აძლევს მოდუნების საშუალებას მოქმედ ხელისუფლებას, რადგანაც ოპოზიციიდან უკეთ გამოჩნდა ბევრი რამ თავისიც და სხვისიც, მით უფრო წუმპედან ქვეყნის ამოყვანის გამოცდილების ფონზე… არადა, წლების წინ, ისეთი რწმენით იყო გამსჭვალული ერი, ისე სჯეროდა ბევრი რამის და თავადაც ისე ლაღად დაიწყო ოცნება ბედნიერ მომავალზე, რომ დღევანდელი რეალური შედეგის გამო, დაბნეულმა, აღარც კი იცის პასუხი ვის მოსთხოვოს – მმართველ ძალას, კონკრეტულ გავლენიან პიროვნებას თუ საკუთარ თავს.

წლების წინ რამდენ რამეში ეთანხმებოდა მოსახლეობა მაშინდელ ოპოზიციას, რამდენი პრობლემის მოგვარების იმედი ჰქონდა, როგორ სჯეროდა, რომ უსამართლობის განცდა აღარ ექნებოდა, რამდენი კარგი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული, რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, საკადრო სფეროში, ტალახის სროლის, წინა ხელისუფლების დროინდელი აზარტი უფრო მეტი შემართებით იგრძნობა და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, ბევრი რამით დაიღალა ერი… ნათქვამია “ნეტარ არიან მორწმუნენიო”, მაგრამ ნეტავ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც დღეს პრობლემებს ვერ ხედავს, ხოლო იმათ ტვინში ჩახედვა საერთოდაც არ მსურს, ვისაც აბსოლიტურად ყველა პრობლემის სათავე მხოლოდ ე.წ. “9-წლიანი მმართველობის ეპოქა” მიაჩნია.

ყველა ეპოქის ფურცელი ადრე თუ გვიან, მაინც, გადაიშალა და ყველას თავისი მოეკითხა, მიმდინარე ეპოქის ფურცელსაც გადაშლის საზოგადოება, ეპოქისას, რომელსაც მე, თუნდაც, “კითხვის ნიშნების” ეპოქას დავარქმევდი, რადგანაც ირგვლივ მხოლოდ უპასუხო შეკითხვებია…

ედნარ მგელაძე
30 მაისი, 2017 წ.

საქართველოს საოცარი ადგილები: ხულუტის ციხე, ფიტარეთის მონასტერი

საქართველო მდიდარია საოცარი ადგილებით, ბუნების თვალისმომჭრელ სილამაზეს ცვლის საამაყო არქიტექტური შედევრები, ხუროთმოძღვრების ძეგლები…
ლამაზია ქვემო ქართლის ბუნება და მას უფრთხილდება ყველა – როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე გარემოსდამცველი ორგანიზაციები და სრულიად საქართველო (ძალიან მინდა ამის მჯეროდეს!).
ამ ბოლო ხანებში არაერთხელ გამოითქვა კრიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია RMG-ის საქმიანობის გამო საფრთხე ემუქრება ბოლნისის,  დმანისის და თეთრიწყაროს ეკოსისტემას, კიდევ უფრო გაიჩეხება ხე-ტყე და კომპანიის მიერ დაგეგმილი აფეთქებები საფრთხეს შეუქმნის, ასევე, საქართველოს ისტორიულ ძეგლებს, განსაკუთრების ხულუტის ციხესა და ფიტარეთის მონასტერს, არადა ნახეთ რა საოცარი სილამაზეა ამ კუთხეში:

თვალს ვერ მოწყვეტს ადამიანი მწვანეში  “ჩაფლულ” ამ სილამაზეს

კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი ადგილია იქ და მოყოლილს საკუთარი თვალით ნანახი სჯობს, თუმცა ძალღონეს არ ვიშურებ, რომ სრულად გადმოგცეთ ჩემი შთაბეჭდილებები 🙂

განტვირთვისთვის ასეთ კოხტა ადგილსაც ნახავთ იქ

საითაც არ უნდა გაიხედოს კაცმა, თვალისმომჭრელი სილამაზეა, თუმცა, სამწუხაროდ, თანდათან ჩნდება “მოშიშვლებული” ადგილებიც…

მივდივართ ფიტარეთის მონასტრისკენ. გზა ვიწრო და დაკლაკნილია, თითქოს უსასრულობისკენ მიემართება, გზად ხულუტიც ციხეა

ხულუტის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი

ეს ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე ხრამის ხეობაში და XVIII საუკუნის დასაწყისში ყაფლან ორბელიშვილს აუშენებია იგი.

გზა თითქოს დამქანცველი უნდა იყოს, თუმცა ამ სილამაზის შემხედვარე დაღლას ვერ გრძნობს ადამიანი. და აი, ფიტარეთის მონასტერიც, საოცარი არქიტექტურული შედევრი, თვალს ვერ მოწყვეტ უძველეს ორნამენტებსა და ჩუქურთმებს…

ძველი ქართული კულტურის კერა – ფიტარეთის მონასტერი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ფიტარეთის მონასტერი XIII საუკუნის დასაწყისშია აშენებული, იგი ადრიდანვე ითვლებოდა მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად. მონასტერს ჰქონია მდიდარი ბიბილიოთეკა, აქ ინახებოდა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს და საამაყოა, რომ ეს სახარება გადაურჩა მტრების ამაოხრებელ თარეშს.

დიდი ისტორია ინახება ამ ფრესკებსა თუ ხატებში და ყველაფერ ამას უდიდესი მოფრთხილება სჭირდება!

ხე მადლიერებისა

ერთფეროვანი უდაბნოს უკიდეგანო სივრცე, ბარხანები, ქვიშის ოქროსფერი ტალღები, თავისდაუნებურად, ქმნიან ერთგვარ იდილიას და, თითქოს, საყურადღებო არც არაფერი იქნებოდა, რომ არა უდაბნოს შუაგულში ლაღად ტოტგადაშლილი ხე, რომელიც უდაბნოს, თითქოსდა, ამ სრულყოფილ იდილიას, უცერემონიოდ არღვევს. ირგვლივ მხოლოდ უსიცოცხლო ქვიშა, წვეთს ვერ ნახავს კაცი წყლისას, ვერც ტენიან ადგილს, ხე კი, მაინც, ამაყად დგას, თითქოს მცველი ყოფილიყოს წმინდა ადგილისა. ცხელი მზე, მშრალი უდაბნო, ხე კი სულ იზრდება და იზრდება, განუწყვეტლივ ამოიყრის ხოლმე ახალ-ახალ კვირტებს, ახალ-ახალ ყლორტებს და, სულ უფრო და უფრო, შლის მწვანედ დაფოთლილ ტოტებს.

ყოველდღე, მზისგან დაუნდობლად გახურებულ ქვიშაზე, საჭმლის, წყლისა და ჩრდილის საძიებლად, დაუზარელად გადაირბენ-გადმოირბენს, ხოლმე, ხვლიკი. მართლაც, რომ ერთფეროვანი სჩანს მისი ცხოვრება და ამ ერთფეროვან იდილიასაც თავისებურად არღვევს, სადღაც შორს, ჰორიზონტზე, ბორცვებს იქით მდგარი მწვანედ მოლივლივე ”მირაჟი” და ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ყოველდღე, უდიდესი ცნობისმოყვარეობით, შეავლებს ხეს ხვლიკი თვალს. ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო ამ მოზღვავებულ ცნობისმოყვარეობას, სულ გადაავიწყდა საკვებ-სასმელი და გაემართა  ბუნების ამ საოცრების სანახავად.

მივიდა ხესთან, უყურებს მის სიდიადეს და გაოცებული ეკითხება:

– ირგვლის უსიცოცხლო გარემო, არცერთი ხე, წყლის ნატამალსაც ვერსად ნახავ, როგორ ახერხებ ასე გაფურჩქვნას, რომ ცას მიაწვდინო შენი ტოტები?!

– ყველაფერი სულ მარტივადაა, ჩემო კარგო, – პასუხობს ხე. მე განსაკუთრებული სითბოთი და სიამოვნებით მიხსენებს ყველა ის, ვისაც დაუსვენია და შვება უგრძვნია ჩემი ტოტების ჩრდილის ქვეშ, აი მათი ტკბილი მოგონებები მმატებს მე ძალას, მათი ყოველი თბილი სიტყვა მმატებს ენერგიას და მხოლოდ მაშინ შევწყვეტ ზრდას და დავიღუპები, როცა შეწყვეტენ ჩემს გახსენებას, როცა დაივიწყებენ, თუ რა სიყვარულით ეჩურჩულებოდნენ და ეალერსებოდნენ, მათ, ეს ნაზი ფოთლები.

ვერაფერი გაიგო ხვლიკმა ხის ნათქვამიდან…

მთელი გზა, უკან დაბრუნებისას, საკუთარ თავს ლანძღავდა ხვლიკი იმ უგუნურობისათვის, რის გამოც ამხელა გზა განვლო სულ ტყუილად. მცხუნვარე მზე, გავარვარებული ქვიშა, თათები ვერ უძლებენ ამ საშინელ სიცხეს. ერთი წამით შეჩერდა ხვლიკი, უკან მოიხედა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ამ საოცარ ხეს, უცებ გაახსენდა, თუ რა სასიამოვნო იყო მის ჩრდილქვეშ ყოფნა და გზა განაგრძო.

ზუსტად იმავე წამს, ხე-საოცრებაზე, ამოხეთქა ახალმა ყლორტებმა…

ედნარ მგელაძე
2006 წელი

კაცხის მონასტრის რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს. ამჟამად, კაცხის სვეტთან, კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაო ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა.

გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი. კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.

წყარო

დემოკრიტე – წარსული, აწმყო, მომავალი

აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო – მეცნიერთა და მერმისი – დიდბუნებოვან კაცთა
დემოკრიტე

ფაქტები ფილოსოფოსის ცხოვრებიდან:

დემოკრიტე
Bust of an unknown Greek - Museo archeologico nazionale di Napoli.jpg
დაბ. თარიღი 460-იანები (ძვ. წ.)[1] [2]
დაბ. ადგილი აბდერა
გარდ. თარიღი 360-იანები (ძვ. წ.)
გარდ. ადგილი საბერძნეთი
ეროვნება ბერძნები
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია
განთქმული მოსწავლეები ჰიპოკრატემეტროდორუს ხიოსელი და ნესას ხიოსელი

დემოკრიტე (ბერძნ. Δημόκριτος; დ. დაახლ. ძვ. წ. 460, აბდერა — გ. დაახლ. ძვ. წ. 370) — ბერძენი ფილოსოფოსი. ატომიზმისა და მატერიალური ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დემოკრიტეს ზედმეტ სახელად მცინარე ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ. წარმოშობით იყო ქალაქ აბდერიდან.

იმოგზაურა ეგვიპტეშიბაბილონშისპარსეთშიარაბეთშიინდოეთსა და ეთიოპიაში. დემოკრიტე იყო ენციკოპედიური განათლების მქონე ფილოსოფოსი, მას აქვს დაწერილი მრავალი თხზულება, მაგრამ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.

დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება ე.ი. მრავალ და მოძრავ საგანთა არსებობა. მისი აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული საგნების ახსნა და არა უარყოფა, რასაც ელეტებთან ჰქონდა ადგილი. თუ პარმენიდე გამოდიოდა გარკვეული აქსიომატური დებულებიდან და შემდეგ ასკვნიდა სიმრავლისა და მოძრაობის არარსებობას, დემოკრიტემ საწინააღმდეგო გზა აირჩია, მიიღო ბუნების — სიმრავლისა და მოძრაობის არსებობა და შეეცადა მათი პირობების მონახვას ანუ მათ ახსნას. თუ არსებობს არარსი მაშინ შეიძლება არსებობდეს მოძრაობა და სიმრავლე, მაგრამ არარსი არ არსებობს, მაშასადამე, არც მოძრაობა და სიმრავლე არ არსებობს, ფიქრობდნენ ელეატები, დემოკრიტე ეთანხმება ელეატებს იმაში, რომ მოძრაობისა და სიმრავლის პირობა არის არარა, სიცარიელე. არ უნდა მტკიცება იმას, რომ მოძრაობა და სიმრავლე არსებობს, ეს არის ფაქტი. თუ არსებობს მოძრაბა და სიმრავლე, მაშინ აუცილებლობით უნდა არსებობდეს მათი პირობა — სიცარიელე, ამით დასაბუთებულია სიცარიელეს არსებობა. რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ მოძრაობას გასაქანი არ ექნებოდა, ის არ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ არც სიმრავლე იარსებებდა, რადგან სიმრავლეს ქმნის საზღვარი ერთეულებს შორის,საზღვარი კი სიცარიელეა. არსებობს მოძრაობა და სიმრავლე, მაშასადამე, არსებობს სიცარიელე.

წყარო