ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.3 C
Tbilisi
Home Blog Page 1877

კაცხის მონასტრის რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს. ამჟამად, კაცხის სვეტთან, კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაო ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა.

გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი. კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.

წყარო

დემოკრიტე – წარსული, აწმყო, მომავალი

აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო – მეცნიერთა და მერმისი – დიდბუნებოვან კაცთა
დემოკრიტე

ფაქტები ფილოსოფოსის ცხოვრებიდან:

დემოკრიტე
Bust of an unknown Greek - Museo archeologico nazionale di Napoli.jpg
დაბ. თარიღი 460-იანები (ძვ. წ.)[1] [2]
დაბ. ადგილი აბდერა
გარდ. თარიღი 360-იანები (ძვ. წ.)
გარდ. ადგილი საბერძნეთი
ეროვნება ბერძნები
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია
განთქმული მოსწავლეები ჰიპოკრატემეტროდორუს ხიოსელი და ნესას ხიოსელი

დემოკრიტე (ბერძნ. Δημόκριτος; დ. დაახლ. ძვ. წ. 460, აბდერა — გ. დაახლ. ძვ. წ. 370) — ბერძენი ფილოსოფოსი. ატომიზმისა და მატერიალური ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დემოკრიტეს ზედმეტ სახელად მცინარე ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ. წარმოშობით იყო ქალაქ აბდერიდან.

იმოგზაურა ეგვიპტეშიბაბილონშისპარსეთშიარაბეთშიინდოეთსა და ეთიოპიაში. დემოკრიტე იყო ენციკოპედიური განათლების მქონე ფილოსოფოსი, მას აქვს დაწერილი მრავალი თხზულება, მაგრამ დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები.

დემოკრიტეს მოძღვრების გამოსავალს წარმოადგენდა ბუნება ე.ი. მრავალ და მოძრავ საგანთა არსებობა. მისი აზრით, საჭიროა სიმრავლის, მოძრაობის, თვალხილული საგნების ახსნა და არა უარყოფა, რასაც ელეტებთან ჰქონდა ადგილი. თუ პარმენიდე გამოდიოდა გარკვეული აქსიომატური დებულებიდან და შემდეგ ასკვნიდა სიმრავლისა და მოძრაობის არარსებობას, დემოკრიტემ საწინააღმდეგო გზა აირჩია, მიიღო ბუნების — სიმრავლისა და მოძრაობის არსებობა და შეეცადა მათი პირობების მონახვას ანუ მათ ახსნას. თუ არსებობს არარსი მაშინ შეიძლება არსებობდეს მოძრაობა და სიმრავლე, მაგრამ არარსი არ არსებობს, მაშასადამე, არც მოძრაობა და სიმრავლე არ არსებობს, ფიქრობდნენ ელეატები, დემოკრიტე ეთანხმება ელეატებს იმაში, რომ მოძრაობისა და სიმრავლის პირობა არის არარა, სიცარიელე. არ უნდა მტკიცება იმას, რომ მოძრაობა და სიმრავლე არსებობს, ეს არის ფაქტი. თუ არსებობს მოძრაბა და სიმრავლე, მაშინ აუცილებლობით უნდა არსებობდეს მათი პირობა — სიცარიელე, ამით დასაბუთებულია სიცარიელეს არსებობა. რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ მოძრაობას გასაქანი არ ექნებოდა, ის არ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს სიცარიელე, მაშინ არც სიმრავლე იარსებებდა, რადგან სიმრავლეს ქმნის საზღვარი ერთეულებს შორის,საზღვარი კი სიცარიელეა. არსებობს მოძრაობა და სიმრავლე, მაშასადამე, არსებობს სიცარიელე.

წყარო

აღმოსავლური სიბრძნე – გეგმები…

თუ შენი გეგმები გათვლილია ერთ წელზე – დათესე ფეტვი, თუ ათწლეულზე –
დარგე ხეები, თუ საუკუნეზე – აღზარდე ადამიანები.
აღმოსავლური სიბრძნე
წყარო: “სიტყვის ძალა

სააგენტო “პარალელის” პუბლიკაციების გამოყენების პირობები

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი” არის ახალი სიტყვა ქართულ ინტერნეტ-მედია სივრცეში და ეს სიტყვა იქნება მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებული, მრავალფეროვანი, ამასთან ჩვენი მასალები მომზადებული იქნება უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, რასაც ყოველ პუბლიკაციაში დაინახავთ.

სააგენტო “პარალელი” მაღალი პასუხისმგებლობისა და განსაკუთრებული მიზანდასახულობის მქონე რესურსია. ჩვენ ვიცავთ საავტორი უფლებებს და იგივეს ველით სხვებისგანაც.

შესაბამისად, ჩვენი პუბლიკაციების გამოყენება, გაზიარება, ციტირების ნებადართულია მხოლოდ იმ პირობით, რომ წყაროდ მითითებული/ნახსენები იქნება ჩვენი რესურსი. აუცილებელია, ინტერნეტ-რესურსების შემთხვევაში, გამოყენებული პუბლიკაციის ან/და სააგენტო “პარალელი”-ის აქტიური ბმულის სახით მითითება!

დაუშვებელია პუბლიკაციის ტექსტის ცვლილება, რომელიც მასალის აზრის ცვლილებას იწვევს და ასევე, კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებელია მომზადებული მასალის ავტორის მონაცემების შენარჩუნება. ამასთან ე.წ. საავტორო პუბლიკაციების შინაარსზე პასუხისმგებლები არიან უშუალოდ მასალის ავტორები.

©საავტორო უფლება დაცულია. სააგენტო “პარალელი”