სამშაბათი, მაისი 20, 2025
20.1 C
Tbilisi
Home Blog Page 1797

ყველა რეგიონს შემოვივლით და ხელმოწერებს მოვაგროვებთ, რომ ეს სისტემა ვაიძულოთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად, შვილმოკლული მამა ამღამად რუსთავში ჩავიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მთელ საქართველოს შემოივლის, ყველა რეგიონში მივა და შეაგროვებს 10 ათასობით ხელმოწერას, რათა ხალხის ასეთი მხარდაჭერის გათვალისწინებით აიძულოს ხელისუფლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია:

გორი იქნება, კახეთი იქნება, საქართველოს ყველა რეგიონს შემოვივლი და ხელმოწერებს მოვაგროვებთ, იმისთვის რომ მოქმედი ხელისუფლება, ეს სისტემა ვაიძულოთ შეიქმნას საკამოძიებო კომისია.

დღევანდელ ხელისუფლებას, მარტო თავიანთი ინტერესი აქვთ, მხოლოდ  თავიანთი შვილები, თავიანთი ოჯახები აინტერესებთ და დანარჩენი ქვეყანა ფეხებზე დაიკიდეს, მათ 100%-ით ნამუსი აქვთ დაკარგული. ვინ, სად და როგორ იქცევა, თვითონაც აზრზე არ არიან.

მე თემირლანს კაციშვილი არ დამიბრუნებს, მაგრამ ყველა იმ ადამიანს დავსჯი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას დავსჯი“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ილია ჯიშკარიანი ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხიმგებლო დეპუტატი იყო – ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი და იხსენებს საკრებულოში მასთან ერთად საქმიანობის პერიოდს:

ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა – საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხიმგებლო დეპუტატი ვინც ვნახე იყო სწორედ ვაჟბატონი ილია ჯიშკარიანი. სხდომა არ იყოს რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო და ყოველ სხდომაზე ხან ყვიროდა, ხან უსტვენდა, ხან ბოთლებს ისროდა და რას არ სჩადიოდა. ჯერ ალასანიას პარტიაში იყო, მეორე ჯერზე უკვე ალალი ოცნებიდან დაასახელეს. ჰოდა ასახელა კიდეც დედაპარტია” – აღნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილი.

მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტსაც – მაია ცქიტიშვილი

მამუკა ხაზარაძის თავისებურ შეფასებას, როდესაც მან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს კვალიფიკაცია დაუწუნა და ხაჭაპურების შესაძლო კარგ მცხობელად მოიხსენია, ეხმიანება ამ შეფასების ადრესატი:

დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. კარგად ვაკეთებ, საერთოდ, ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს.

რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას და ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და მიხედონ თავის ქვეყანას.

დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არის ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებულია და მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული, უკვე 2 წელიწადზე მეტით, ის პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა მისთვის მნიშვნელოვან ანაკლიის პორტს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შერცხვება, ის რაც იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე რა თქმა უნდა მზად ვარ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს: სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გახარია და წულუკიანი ეხმიანება

რაც დრო გადის უფრო და უფრო მწვავდება სიტუაცია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რადგანაც საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება ისეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების შეწყალების თაობაზე, რასაც არა თუ ოპოზიცია, ხელისუფლების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ. მიუხედავად ამისა საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს სიცხადე შეიტანოს ამ საკითხში და გააკეთოს განმარტება:

მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, არ გავაკეთებ კომენტარს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

სამაგიეროდ ამ თემაზე საკმაოდ მწვავე კომენტარებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისევე როგორც 3 კვირის წინ, აღნიშნულ თემაზე, დღესაც მწვავე იყო მთავრობის წევრების განცხადებები:

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შემდეგ პოზიციას აფიქსირებს:

ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი. რა თქმა უნდა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მიიღონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მკაცრი იყო იუსტიციის მინისტრის კომენტარიც:

აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს და კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნას, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად, ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება, რომ შეწყალების აქტი რესპუბლიკაში დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა ყოველივე, რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს – ნიკა გვარამია

ე.წ. “ხაჭაპურების თემას” ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და ასევე პოლიტკორექტულობის გარეშე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში:

რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.

სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.

ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი.

და საერთოდაც, სტერილური ნარატივი სძაგს უფალსა!”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ავადმყოფობასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის ავადმყოფობასთან დაკავშირებით და ექსპერტთა დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს:

როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.

ა.წ. 1 ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’

ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი“, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ იმ ქაჯებს, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო – ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი დუმილს არღვევს, საუბრობს 20-21 ივნისის მოვლენებზე და პასუხისმგებლობა მოხდართან დაკავშირებით აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციას დააკისრა:

ჩავთვალოთ, რომ ეს შეცდომა იყო მოსახლეობის გაღიზიანების მიზეზი, რომ ჩავთვალოთ. ეს მიზეზი დილის 12 საათზე ამოწურული იყო. აქედან გამომდინარე, როცა შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10 საათზე იწყებ, როცა დელეგაცია საქართველოში საერთოდ არ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი.

როცა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მზაობა გადადგომის თაობაზე, მე ვერ დავტოვებდი მის გადაწყვეტილებას ადამიანური სოლიდარობის გარეშე, აქედან გამომდინარე, მე დავთმე ხალხის მოცემული მანდატი, მაგრამ არ ვაპირებ დავთმო სიმართლე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრმა მომხდარში აქციის მონაწილეების ბრალეულობაც დაინახა და მათ ქმედებას ქაჯობა უწოდა. ყოფილი დეპუტატი კრიტიკული იყო მედიის მიმართაც:

ის, რაც 20 ივნისს მოხდა, იყო ქაჯობა.

დილის 12 საათზე ინციდენტი ამოწურული იყო, ღამის 10 საათზე პარლამენტის შტურმი რატომ იყო საჭირო?! ეს იყო საბაბი ოპოზიციის ხელში, რევოლუციური გზით, როგორც ეს გააკეთეს მიშა სააკაშვილის დროს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, – ხელისუფლების პარალიზება.

პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ იმ ქაჯებს, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო.

ქვეყანა არის 26 წელია ამ ორგანიზაციის წევრი და ქვეყანა არის დამფუძნებელი ამ ორგანიზაციის. ქაჯობაა აბაა რაა, როცა ქვეყანა ხარ დამფუძნებელი წევრი და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას მიიჩნევ შეცდომად.

ასამბლეის ჩატარება, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელების, რადგანაც დიპლომატიის ინსტრუმენტების გარდა ურთიერთობის სხვა ფორმა არ გვაქვს.

აი ეს მატყუარა მედიის წარმომადგენლები ტირაჟირებდნენ  მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩამოსული იყო რუსი დეპუტატი და არა ასამბლეის პრეზიდენტი, ტირაჟირებდნენ იმას, რომ ვითომ ნაომარი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ და ერთი ფაქტი ვერ დადეს“, – აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.

 

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უფრო წინ წავიდეთ ვიდრე არიან განვითარებული სახელმწიფოები – თორნიკე შარაშენიძე

რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დიდმა ინტრიგამ მოიცვა. საზოგადოების ცნობისმოყვარეობამ პიკს მიაღწია, რაც უფრო ახლოვდებოდა სტრატეგია “აღმაშენებლის” პრეზენტაცია და ა.წ. 1 ოქტომბერს ფილარმონიაში “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თავის გუნდთან ერთად, წარადგინა ეს ზეპარტიული პროექტი. პრეზენტაციის მსვლელობისას არაერთი საინტერესო იდეა-მოსაზრება გაჟღერდა როგორც ექსპერტების, ასევე პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე დიდ პოტენციალს ხედავს აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებისას და მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დიდი ამბიცია და იგი უნდა იყოს წამყვანი ქვეყნების რიგში.

ჩვენ გვაქვს ამბიცია, ამ  პროგრამას (იგულისხმება სტრატეგია “აღმაშენებელი”), რომ უფრო წინ წავიდეთ ვიდრე არიან განვითარებული სახელმწიფოები და ეს სწორია, იმიტომ რომ ჩვენ თუ მოვინდომებთ ვიღაცას დავეწიოთ, ეს იქნება ალბათ უაზრო შეჯიბრი, დროის  ფლანგვა“, – თორნიკე შარაშენიძე.

ცნობისათვის: სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილია ფეისბუკის გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაციები, როგორც აქტივობებთან დაკავშირებით, ასევე ანონსები დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ შეხვედრა/პრეზენტაციების შესახებ.

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი.

ღვთის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ერთეულები არიან“, – უთქვამს გია ყანჩელს და ძნელია არ დაეთანხმო მას, მით უმეტეს თვითონ რომაა ამის ნათელი დადასტურება…

ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში დავიწყებას არ მიეცემა და აღიქმება როგორც მცდელობა სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა”, – აღნიშნავდა გია ყანჩელი წლების წინ.

გია ყანჩელის სახელი უკვდავყო მისივე შემოქმედებამ და იგი სამარადჟამისოდ აღიბეჭდება ქართული და მსოფლიო მუსიკალური შემოქმედების ისტორიის ფურცლებზე.

50 წლის განმავლობაში ანაბივრებდა იგი ქართულ (და არა მარტო) კინოხელოვნებას და მისი მუსიკა 50-მდე ფილმში გაჟღერდა.

  • 1964 — ზღვის შვილები
  • 1965 — ოქრო (ანიმაციური ფილმი)
  • 1967 — სევდიანი რომანი (ანიმაციური ფილმი)
  • 1968 — არაჩვეულებრივი გამოფენა
  • 1968 — ქერათმიანი ქალიშვილი (მოკლემეტრაჟიანი)
  • 1968 — არ იდარდო
  • 1970 — კონკურენცია (ანიმაციური ფილმი)
  • 1970 — ფეოლა (მოკლემეტრაჟიანი)
  • 1970 — ქვევრი (მოკლემეტრაჟიანი)
  • 1971 — მეზობლები (ნოდარ გაბუნიასთან ერთად)
  • 1972 — როცა აყვავდა ნუში
  • 1972 — თეთრი ქვები(მოკლემეტრაჟიანი)
  • 1972 — გლადიატორი (მოკლემეტრაჟიანი)
  • 1972 — ბებერი მეზურნეები
  • 1973 — რეკორდი
  • 1973 — ციმბირელი პაპა
  • 1974 — შერეკილები (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)
  • 1974 — კაპიტნები
  • 1974 — ღამის ვიზიტი (რევაზ ლაღიძესთან ერთად)
  • 1974 — ჯადოსნური კვერცხი (ანიმაციური ფილმი)
  • 1975 — სადა ხარ ჩემო სავანა? (ანიმაციური ფილმი)
  • 1975 — კავკასიელი ტყვე
  • 1975 — კავკასიური რომანსი
  • 1977 — სამანიშვილის დედინაცვალი (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)
  • 1977 — მიმინო
  • 1977 — კინოთეატრი
  • 1978 — რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
  • 1978 — ხანუმა (ფილმი-სპექტაკლი)
  • 1978 — კავკასიური ამბავი
  • 1979 — დიუმა კავკასიაში
  • 1979 — წინაპართა მიწა
  • 1979 — კარიერზე
  • 1980 — ველოდები და ვიმედოვნებ
  • 1980 — მშობლიურო ჩემო მიწავ
  • 1982 — ცრემლები ცვიოდა
  • 1983 — ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
  • 1984 — დღეს ღამე უთენებია
  • 1986 — ქინ-ძა-ძა!
  • 1987 — მეფე ლირი
  • 1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
  • 1990 — ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი
  • 1990 — პასპორტი
  • 2004 — ნაციონალური ბომბა
  • 2009 — ბედნიერება
  • 2010 — ფელიჩიტა
  • 2010 — მთების შემდეგ
  • 2012 — კუ! ქინ-ძა-ძა (ანიმაციური ფილმი)
  • 2017 — მძევლები

მადლიერი თანამემამულენი უკანასკნელ გზაზე აცილებენ საამაყო კომპოზიტორს…

პანაშვიდი – 3, 4 ოქტომბერს (გ. ტოვსტონოგოვის ქ. №6),
გამოსვენება – 5 ოქტომბერს, 14 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრიდან.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს სასიქადულო მამულიშვილის, საამაყო კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამო

მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა – მამუკა ხაზარაძე

თანამდებობის პირებისა თუ, კერძოდ, საქართველოს მთავრობის წევრების, კონკრეტულად კი კონკრეტულად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის საქმიანობის შეფასებისას, თავისებური მოსაზრება ჰქონდა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს:

ადამიანები იკავებენ ისეთ თანამდებებს, რომლის აზრზეც არ არიან.

ნებისმიერ ვგულისხმობ, თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას, წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიონებს აბარებენ.

შეიძლება ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.