შაბათი, აპრილი 20, 2024

სტრატეგია “აღმაშენებელი”: ძლიერი ადამიანი! ძლიერი ოჯახი! ძლიერი საქართველო!

პროექტი, რომელმაც საზოგადოებაში ინტერესი გამოჩენისთანავე ჰპოვა, ღია სივრცეში პირველ ოქტომბერს გამოჩნდა. სტრატეგია “აღმაშენებლის” სახელით ცნობილი ქვეყნის განვითარების გეგმა “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ და პროექტის ავტორმა ფილარმონიის დარბაზიდან წარადგინა. გიორგი ვაშაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის შეიქმნა, საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ნაბიჯებისა და 20 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით. სტრატეგია “აღმაშენებელზე” ორმოცდაათამდე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა იმუშავა.

“ახალი საქართველოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრიდან ყოველკვირეულად, პროექტზე მომუშავე გუნდის წევრები, ქვეყნის სწრაფი განვითარების ინოვაციურ გეგმას და უკეთესი მომავლის სტრატეგიას გააცნობს საზოგადოებას. ხედვას, რომელიც აერთიანებს ქართველ ერს:

სტრატეგია აღმაშენებელი სამ ძირითად ფასეულობას ატარებს, ესენია: ძლიერი ადამიანი! ძლიერი ოჯახი! ძლიერი საქართველო!

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას, მთავარია დავიწყოთ აღმშენებლობის იდეის პროცესი, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქე იქნება ჩართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმ ნიჭის მობილიზება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია გაფანტული და გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისთვის.

სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა არის არა გადმოტანილი და კოპირებული, არამედ სრულიად ახალი, ინოვაციური და რაც მთავარია ქართულ რეალობაზე დაფუძნებული.

საქართველოს წარმატებული მომავლის გეგმას, რომელსაც სტრატეგია “აღმაშენებელი” ეწოდა, ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა. ასევე, შევისწავლეთ ოცი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითი.

ჩვენ რეალურად გვაქვს შესაძლებლობა ავაშენოთ წარმატებული საქართველო და ამისთვის საჭიროა შევიმუშავოთ წარმატებისა და განვითარების ქართული მოდელი. საჭიროა სტრატეგიის ირგვლივ ქართველი ერის გაერთიანება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული