შაბათი, მაისი 17, 2025
19.9 C
Tbilisi
Home Blog Page 1783

დასრულდა ჩემი 22 თვიანი საქმიანობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე – ირაკლი ლექვინაძე

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების თაობაზე აკეთებს განცხადებას ირაკლი ლექვინაძე და განმარტავს, რომ დაკავებული პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს:

მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი საქმიანობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

– პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება! 🙂

მინდა წარმატებები ვუსურვო შემდეგ ბიზნესომბუდსმენს!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს მაია გომურის, ომარ სეხნიაშვილისა და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობის თაობაზე

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაია გომურთან, რომელმაც თვალი დაკარგა და სხვებთან დაკავშირებით, რომლებიც დაზარალებულად ცნობას მოითხოვდნენ:

“2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მაკო გომურმა ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გაოგნებული ასაჯაროვებდა ექსპერტიზის ბიუროს მისდამი დასმულ შეკითხვას – “დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალი?“…

სულ მცირე არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობაა მთავრობის მხრიდან რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება და რუსეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის ათობით მილიონის დახარჯვა – თამთა შამათავა

რუსეთის ავიასანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციებსა და ტურიზმის სფეროში მთავრობის პოპულისტურ, არამიზნობრივ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა და მას არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობად მიიჩნევს:

რუსეთის ავიასანქციების მიუხედავად, 10 თვეში ვიზიტორთა რიცხვი 8 მილიონს აჭარბებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შესაძლებელი ყოფილა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მინიმუმადე შემცირება. მთავარია, ამის პოლიტიკური ნება არსებობდეს.

რამდენიმე წელია, მთავრობა საპირისპიროს გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, სანქციების შემდგომ ჩამწკრივებული მთავრობის წევრები, რომლებიც პუტინის გადაწყვტილების გამო აპოკალიფსს გვიწინასწარმეტყველებდნენ და თან, ამაზე, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდნენ.

ამავე მიზეზით, რომ პუტინის სანქციები ეკონომიკურად დაგვაზიანებდა, მთავრობამ რუსეთთან ფრენების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო გამოყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

დღეს, კონკრეტული რიცხვები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება და წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე მარკეტინგისთვის ათობით მილიონის დახარჯვა იყო, სულ მცირე, არაგონივრული ან მიზანმიმართული მავნებლობა მთავრობის მხრიდან. ამის საპირწონედ, ჩვენ გუნდს ჰქონდა ინიციატივა – ,,საქართველო ახლოსაა“, რაც გულისხმობს პირდაპირ ფრენებს ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიცაა ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, სოფია, ბუქარესტი, გდანსკი, კრაკოვი, ვროცლავი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.

ვიზიტორების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდისთვის, მნიშნელოვანია, საქართველოში ჩამოსვლა მარტივი იყოს, პირდაპირი ფრენები გვქონდეს ისეთ დიდ ქალაქებთან, სადაც საქართველოს მაღალ ცნობადობა აქვს. ასევე, საერთაშორისო მარკეტინგისთვის თანხები დაიხარჯოს მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოსული ვიზიტორი ბევრად მეტს ხარჯავს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნავს თამთა შამათავა.

მედია-ტური პრომეთეს მღვიმეში

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების ანონსირებას ისახავდა მიზნად.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორ ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მღვიმეში 2019 წელს სრულად შეიცვალა განათების სისტემა და ტურისტებს ახლა სრულიად განსხვავებულ გარემოში შეუძლიათ მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმის ბოლო დარბაზში იმართება ლაზერ-შოუც. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, მედია-ტურის მონაწილეებმა პანტონით გაისეირნეს პალიასტომის ტბის ფიჩორის მონაკვეთზე და მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორია წელს საქართველოში პირველად, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა რაც თანამშრომლებენ. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 16 ვიდეო ბლოგი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგებს სოციალურ ქსელში 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვთ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას აცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და ეხმარებიან მათ ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კონჩიტების და ლევან აკინების ხელის ბიჭი – გურამ ფალავანდიშვილი

კინოთეატრებში ფილი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების საწინააღმდეგო აქციებს აწყობს საზოგადოება “ზნეობის” წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მიაჩნია, რომ ფილმის ჩვენება ბიძინა ივანიშვილის ლობირებით ხდება:

მიუხედავად ვაჟკაცობისა და მცდელობისა, ჩვენ კინოთეატრებში ვერ შევედით და თან ამას მოჰყვა ზოგიერთი პროვოკატორების რაღაც სიგიჟე, რაღაც აფეთქებები და  ქვების სროლა.

დავდგებით ყველა კინოსთან პლაკატებით და შემსვლელ ადამიანს სინდისის გრძნობას აღვუძრათ, რომ არ შევიდეს.

თუ პოლიცია იქიდან წავა ჩვენ დავრჩებით კინოს ბოლომდე, აუცილებლად შევალთ დარბაზში ისევ, ვთქვათ შუქს ავანთებთ ან რაღაცას სპეციალურად გამოვრთავთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კონჩიტების და ლევან აკინების ხელის ბიჭი და მიუხედავად თავისი 4 შვილისა, სანთლებით სიარულისა ფარისევლურად, ლგბტ ლობის ხელის ბიჭია,”- აცხადება გურამ ფალავანდიშვილი.

ავიაკომპანია “Ryanair”-ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე – მარიამ ქვრივიშვილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, საქართველოს ავიაბაზარზე “Ryanair”-ის შემოსვლასთან დაკავშირებით, საკუთარი შეფასება/მოსაზრებები დააფიქსირა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელმა.

ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair -ის შემოსვლა საქართველოში, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

Ryanair -ის შემოსვლა განაპირობებს ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი მოქალაქის საქართველოში ტურისტად მოგზაურობას და, რაც მთავარია, ეს აისახება იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო.

პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია იმ შესაძლო სიტუაციების, რომელიც შეიძლება დაპირისპირებაში გადაზრდილიყო – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გუშინ კოსტავას გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ინციდენტებზე და გაანეიტრალა სიტუაციები.

სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია იმ შესაძლო სიტუაციების, რომელიც შეიძლება ფიზიკურ კონტაქტსა და დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ერთეულ ფაქტებს, სადაც ადგილი ჰქონდა, ვადევნებდი თვალს მედიით, პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება და მოხდა ამ სიტუაციების განეიტრალება.

თუ რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ამას ქვეყენაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, რომელიც ამ კანონის განხორციელებაში არიან პასუხისმგებელნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კახა კალაძე, როცა ადამიანები შიმშილობენ რა ნამუსით ამცირებ უფასო სასადილოების ბიუჯეტს?! – თეონა ჭალიძე

სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირების უფასო სასადილოებში გამოკვების პრობლემებზე საუბრობს “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი. თეონა ჭალიძე დედაქალაძის მერს მიმართავს და კახა კალაძისგან უფასო სასადილოების ბიუჯეტის შემცირების ნაცვლად, მის გაზრდას მოითხოვს:

,,დღესდღეობით თბილისში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობს 38 365 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი. აღნიშნული რაოდენობის ბენეფიციარია ძირითად სიაში, დამატებით სიაში კი – 2807, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ულუფას, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ მივა სასადილოში. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება 4080 ბენეფიციარი, რაც იმას ნიშნავს რომ 7000-მდე ადამიანი ითხოვს უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ.

სასადილოს მომსახურეობით სარგებლობის მოთხოვნა რეალურად კიდევ უფრო მაღალია, თუმცა რიგი გარემოებების გამო არაა ეს ციფრებში ასახული. მაგალითად: განცხადებას აღარ აწერინებენ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ არის ადგილი და აზრი არ აქვს განცხადების დაწერას. მათ ვინც, წინა წელს დაწერეს განცხადება და დღემდე ელოდებიან სიაში ჩასმას, არ იციან რომ განცხადების განახლება იყო საჭირო ამ წელსაც. ასევე, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერეს და შეუწყვიტეს საარსებო შემწეობის ჩარიცხვა ათასობით ადამიანს, რაც შესაძლოა მათი სიიდან ამოღების მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად ამისა გუშინ საკრებულოს სხდომაზე, იმის ნაცვლად რომ გაეზარდათ სასადილოების არსებული ბიუჯეტი, პირიქით შეამცირეს 188000 ლარით.

მივმართავ კახა კალაძეს – როცა ადამიანები შიმშილობენ რა ნამუსით ამცირებ უფასო სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფეიერვერკება, როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს და 7000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს, თუნდაც იმ 1 ლარითა და 30 თეთრით გამზადებული საკვებით?! ამ ქმედების არგუმენტად დასახელდა, რომ თითქოს უფასო სასადილოებით სარგებლობაზე მიმართვიანობა დაბალია და ამიტომ შეამცირეს არსებული ბიუჯეტი, რაც არის ყოვლად გაუმართლებელი და აბსურდული არგუმენტი.

ფაქტია რომ დღევანდელი მონაცემებით იმ განაცხადებსაც ვერ აკმაყოფილებენ, რაც ოფიციალურად არის რეგისტრირებული. მივმართავ ყველა მოქალაქეს, ვინც ჯერ ვერ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურეობით, მივიდნენ გამგეობებში, მუნიციპალიტეტებში და დაწერონ განცხადებები. აუცილებელია დაფიქსირდეს, რეალურად რამხელაა მოთხოვნა და რომ რეალურად, ბიუჯეტი შესამვირებელი კი არა, გასაზრდელია“ – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

თეა წულუკიანო, ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით?! – ირაკლი ოქრუაშვილი

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ამჯერად ყურადღებას ციხის მაღაზიის მაღალ ფასებზე ამახვილებს. გარდა ამისა ირაკლი ოქრუაშვილი რუსული პროპაგანდისტული არხების ნაცვლად ქართული არხების ჩართვის სურვილსაც გამოთქვამს:

წულუკიანი თეა რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი?
კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.

P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ☝🏻 ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ – TV პალიტრა და მთავარი არხი“, – მიმართავს იუსტიციის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილი, ფეისბუკის პირადი გვერდის მეშვეობით.

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ − მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი დაამტკიცა

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ 7 ნოემბერს დაამტკიცა. პაკეტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. 2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრსა და მოქალაქეს შორის საფუძვლიან დავათა მცირე ოდენობა ადასტურებს, რომ 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია. 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.

როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:

– ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ. მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი;

– კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;

– მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით;

– შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. დღეს ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში:

– რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;

– აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;

– მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;

– თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.

სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში:

– თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს;

– იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა;

– ფართოვდება მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი დღეს ასეთ დოკუმენტად მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.

კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.