სამშაბათი, აპრილი 16, 2024

რუსეთი ტურისტულ ემბარგოს უწესებს საქართველოს

თბილისში, პარლამენტში მომხდარ ფაქტსა და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სადამსჯელო ღონისძიებები გაეტარებინა საქართველოს წინააღმდეგ და გამოსცა განკარგულება კონკრეტულ აკრძალვებთან დაკავშირებით.

პარასკევს, 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ა.წ. 8 ივლისიდან ავიაკომპანიებს, დროებით, ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში საჰაერო, მათ შორის, კომერციული გადაყვანები. ამასთან დაკავშირებით, კომპანიებმა შეწყვიტეს ბილეთების გაყიდვა. შეზღუდვები შეეხებათ ქართულ ავიაკომპანიებსაც და ისინი ვერ იფრენენ რუსეთში.

აღნიშნული განკარგულებით, რუსულ ტურისტულ სააგენტოებსა და ოპერატორებს, ზემოაღნიშნული აკრძალვების გათვალისწინებით, აკრძალვის პერიოდში, რეკომენდაცია ეძლევათ, რომ თავი შეიკავონ ტურისტული გადაყვანა/გადაზიდვების სერვისული მომსახურებებისგან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული