შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1658

ირაკლი კობახიძე: „ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უფრო, რომ შედეგები უკვე სახეზეა“

„ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის უკვე სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, როცა ბათუმში შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება  მოხდა, პირდაპირ ემთხვევა იმ ვადებს, რა ვადებშიც ხდება ვირუსის გავრცელება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება არამედ, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი:

ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია, რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე თუმცა, კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა უკვე რეგიონებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. ამით იყო გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში და დღემდე ამით არის გამორჩეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე: ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები

ადამიანის უფლებათა ცენტრი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებს ასაჯაროებს და პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით:

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების საქმეზე.

საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და საპროცესო მოქმედებათა მონიტორინგის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბრიდან, საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატად ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი – ეკა ქობესაშვილი.

ამ დროისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია მთელი რიგი ღია საკითხები, რომლებიც კვლავაც არ არის შესწავლილი და შესაძლოა, მიუთითებდეს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე. ამის მიუხედავად, მსგავს საკითხებზე გამოძიება ან საერთოდ არ მუშაობს ან ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტად თუ გარემოებად მიიჩნებს და არ სწავლობს საფუძვლიანად.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ერთობლიობის ანალიზით ორგანიზაცია პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები სრულად იხ. მიბმულ დოკუმენტში

“დიფ ფეიკი” ანუ ღრმა სიყალბე თვითონ “ქართული ოცნებაა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”, როგორც სიყალბეს ისე მოიხსენიებს. მისი თქმით საჭიროა 31 ოქტომბრის არჩევნებზე თითოეული მოქალაქე მივიდეს ხმის მისაცემად და გააკეთოს სწორი არჩევანი, რათა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს:

დიფ ფეიკი ანუ ღრმა სიყალბე თვითონ „ქართული ოცნებაა“, რომელსაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში 35%-ზე მეტი აიღოს. ასე რომ ხელი აიღეთ ყოველგვარი გაყალბების მცდელობისგან, იმიტომ რომ ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე იმისათვის, რომ ის უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე და უპერსპექტიობა, რაც დღეს საქართველოშია ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ.

თითოეულ მოქალაქეზე და ამომრჩეველზეა დამოკიდებული საქართველო აღმშენებლობას დაიწყებს თუ კვლავ ამ დიდ სიყალბეში იქნება, ამ დიდ ფეიკში, რომელსაც ისინი რვა წელია ტირაჟირებენ. „ქართული ოცნების“ თითოეული ლიდერი მართლაც „დიფ ფეიკია“, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გააღარიბეს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია” – ნათია მეზვრიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა პანდემიის პირობებში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე:

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია, დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულის მიუხედავად ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, ვანხორციელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი ლოკალური შეზღუდვებით, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი, ასევე მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, პოსტ-კრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი, ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას.

გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, სადაც როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრებზე ერთხმად აღინიშნა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას რათა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის საშუალებით.

ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მითითება ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე.

წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის შენელებასთან, ამაზე საუბრობენ ხშირად ექიმები და ეპიდემიოლოგები, თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი წესების დაცვა  მაქსიმალურად შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ.

წინ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლების უსაფრთოებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“გავიმარჯვეთ! ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ!” – ნიკა გვარამია

3 დღის წინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიერ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ საზოგადოება, მინიმუმ, საფუძვლიანად დააფიქრა, დააბნია, გააოგნა. დღეს კი გვარამიას ფეისბუქის პირად გვერდზე გაჩნდა ახალი სკანდალური ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ იდენტიფიცირებულ პიროვნებას აკავებენ, რასაც პოსტის ავტორი სერიოზულ გამარჯვებად მიიჩნევს:

გავიმარჯვეთ!

ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ! არა და როგორ მომზადებული ყავდათ “პადსტავნოი” ვინმე გვაზავა 😈 მარა სიმართლე რომ ჩვენ გვქონდა ხელთ, მეტი რა გზა ჰქონდათ – დააკავებენ ნამდვილ დამნაშავეს და მოუწევთ თქმა, რომ მოქმედი სამხედროა ტერორისტი და მისი თანამზრახველი ვინაა, გამოიცანით? ასევე მოქმედი სამხედრო, ფეიკ მძევალი ხვიბლიანი 😎 აღარ პრავდება 🤓

ასეა ვოთსონ, ასე უნდა მუშობა ელისო კილაძე
უყურეთ პიეფს ✌️“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ცესკოს მიმართვა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისადმი

ცენტრალუდი საარჩევნო კომისია მიმართავს კონკრეტულ ამომრჩევლებს, კერძოდ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ მათ დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი არჩევნებში მონაწილეობისათვის:

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე:
☎️ 2 51 00 51 (0)

დაგვიკავშირდით, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში!” – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

თბილისის მერია ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა

დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასულ ერთ-ერთ რეპორტაჟთან დაკავშირებით და განმარტებებს აკეთებს:

გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც თითქოს შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

რეალურად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეა გაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო.

რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად.

სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ.

ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

“მივიდეთ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელმა” ქუთაისში, წინასაარჩევნოდ იმერეთის დასკვნითი ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს “სტრატეგია აღმაშენებელის” საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც მისივე თქმით სამ მნიშვნელოვან პრინციპზეა დაფუძნებული, კერძოდ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება; პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება; ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიაჩნია, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” ეს არის რეალური საქმის კეთება ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა საქართველოსთვის, ეს არის საქმის მეკეთებელთა გუნდის ფიქრი და დაუღალავი შრომა ქვეყნის მომავლისადმი:

მივესალმები ქუთაისს, ჩემს იმერეთს, სრულიად საქართველოს. ასობით ათას ჩვენს მხარდამჭერს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ახლა ტელეეთერიდან გვადევნებს თვალს. მე მიხარია, რომ აღმშენებლობის ახალ ეროვნულ იდეას, რასაც “სტრატეგია აღმაშენებელი” წარმოადგენს, ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს ყველა ქალაქსა და სოფელში. “სტრატეგია აღმაშენებელი” – ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა:

• ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება;
• პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება;
• ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

“სტრატეგია აღმაშენებელი” – ეს არის აღმშენებლობის ახალი ეროვნული იდეა, ახალი შესაძლებლობა ყველასთვის, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა იმ ეროვნულ ენერგიას, რასაც ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, აღმშენებლობისკენ მივმართავთ.

“სტრატეგია აღმაშენებელი” არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის.

“სტრატეგია აღმაშენებელი” – ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის.

ეს არის ფიქრი და დაუღალავი შრომა შენი ქვეყნის მომავლისადმი.

“სტრატეგია აღმაშენებელი” – ეს არ არის ჩვენი კულტურის ჩაკეტვა, იზოლაცია, პირიქით ეს არის ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფლიოში გატანა.

“სტრატეგია აღმაშენებელი” ეს არის გლობალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საქართველო.

და ბოლოს, “სტრატეგია აღმაშენებელი” არ არის ერთი წლის, თუნდაც ერთი თაობის პერსპექტივიდან დანახული საქართველო, არამედ ეს არის ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ახლებური გააზრება.

მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით უმძიმესი ვითარებაა. უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, სხვა არჩევანს არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ მე, ჩემ გუნდთან ერთად, სხვა ათასობით პატრიოტ ადამიანთან ერთად ჩვენ თავზე ავიღოთ ურთულესი პასუხისმგებლობა უსამართლობასთან, სიღარიბესთან და მონოპოლიებთან ბრძოლისა. მე მჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩვენ გვაქვს შანსი, 31 ოქტომბრის არჩევნები ვაქციოთ საქართველოს ისტორიული შემობრუნების წერტილად. რადგან, ექვსი დღის შემდეგ, თქვენი ხმა იქცევა კანონად, რომელიც არა 4 წლით, არამედ ათწლეულებით განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს.

მეგობრებო, ცვლილებები მოხდება მაშინ, თუ კი ყველანი ვირწმუნებთ ამას და ვიმოქმედებთ ამ რწმენით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, რისთვისაც საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი პატრიოტი, გულანთებული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე. რადგან, ამ უსამართლობასთან შეგუება, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა დანაშაულია.

ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება მათ, ვინც 8 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი.

მე მჯერა თქვენი, რომ ყველა ერთად ავირჩევთ აღმშენებლობას და უკეთეს მომავალს.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია შევქმნათ თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეული დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით დავამკვიდრებთ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიის ევროპულ სტანდარტს, დეპოლიტიზებულ პოლიციას და სამართლიან სასამართლოს.
მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ სიღარიბე და უსამართლობა.
ამისთვის ჩვენ ვაპირებთ, გამარჯვებისთანავე, პირველ 30 დღეში:

  • დაუყოვნებლივ, დეკემბრის თვეში მოხდება ყველა პენსიონერისთვის უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტის ჩამოწერა;
  • პრობლემურ სესხებზე 6 თვიანი მორატორიუმი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე;
  • 2020 წელს მისაღები 5 მილიარდიდან 500 მილიონი ლარის მობილიზაცია პრობლემური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის (ფიზიკური პირები, ვინც დაკარგეს სამახური, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი).
  • დეკემბრის თვეში, პირველივე ინიციატივით დავიწყებთ მედიკამენტების 30%-იანი გაიაფების პროცესს.
  • დავნერგავთ წამალზე ფასწარმოქმნის გამჭირვალე ევროპულ სტანდარტს.
  • ავაწყობთ გამართულ ტესტირება/დიაგნოსტიკის სისტემას/ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
    გავასამმაგებთ (7000 ტესტი საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში) დღიურად ჩატარებული ტესტების საშუალო მაჩვენებელს. საშუალოდ არანაკლებ 20 000 ტესტი დღეში.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არ უნდა გახდეს ჩვენი სახლში დარჩენის მიზეზი და შესაბამისად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება.
სწორედ ეპიდუსაფრთხოების წესების დაცვით, უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებზე, ვუთხრათ უარი მათ, სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბერდია სიჭინავა – დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 604 პირი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანგარიში წარმოადგინა ქვეყანაში, ბოლო დღეღამის განმავლობაში, კოვიდინფიცირების ფაქტების შესახებ:

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.

სამწუხაროდ, 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.

დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის – 788, აჭარაში – 551, იმერეთში – 245, ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში-2 059.

სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის: აღსანიშნავია, რომ გუშინ, 24 ოქტომბერს დედაქალაქში დაფიქსირდა კორონავისუსით ინფიცირების, ანტირეკორდული 4-ნიშნა მაჩვენებელი – 1034.

“სტრატეგია აღმაშენებელმა” 27 საათიანი ტურნე დაიწყო – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონია, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს, სწორედ ამიტომ 27 საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს. ვაშაძის თქმით, 27 საათის მანძილზე, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს. პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის:

არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27-საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს, მხარდამჭერებს. ბევრი დასვამთ კითხვას – რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! – იმიტომ, რომ 27 „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, იმისათვის, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე.

ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის.

პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შინაარსი. გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია გვაქვს უშრეტი ენერგია, დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის მანძილზე გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქ-“ლაივის” საშუალებით და ნახავთ რა აქტიობა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ.

27 ნომერი 27 საათის მანძილზე – ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით მთელი საქართველო მოვიცვათ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.