პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1657

ჩვენ ვნახეთ რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა გამოძიებას პირდაპირ შეუშალეთ ხელი – თეა წულუკიანი

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თეა წულუკიანმა სხვა თემებთან ერთად ზუგდიდის სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და მას წარმატებული უწოდა, რისთვისაც საჯაროდ გადაუხადა მადლობა ყველა იმ პირს, ვინც მძევლების მშვიდობიანად გამოყვანაში მონაწილდეობდა. ამასთანავე, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ცალკეული ტელეარხები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელი შეუშალეს გამოძიებას:

ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, რაც არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად იმას მიიჩნევდით, რომ გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო.

ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა გამოძიებას პირდაპირ შეუშალეთ ხელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების მიუხედავად ზოგიერთმა თქვენგანმა მაინც გაავრცელეთ დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორომაცია.

მინდა საჯაროდ გადავახუდო მადლობა შინაგან საქმეთა სამინსიტოს მთლინად სისტემას, უფრო კონკრეტულად ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო-ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას,’’ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ანა რობაქიძე

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის რეგისტრაციის ვადა კიდევ ერთხელ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გააგრძელა

ცესკომ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა, თვითოზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მაღალი აქტივობიდან გამომდინარე გადასატან ყუთებზე რეგისტრაცია დღეს, 27 ოქტომრის 18:00 საათამდე დასრულდება:

ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონოსაინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთმდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში,’’ – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი
ანა რობაქიძე

პრემიერი გახარია ქვეყანაში შექმნილი კოვიდმდგომარეობით მანიპულირებს, “ქართულ ოცნებას” იმის იმედიღა დარჩა, რომ ფიქრობს ხალხი არჩევნებზე არ მივა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა  ხერხებით ახდენს  მანიპულირებას და  განაგრძობს მოსახლეობის პირდაპირ დაშინებას იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლა გადაიფიქრონ, ზოგიერთ შემთვევაში კი, ახდენს ამომრჩევლების მოსყიდვას. ვაშაძის თქმით, მისი გუნდი კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს და საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს. პარტიის პრემიერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ თავი დაანებონ მანიპულაციას, რადგან მისი დამკვირვებლები არჩევნების გაყალბების შესაძებლობას არ მისცემენ:

წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ძალიან ცოტაა დარჩენილი ხელისულების შეცვლამდე. თუმცა გახარია და მისი „ფულის მკეთებელთა“ გუნდი არჩევნების შედეგებზე მანიპულირებს და ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: ეს არის, კორონავირუსით ხალხის პირდაპირი დაშინება, იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლის შეეშინდეთ, რადგან ფიქრობენ, რომ  ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგი და მოგებიანია და მეორე, ახდენს ამომრჩვლის პირდაპირ მოსყიდვას. სულ უფრო მეტი და მეტი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აღწევს ჩვენამდე, როცა ამომრჩევლისგან უბრალოდ ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენი გუნდი ამ თემებზე მუშაობს და სულ მალე კონკრეტულ ფაქტებსაც აუცილებლად წარმოგიდგენთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე და  „ქართულ ოცნებას“ მიმართავს თავი დაანებონ კოვიდშემთხვევებით მანიპულირებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას.

რაც არ უნდა მანიპულაციის ხერხებს მიმართოთ,  ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე და მხარდამჭერი გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი და პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნე პირები იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მოგცეთ. მაგრამ თუ შეეცდებით მანიპულაციას, თქვენ საკადრის პასუხს მიიღებთ. მოვუწოდებ მოქალაქეებს – ძალიან გთხოვთ არ შეშინდეთ კორონავირუსით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არჩევნები კორონავირუსის პირობებში ჩატარდა, არჩევნები არ გამხდარა ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც ვირუსის გადადების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი არსებობს. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიის, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ხალხის დაშინებაში პირდაპირ ბატონ გახარიას და „ქართულ ოცნებას“  ვადანაშაულებ, რადგან ისინი ფიქრობენ, სწორედ კორონავირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა და მხოლოდ ამის იმედი აქვთ,“ – მიაჩნია გიორგი ვაშაძეს.

“თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი” – ვლადიმერ ბორცვაძe

სპეციალური ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და საზოგადოებას ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლების აყვანაში დამნაშავე პირის, ამჟამად ძებნაში მყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს,” – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ასევე განუმარტა მიზეზები, თუ რატომ შეიკავა თავი სამინისტრომ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან:

ჩვენ, ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან, მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი, გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში, გარკვეულწილად, ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი, თავდასხმის შემდგომ, იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ, ამ ფოტოების საჯაროდ, მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა. შესაბამისად, ჩვენ მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ გუშინ, რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ვინაიდან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელია მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიასაშუალებებამდე.

სამწუხაროდ, გარკვეული მედიის წარმომადგენლებმა ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მაიქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის ეჭვმიტანილი პირის მონაცემები, რაც გარკვეულწილად საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება და ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისე საპოლიციო ღონისძიებებს“, – აღნიშნავს ვლადიმერ ბორცვაძე.

“ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 27-საათიანი უწყვეტი ტურნეს ფარგლებში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბათუმიდან დაიწყო, 17-ზე მეტი ლოკაცია მოიარა, ასობით მხარდამჭერს შეხვდა და საქართველოს აღმშენებლობის გეგმა გააცნო. პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ქალაქს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. ქუთაისი კი, სადაც შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაიბრუნებს, რასაც მისი განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია.

“სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატის მთავარ მესიჯს მოსახლეობასთან შეხვედრისას არჩევნებზე მისვლა და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიისთვის საკადრისი პასუხის გაცემა წარმოადგენდა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას სიღარიბეს, უმუშევრობას, გაჭირვებას, კრიმინალს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად:

ჩვენ გუშინ, დილით 09:00 საათზე ბათუმიდან 27-საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყეთ. მოვიარეთ 17-ზე მეტი ლოკაცია და ასობით ადამიანს შევხვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა. პენსიონერები, რომლებიც უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტის გადახდას ვეღარ აუდიან, სოციალურად დაუცველები, რომლებიც  ვეღარანაირ საკვებს ვეღარ ყიდულობენ, იმისთვის რომ ელემენტარულად გამოკვებონ საკუთარი ოჯახი.

სოფლად თუ ქალაქად, ადამიანების ცხოვრების პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას რასაც „ქართული ოცნება“ გვიხატავს. არის უმძიმესი მდგომარეობა, სადამდეც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მიგვიყვანა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ამ ადამიანებში ვნახეთ ის რწმენა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნია.

მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ეს სიღარიბე, ეს გაჭირვება, ეს უმძიმესი ვითარება დავამარცხოთ ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია 31 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, მივიდეთ და ხმა მივცეთ ცვლილებებს, სიახლეს და უარი ვუთხრათ მათ, ვინც ამდენი  წლის განმავლობაში გატყუებდათ, ვინც დამნაშავეა თქვენს მძიმე სოციალური პირობების შექმნაში.

მთავარი საკითხი, რაზეც ხალხი საუბრობს, ეს – სიღარიბე, შიმშილი და გაჭირვებაა. მათ ფული არ აქვთ საკვების შესაძენად, შრომისუნარიან ადამიანებს სამუშაო ადგილი არ აქვთ, პენსიონერებს არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და საკვებს შორის, უსამართლოდ მაღალია წამლების ფასი. სწორედ ამიტომ თითოეულ ადამიანს ვპირდებით, გამარჯვების პირველ 30 დღეში პენსიონერებს სესხის უსამართლოდ მაღალ 36-40%-ს ჩამოვაწერთ, 30%-ით გავაიაფებთ წამლებს, ყველას ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც შეუმცირდათ ბიზნესი 6 თვის მანძილზე სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ და რაც მთავარია გავასამმაგებთ კორონა ვირუსის ტესტების რაოდენობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ლოკალიზება და არ ხდებოდეს კორონა ვირუსის მასობრივი გავრცელება. დავიწყებთ აღმშენებლობას თქვენთან ერთად და  აუცილებლად დავამარცხებთ სიღარიბეს.

დიდი მადლობა ჩვენს თანაგუნდელებს, ვინც მთელი 27 საათის მანძილზე დაუზარელად, აქტიურად, ენერგიულად დადიოდა რეგიონებში, მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს რეგიონებში და მათ მინდა ვუთხრა, რომ სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ენერგია არის ის ენერგეტიკა, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს. ჩვენი უშრეტი და დაუღალავი ენერგია, 24/7-ზე შრომა საჭიროა იმისათვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე და კონკრეტული შედეგი.

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელი ჩამოგართვით და  დაგპირდით, რომ  უსამართლობას შევცვლით, აუცილებლად გავაკეთებთ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობას დავაბრუნებთ ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

ირაკლი კობახიძე: „ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უფრო, რომ შედეგები უკვე სახეზეა“

„ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის უკვე სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, როცა ბათუმში შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება  მოხდა, პირდაპირ ემთხვევა იმ ვადებს, რა ვადებშიც ხდება ვირუსის გავრცელება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება არამედ, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი:

ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია, რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე თუმცა, კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა უკვე რეგიონებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა. ამით იყო გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში და დღემდე ამით არის გამორჩეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე: ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები

ადამიანის უფლებათა ცენტრი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებს ასაჯაროებს და პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით:

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების საქმეზე.

საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და საპროცესო მოქმედებათა მონიტორინგის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბრიდან, საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატად ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი – ეკა ქობესაშვილი.

ამ დროისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია მთელი რიგი ღია საკითხები, რომლებიც კვლავაც არ არის შესწავლილი და შესაძლოა, მიუთითებდეს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე. ამის მიუხედავად, მსგავს საკითხებზე გამოძიება ან საერთოდ არ მუშაობს ან ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტად თუ გარემოებად მიიჩნებს და არ სწავლობს საფუძვლიანად.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ერთობლიობის ანალიზით ორგანიზაცია პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხები სრულად იხ. მიბმულ დოკუმენტში

“დიფ ფეიკი” ანუ ღრმა სიყალბე თვითონ “ქართული ოცნებაა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”, როგორც სიყალბეს ისე მოიხსენიებს. მისი თქმით საჭიროა 31 ოქტომბრის არჩევნებზე თითოეული მოქალაქე მივიდეს ხმის მისაცემად და გააკეთოს სწორი არჩევანი, რათა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს:

დიფ ფეიკი ანუ ღრმა სიყალბე თვითონ „ქართული ოცნებაა“, რომელსაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში 35%-ზე მეტი აიღოს. ასე რომ ხელი აიღეთ ყოველგვარი გაყალბების მცდელობისგან, იმიტომ რომ ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე იმისათვის, რომ ის უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე და უპერსპექტიობა, რაც დღეს საქართველოშია ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ.

თითოეულ მოქალაქეზე და ამომრჩეველზეა დამოკიდებული საქართველო აღმშენებლობას დაიწყებს თუ კვლავ ამ დიდ სიყალბეში იქნება, ამ დიდ ფეიკში, რომელსაც ისინი რვა წელია ტირაჟირებენ. „ქართული ოცნების“ თითოეული ლიდერი მართლაც „დიფ ფეიკია“, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გააღარიბეს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია” – ნათია მეზვრიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა პანდემიის პირობებში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე:

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია, დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულის მიუხედავად ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, ვანხორციელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი ლოკალური შეზღუდვებით, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი, ასევე მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, პოსტ-კრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი, ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას.

გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, სადაც როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრებზე ერთხმად აღინიშნა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას რათა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის საშუალებით.

ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მითითება ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე.

წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის შენელებასთან, ამაზე საუბრობენ ხშირად ექიმები და ეპიდემიოლოგები, თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი წესების დაცვა  მაქსიმალურად შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ.

წინ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლების უსაფრთოებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“გავიმარჯვეთ! ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ!” – ნიკა გვარამია

3 დღის წინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიერ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ საზოგადოება, მინიმუმ, საფუძვლიანად დააფიქრა, დააბნია, გააოგნა. დღეს კი გვარამიას ფეისბუქის პირად გვერდზე გაჩნდა ახალი სკანდალური ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ იდენტიფიცირებულ პიროვნებას აკავებენ, რასაც პოსტის ავტორი სერიოზულ გამარჯვებად მიიჩნევს:

გავიმარჯვეთ!

ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ! არა და როგორ მომზადებული ყავდათ “პადსტავნოი” ვინმე გვაზავა 😈 მარა სიმართლე რომ ჩვენ გვქონდა ხელთ, მეტი რა გზა ჰქონდათ – დააკავებენ ნამდვილ დამნაშავეს და მოუწევთ თქმა, რომ მოქმედი სამხედროა ტერორისტი და მისი თანამზრახველი ვინაა, გამოიცანით? ასევე მოქმედი სამხედრო, ფეიკ მძევალი ხვიბლიანი 😎 აღარ პრავდება 🤓

ასეა ვოთსონ, ასე უნდა მუშობა ელისო კილაძე
უყურეთ პიეფს ✌️“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.