შაბათი, აპრილი 27, 2024

პრემიერი გახარია ქვეყანაში შექმნილი კოვიდმდგომარეობით მანიპულირებს, “ქართულ ოცნებას” იმის იმედიღა დარჩა, რომ ფიქრობს ხალხი არჩევნებზე არ მივა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა  ხერხებით ახდენს  მანიპულირებას და  განაგრძობს მოსახლეობის პირდაპირ დაშინებას იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლა გადაიფიქრონ, ზოგიერთ შემთვევაში კი, ახდენს ამომრჩევლების მოსყიდვას. ვაშაძის თქმით, მისი გუნდი კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს და საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს. პარტიის პრემიერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ თავი დაანებონ მანიპულაციას, რადგან მისი დამკვირვებლები არჩევნების გაყალბების შესაძებლობას არ მისცემენ:

წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ძალიან ცოტაა დარჩენილი ხელისულების შეცვლამდე. თუმცა გახარია და მისი „ფულის მკეთებელთა“ გუნდი არჩევნების შედეგებზე მანიპულირებს და ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: ეს არის, კორონავირუსით ხალხის პირდაპირი დაშინება, იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლის შეეშინდეთ, რადგან ფიქრობენ, რომ  ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგი და მოგებიანია და მეორე, ახდენს ამომრჩვლის პირდაპირ მოსყიდვას. სულ უფრო მეტი და მეტი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აღწევს ჩვენამდე, როცა ამომრჩევლისგან უბრალოდ ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენი გუნდი ამ თემებზე მუშაობს და სულ მალე კონკრეტულ ფაქტებსაც აუცილებლად წარმოგიდგენთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე და  „ქართულ ოცნებას“ მიმართავს თავი დაანებონ კოვიდშემთხვევებით მანიპულირებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას.

რაც არ უნდა მანიპულაციის ხერხებს მიმართოთ,  ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე და მხარდამჭერი გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი და პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნე პირები იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მოგცეთ. მაგრამ თუ შეეცდებით მანიპულაციას, თქვენ საკადრის პასუხს მიიღებთ. მოვუწოდებ მოქალაქეებს – ძალიან გთხოვთ არ შეშინდეთ კორონავირუსით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არჩევნები კორონავირუსის პირობებში ჩატარდა, არჩევნები არ გამხდარა ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც ვირუსის გადადების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი არსებობს. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიის, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ხალხის დაშინებაში პირდაპირ ბატონ გახარიას და „ქართულ ოცნებას“  ვადანაშაულებ, რადგან ისინი ფიქრობენ, სწორედ კორონავირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა და მხოლოდ ამის იმედი აქვთ,“ – მიაჩნია გიორგი ვაშაძეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული