ორშაბათი, ივლისი 21, 2025
32.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1632

ონლაინკონფერენცია “ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი”

საქართველოს ომბუდსმენის აპარატმა, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მონაწილეობით გაიმართა ონლაინკონფერენცია, რაც მიზნად ისახავდა მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას, რომელიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენციისთვის არსებობს:

📢 გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად იმ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

✅ ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა. ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმა საქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის რეკომენდაციით შექმნა. ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა“, – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ.

✅ სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

✅ კონფერენციის შეჯამებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობაა მნიშვნელოვანი.

❗️ შეგახსენებთ, ფემიციდის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების შეფასებაა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“თიბისი ბანკმა” Global Finance-სგან ჯილდო მიიღო

“თიბისი“ ბანკმა საერთაშორისო გამოცემა “Global Finance”-სგან ჯილდო მსოფლიოში საუკეთესო ბანკი კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის მიიღო. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ბანკის ოფიციალურ გვერდზე:

 თიბისიმ საერთაშორისო გამოცემა Global Finance-სგან ჯილდო ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო“.

ავტორი
ნინი შავლაძე

25 ნოემბერს EMC და ვახა მაჩალიკაშვილი ონლაინ პრესკონფერენციას გამართავენ

25 ნოემბერს 11:00 საათზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ბატონი ვახა მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ონლაინ პრესკონფერენციას გამართავენ.

მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და მას უკვე გაეგზავნა როგორც მთავრობის პოზიციები და შეპასუხება, ისე განმცხადებლების პასუხი მთავრობის პოზიციებზე. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით ბოლო შეპასუხება ევროპულ სასამართლოში EMC-იმ 21 ნოემბერს გააგზავნა. ევროპულ სასამართლოში მიმდინარე კომუნიკაციის დეტალებისა და მთავრობის პოზიციების შესახებ კრიტიკას EMC ხვალ დაგეგმილ კონფერენციაზე წარმოადგენს.

მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე დავობენ.

განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-სთან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.

ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს

კახა კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მეტი იქნება.

ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველად ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გეგმა არსებობს – ესენი უნდა წაშავდნენ” – ელისო კილაძე

,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას კრიზისგან თავის დახსნის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია და საქართველოს გადარჩენის გზა ხელისუფლების შეცვლაა:

,,არავითარი სტრატეგია და გეგმა შექმნილი კრიზისის დასაძლევად ამათ არა აქვთ!

ახლა ვუსმენ მაია ცქიტიშვილის ბოდვას!!!

რა აქციები, რა აქციებიიიი?!

ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გეგმა არსებობს – ესენი უნდა წაშავდნენ!!! – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცოტა მოგვიანებით, ასევე ფეისბუქის გვერდზე, ელისო კილაძე ისევ მაია ცქიტიშვილის შესახებ საუბრობს და ,,ლოგიკის დედად“ მოიხსენიებს:

,,გიორგი გახარიას რომ შეეყარა კორონა, ისიც ოპოზიციის აქციებზე დადიოდა და არ ვიცით?!

ლოგიკის დედაა ეს მაია.

და ნაცს თუ შეეყარა, არ უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ?!“ – წერს ელისო კილაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში…” – მამუკა ხაზარაძე

პარტია ‘‘ლელოს’’ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი, ის ყურადღებას ამახვილებს ასეთი ადამიანების ჩვენს ქვეყანაში ნაკლებობაზე და ახალი თეობის ლიდერებში ხედავს წარმატების გზას.

‘‘ნამდვილი ლიდერი არ იტყუება, ის ყოველთვის ნათელ მხარეს ირჩევს, სიმართლის მხარეს, მას სხვანაირად არ შეუძლია, არ ძალუძს, ამისთვის არის გაჩენილი, ამისთვის იბრძვის, ლიდერი არ ეძებს მიმდევრებს და მონებს, ის ლიდერებს ეძებს და იკრებს თავის გარშემო, ქმნის ძლიერ გუნდს.

ლიდერისთვის მთავარია სული. ჯანსაღი, უდრეკი, სინდისთან კომპორომისების გარეშე არსებული, მებრძოლი, მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა, მითუმეტეს თუ ეს მიზანი შენს ქვეყანას, შენს ხალხს ეხება.

ლიდერები არ იტყუებიან, ლიდერები არ აყალბებენ, ლიდერები ცრუ დაპირებებს არ იძლევიან და მერე არ გარწმუნებენ რომ ესაა ჭეშმარიტება, ლიდერები ცალმხრივად არ თამაშობენ, ცარიელ კარში გოლი არ გააქვთ, ლიდერები მოწინააღმდეგესთან დამარცხებას ვაჟკაცურად აღიარებენ.

ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაშიწაგებაში, დამარცხებაში, გაურკვევლობაში, უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სიყალბეში, ტყუილში.

დღეს ახალი თაობის ლიდერები გვჭირდება, ახალი ენერგიით, სიმართლით, ანთებული გულით და ძლიერი სულით, სიმართლეზე, ერთიანობაზე, განვითარებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებულები, პროფესიონალები.

არიან ასეთები ჩვენს გარშემო?
რა თქმა უნდა, არიან! მათ შეკრება სჭირდებათ.

მჯერა, რომ ქვეყნის სხვადასხვა სფეროში დამარცხებების სერია მალე დასრულდება, ჩვენს მაგარ ქვეყანას წინ ახალი ლიდერების საუკეთესო თაობა და დიდი გამარჯვება ელოდება.
დროა უკვე!’’, – ვკითხულობთ მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ძაან მაგარი მოქალაქე რომ ხარ, იქნება იმაზეც იფიქრო ვინც დღიურ შემოსავალზეა…” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ფეისბუქის გვერდზე პირად იმ მოქალაქეების პოზიციას ეხმიანება, რომელთა აზრითაც ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომელთა შემოსავალსაც მათი ყოველდღიური აქტივობა განსაზღვრავს:

‘‘რამდენიმე შემხვდა აქ რომელიც გაჰკივის (ხავილით!) – აოეე მთავრობა, სასწრაფოდ დაკეტე ქვეყანაო. თან დღესვეო, თან ახლავეო, ამ პოსტს როგორც გამოვაქვეყნებ იმ წამსვეო.

ძაან მაგარი მოქალაქე რომ ხარ, იქნება იმაზეც იფიქრო ვინც დღიურ შემოსავალზეა (მარშუტკის მძღოლები, ტაქსისტები, დისპეჩერები, „სტაიანშიკები“, მოვაჭრეები, მიმტანები, ბაზრები და ბაზრობები, „კაჩკის“ მზიდავები, უკანონო, მაგრამ მაინც გარე მოვაჭრეები, მცხობელები, დამლაგებლები,რეპეტიტორები, ყვავილების სალონები, დიზაინერები, სტილისტები, კერძო სახელოვნებო წრეების პედაგოგები, ვიდეო გადამღებები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, ივენთკომპანიის თანამშრომლები და უამრავი, ამას ვინ ჩამოთვლის), ანუ მთელი ქვეყნის თითქმის 60-70%. ამას ვამბობ მე, ადამიანი, რომელსაც თუ ჩაგვკეტავენ ხელფასი ყველგან მინარჩუნდება, ან ონლაინ საქმეებიც მაქვს, მაგრამ შეიძლება მარტო ჩემი ოჯახის კეთილდღეობით ვიფიქრო? ხოდა დაფიქრდი შენც პასუხისმგებლიანო მოქალაქე და ნუ უბაკუნებ ერთი ფეხებს ნურც ხელისუფლებას და ნურც ჩვენ.

შენ თვითონ რომ დაჯდე მანამდე სახლში და ჩაიკეტო? ხომ გცოდნია რაც უნდა ვქნათ და აწი შენ ჩაიკეტე და მიხედე ჯერ შენ თავს. ყველა რომ მიხედავდეს მის თავს იქნება და ეს ლოქდაუნიც არ დაგვჭირდეს’’, – წერს დათო ლიკლიკაძე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ლოკდაუნის” შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო კონსულტაციების გზით:

“სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებითაც.

ავტორი
ნინო ცინცაძე

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობა ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა :

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს  ეკონომიკა.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკური გუნდი როგორც ბაზრობის წარმომადგენლებს, ასევე სარესტორნო ბიზნესის, სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ავტორი
ნინი შავლაძე

იმიტომ ითხოვთ ტიკარაძის თავს, რომ ივანიშვილს და მის დამნაშავე ნაძირალა მთავრობას და პარლამენტს გინდათ ააცილოთ პასუხისმგებლობა – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შესახებ აღნიშნავს, რომ მხოლოდ ტიკარაძე კი არა, ივანიშვილის და მთავრობის პრობლემაა ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარება

გულწრფელად ფიქრობთ, რომ ტიკარაძეა მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება? არა, მართლა მაინტერესებს? ტიკარაძე?! და მხოლოდ იმ მიზეზით, რომაა ჯანდაცვის მინისტრი, რომ “ჩემი ეკა”-ს დაქალი და პირის ღრუს დამლაგებელია, მაგაშიც ტიკარაძეა დამნაშავე და თავი თვითონ დაინიშნა? ამას გარდა, კორონა-ლოჯისტიკა მართლა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს და ზოგადად ჯანდაცვის სექტორის პრობლემა გგონიათ? მართლა?!

ვაი თქვენს პატრონს, ვისაც ასე გგონიათ.

თქვენი დედაც მოვტ*ან, ვისაც ასე არ გგონიათ და იმიტომ ითხოვთ ტიკარაძის თავს, რომ თან ცხედრებს ვეღარ გადააბიჯეთ და თან ივანიშვილს და მის დამნაშავე და ნაძირალა მთავრობას და პარლამენტს გინდათ ააცილოთ პასუხისმგებლობა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი