პარასკევი, ივლისი 25, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1630

“…მე მოგიყვებით ვინ ვის აფინანსებდა და ვინ ვინ ააფეთქა ნაღმზე!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-3 რაუნდის წინ და ოპოზიციურ სპექტრთან მიმართებაში თავის პოზიციას აფიქსირებს:

მეგობრებო,არაფერი განსაკუთრებული არ ხდება:

შემსვლელი შევიდეს, წამსვლელი წავიდეს, ჩასარეცხი ჩაირეცხოს – ლუსტრაციის პროცესია.
კარგა ხანია, ეს პოლიტიკური ველი დასასუფთავებელია!

დღეს გამოჩნდება ვინ არს ერთგული, ვის უფრო უყვარს ძმანო მამული…

p.s. მერე მე მოგიყვებით ვინ ვის აფინანსებდა და ვინ ვინ ააფეთქა ნაღმზე!
ჰო, უძახეთ ხიხო,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამომავლო გეგმები – პოზიციები, მოსაზრებები, შეფასებები…

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  დაპირისპირების ახალ მიზეზად იქცა. ქვეყანაში, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, შექმნილი რთული მდგომარეობა, ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ და მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნების მეორე ტურში. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს „გაყალბებულს“ უწოდებენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ხელისუფლების განცხადებით, კი არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა. მმართველი გუნდი არ განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა მათ მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და ამ ეტაპზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ყველა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკების მე-3 რაუნდის მოლოდინშია.

 

ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებები.

ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ რის გამოც, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, ესენია: 1) საარჩევნო ოქმებში არსებული დისბალანსი, მაგ: ოქმში ეწერა, რომ 795 ამომრჩეველი მივიდა უბანზე, თუმცა ფიქსირდება, რომ 3050  ადამიანმა მისცა ხმა ამ უბანზე; 2) არჩევნების პერიოდში  ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები; 3) ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებსა და რეალურ შედეგებს შორის, რისი კონკრეტული მაგალითებიც წარმოდგენილი იყო. რიგ შეუსაბამოებებთან ერთად, გამოითქვა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა დაახლოებით 4.1%-ანი ცდომილებაც ყოფილიყო ცესკოს მონაცემებსა და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ, პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

ჩვენ გვაქვს მკაფიო მოთხოვნები და ეს მკაფიო მოთხოვნები გულისხმობს ახალ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ არსებითი არის ის, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს არ იღებს საზოგადოება  და პოლიტიკური ოპოზიცია… თუ მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებს შორის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 24 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრის შემდეგ, ლევან იოსელიანმა, პარტია „მოქალაქეების“  წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომის დღესთან დაკავშირებით აქციას გეგმავს.

თუ არაფერი შეიცვლება და მოლაპარაკებები წარუმატებელად დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების დღეს იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – აცხადებს ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ბოიკოტი მათი თვითმიზანი არაა, თუმცა     თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააბიჯებენ.  „ასეთ ვითარებაში გამორიცხულია, ოპოზიციამ პარლამენტში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე- არ დაინიშნება  რიგგარეშე არჩევნები… მეორე ალტერნატივაა ჩრდილოეთ კორეის პარლამენტი, სადაც „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება“ გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“წევრი.     

    ხელისუფლების განცხადებით საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში  ჩატარდა, ამიტომაც ოპოზიციას პარლამენტში  შესვლისა და     არჩევნებთან დაკავშირებით კითხვების ქონის შემთხვევაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიები შექმნისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აცხადებდა, რომ  ოპოზიციის უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე  არჩევნებამდე კაპიტულაციას ნიშნავდა.

 „მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან  იმთავითვე“- განცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მმართველ გუნდში  ოპოზციის ერთსულოვანი პოზიციისა და ბოიკოტის მიუხედავად მაინც სჯერათ, რომ საერთაშორისო  პარტნიორების ზეწოლის შედეგად ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ განიხილავს  ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა ვადამდელი არჩევნებისა… ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია“, აღნიშნა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პარტიის  წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ექსპერტები და პოლიტოლოგები აცხადებენ, ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა საზიანო,  როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის ისე ხელისუფლებისთვის. მათი თქმით, ამ შემთხვევაში  ხელისუფლებას გაუჭირდება დემოკრატიული ხელისუფლების სტატუსის შენარჩუნება. ასევე აღნიშნავენ, რომ ოპოზიციას დასჭირდება ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა, რათა დააკომპენსიროს საპარლამენტო ტრიბუნის დანაკლისი.

ხელისუფლებას გაუჭირდება დემოკრატიული ხელისუფლების  რეპუტაციის შენარჩუნება, მაგრამ ოპოზიციისთვისაც წამგებიანია ეს პოზიცია, მას არ იქნება ინსტიტუციური პლატფორმა.. ოპოზიციაც დგას ერთგვარი მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ნოდია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

უცხოელი ელჩების  ფასილიტაციით, ხელისუფლებასა და  ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს  თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი,  ქვეყნის სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება  და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, „მისი წევრები აღიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქარველოს მოქალაქეებმა დააკისრეს“.

 

რა მოხდება თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა? 

ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ამით მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრიბუნას დაკარგავს და მარგინალიზაციის საფრთხეც დაემუქრება. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ლეგიტიმაციის ჭრილში, ოპოზიციის ბოიკოტი ხელს ვერც პარლამენტის მუშაობას შეუშლის და ვერც „ქართულ ოცნებას“, თუნდაც სულ მარტომ იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოში. ერთადერთი, პრობლემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, რადგან ამ დროს 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო“,  მისი თქმით ოპოზიცია რეალურ შედეგს მაშინ მიაღწევს, თუ ქუჩის აქციებთან ერთად სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. ამის მაგალითად 2003 წლის მოვლენებიც მოჰყავს.

ხელისუფლების  წარმომადგენლები კი, აცხადებენ რომ შესაძლოა კანონმდებლობაში ცვლილება განხორციელდეს და იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან დაფინანსება შეუწყდეთ. ეს განცხადება კი, ოპოზიციაში მუქარად აღიქვეს.

ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ანუ ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა  საკუთარი  ამომრჩევლის ნებას და უარს  ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას, რა თქმა უნდა,  სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება, ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ მსჯელობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექსპერტები იმაზეც თანხმდებიან, რომ თუ ოპოზიცია პარლამეტში არ შევა, მართალია, ამით პარლამენტის საქმიანობა პრაქტიკულად არ შეფერხდება, თუმცა იგი ფუნდამენტურ მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან საკანონმდებლო ორგანო ადგილია, სადაც  პოლიტიკურ ძალებს შორის მუდმივად დებატები და განხილვა მიმდინარეობს.

 

რა შემთხვევში არის შესაძლებელი ვადამდელი არჩევენების ჩატარება?

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვადამდელი არჩევნების ორი ტიპი არსებობს: ხელახალი და რიგგარეშე.  ხელახალი არჩევნების ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არშემდგარად გამოცხადა, რაც გულისხმობს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში შედეგების ბათილად ცნობას, ან საარჩევნო ბარიერის ვერც ერთმა პარტიამ  ვერ გადალახა. რიგგარეშე არჩევნები კი, ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს, ან საჯარო ხელისუფლების პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.

ლევან ალაფიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს რომ: ვინაიდან ცესკომ შედეგები უკვე შეაჯამა ხელახალი არჩევნების დანიშვნა შეუძლებელია და რჩება მხოლოდ რიგგარეშე  არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისის გამო, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიონ. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ მოლაპარაკებებისა, არცერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას. ხელისუფლება უარს ამბობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ოპოზიცია კი, ბოიკოტის რეჟიმზე რჩება და აქციების გაგრძელებას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის პროტესტი ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში არსებულმა  დისბალანსმა. მსგავსმა ხარვეზებმა, კი კიდევ ერთხელ დააყენა ერთი მხრივ, ცესკოში მომუშავე პირების კვალიფიკაციის საკითხი, მეორე მხრივ კი, საარჩევნო სისიტემაში არსებული პრობლემები. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და მანდატებსაც დატოვებს, ეს პარლამენტს ფუნდამენტურ არსს დააკარგვინებს.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათის განმავლობაში – ბერდია სიჭინავა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 126 904-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-19 803 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 437 პირი, აჭარაში-12 071, იმერეთში-4 605“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია…” – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და იურისტმა, თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური პოსტი მიუძღვნა კობა დავითაშვილის გარდაცვალებას. იგი იხსენებს 90-ინების მძიმე პერიოდს, რომელიც მათი თანამშრომლობისა და მეგობრობის წლებს უკავშირდება:

‘‘ხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე.

ყოველთვის ვცდილობ ყველაფერის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის

კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით.

ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა,  ქვეყნის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით.

იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში 4 წელი მორიგეობით ტელეფონთან, ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულად ვეხმარებოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.

არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი,  რომელიც სწორედ კობას მიყავდა. 13 წელი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთამენთი არ გვენახა, სულ ვკამათობდითმემარჯვენემემარცხენე ომი გვქონდა ოფისში

 ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთთუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით

ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ, იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი

შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისე სულ ვკამათობდით, ვდაობდით. მერე იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები

ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან

კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.

აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან. ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუტეების და სიპატარავის გამო, ალბათ მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ.

ამ შლეგებს გონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია.

ამ უგუნურ შლეგებს გონიათ, არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი. ალბათ მართლაც გონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ხლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნრებით და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ.

მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს

ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება’’,წერს თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციების მისაღებად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრაცია დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადების მიხედვით, როგორ უნდა მიიღონ დახმარება თვითდასაქმებულებმა, რომლებსაც შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ, ამის შესახებ გააკეთა განმარტება მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე:

დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციების მისაღებად, იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანიბა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის დამსაქმებლის და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

პირველადი განაცხადების წარდგენა განხორციელდება დღეიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან  წარმოადგენენ დამსაქმებლები ან და დამქირავებელი ობიექტის მფლობელები, შესაბამისი დანართები შეგიძლიათ იხილით „შემოსავლების სამსახურის“ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული პირები არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების წვდომის უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისათვის, უწყებას დადგენილ ვადაში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ყოველი 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი,

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციების მიღების უფლებამოსაილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული რეგულირებული ორგანოდან, ასევე საწარმოდან რომლის აქციების წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა ლევან დგებუაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ „მთავარი არხი“ 58 000 ლარით დააჯარიმა. მომხდარ ფაქტს გვარამია მის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიის გაგრძელებად მიიჩნევს:

არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე.

მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა – ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი.

არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო.  მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება

წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით.

წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

არის თუ არა 64 მლნ ლარით გაზრდილი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უკეთესი ხარისხის გარანტია 2021 წლისთვის? – ნანა ტოხვაძე

საქართველოს პარლამენტში შესული ბიუჯეტის პროექტის ცალკეულ პარამეტრებთან, კერძოდ განათლების სამინისტროსთვის განსაზღვრულ დაფინანსებასთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე. მისი აზრით განათლების სისტემა სრულად ჩამოშლილია და ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე შედეგების მიღწევა გამორიცხულია, მზარდი ბიუჯეტი ან დამატებითი სახსრების გამოყოფა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი:

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განახლებული პარამეტრებით გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, სადაც განათლების სამინისტროს დაფინანსება 64.5 მილიონითაა გაზრდილი და ჯამურად მილიარდ 802 მლნ. ლარს შეადგენს. ცხადია, ხარისხიანი განათლების სერვისების მიწოდებისთვის ფინანსური უზრუნველყოფა და მზარდი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა, არის თუ არა 64 მლნ.-ით გაზრდილი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უკეთესი ხარისხის გარანტია 2021 წლისთვის?

იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სისტემა სრულად ჩამოშლილია და ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე შედეგების მიღწევა გამორიცხულია, მზარდი ბიუჯეტი ან დამატებითი სახსრების გამოყოფა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. ერთადერთ სარგებლად შეიძლება მივიჩნიოთ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა და 100 ლარიანი დანამატი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, დიდი ვერაფერი შეღავათია. ვისთვის იზრდება განათლების ბიუჯეტი? ნუთუ კვლავ  ბიუროკრატების შენახვას და პარტ-მუშაკებით გადავსებული სსიპ-ების რჩენას უნდა მოხმარდეს? ამის ნიშნებიც მრავლადაა ახალი ბიუჯეტის პროექტში.

განათლების ხარისხზე, მოსწავლე-მასწავლებლის საჭიროებასა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე რომ არ არის ორიენტირებული სისტემა, ამის საფუძვლიან ეჭვს აჩენს ის ფატქიც, რომ დისტანციურ, ონლაინ სწავლებაზე გადასული საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა კუთვნილი კომპიუტერების გადაცემა წელს რატომღაც ვერ „მოხერხდა“ და მომავალი წლისთვის გადაიდო. ცენტრალიზებული და პოლიტიზირებული სისტემის  გაჯანსაღებისთვის ვერც დამატებითი მილიონები გამოდგება და არც საერთაშორისო თუ ეროვნულ შეფასებაში გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები. 2021 წელს კვლავ გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ-დანიშნული დირექტორები, უინტერნეტოდ დარჩენილი ათიათასობით მოსწავლე და წლიდან წლამდე გაუარესებული შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში.

COVID_19 პანდემიის გამო საზოგადოების მთავარი საზრუნავი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა და ამ ფონზე, განათლების სისტემაში არსებულმა მწვავე პრობლემებმა დროებით უკანა ფლანგზე გადაინაცვლა.

თუმცა, ჩვენ ვერ დავემალებით იმ კატასტროფულ შედეგებს, რაც სისტემის გაუმართაობით და სამინისტროს უპასუხსმგებლო დამოკიდებულებით გვატყდება თავს,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

“ქვეყანაში არავინ არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ეპიდემიით გამოწვეულ პროცესებზე ისაუბრა და მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდა. მისი განმარტებით პარალელურად, ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზეც  მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც ბუნებრივია მის შეძენასაც გულისხმობს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ შეზღუდვების მიუხედავად ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება არ შეეზღუდებათ. თუმცა, მათ უნდა დაიცვან ყველა ის დაწესებული კანონი, რომელიც COVID-19_ის პრევენციის მიზნით იქნა გაწერილი.

,,რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები ‘’ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს, როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე მედიკამენტის შეძენასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების მაჩვენებელი –  დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს.

საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყან. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად.

ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.
ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით COVID-19_ის  64,930,489 დადასტურებული შემთხვევაა. ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში კი საქართველო რიგით 46-ე ადგილს  147,636 გამოვლენილი შემთხვევით იკავებს.

ავტორი
ნინო ცინცაძე

COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო

ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო 3-კომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. კერძოდ:

–         კარდაკარ პრინციპით გავრცელდება 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა;

–         სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს ეთნიკური უცმირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან;

–         სამთავრობო ცხელ ხაზზე – 144-1 დასაქმდნენ ორენოვანი ოპერატორები;

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. 100 000-მდე ბროშურა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია. საინფორმაციო მასალების გავრცელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები  კარდაკარ პრინციპით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით, მოხალისე ახალგაზრდებისგან შექმნილი ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სპეციალურ მომზადებას გაივლის, რაც განხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. სწავლების პერიოდში მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორონავირუსის პრევენცია და მართვის წესები, დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები, სახელმწიფო დახმარებები და შეღავათები, იზოლაციისა და კარანტინის წესები და სხვა აქტუალური საკითხები. გადამზადების შემდგომ, თანატოლგანმანათლებელთა ჯგუფი მოხალისეობრივ საფუძველზე, დისტანციურ რეჟიმში შეხვედრებს ჩაატარებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან და მიაწვდის ინფორმაციას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, უზრუნველყო რამდენიმე ახალგაზრდის სპეციალური მომზადება და დასაქმება სამთავრობო ცხელ ხაზზე – 144-1, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეთა კონსულტირებას და შესაბამის მომსახურებას, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეთათვის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საშვის გაცემასთნ დაკავშირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს

იზრდება ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენისთვის – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსური დოკუმენტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, მხარდაჭერა ბიზნესისთვის და ქვეყნის მომზადება პროსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისთვის. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იქნება ქვეყანა ერთი წლის შემდეგ:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ, სოციალური-მიზნობრივი და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის.

ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა. მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ვაქცინების მომზადება, ვაქცინების შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია.

მიზნობრივი მხარდაჭერისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ბოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენ პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ.

ამასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული თანხები არის გამოყოფილი დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისათვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი.

ასევე იზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული აღდგენისთვის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დღეიდან იწყებს იმ მომართვიანობის აღწერას, რომელიც მოიცავს ერთჯერად სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ბოლო 2 თვიანი შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგა სამსახური. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ ეს დახმარება უნდა გასცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

ავტორი
ნინი შავლაძე