შაბათი, აგვისტო 2, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1613

სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით… თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილ კონკრეტულ შედარებებს ალაჰსა და მოციქულ მუჰამედთან მიმართებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მათ შორის იყო მარნეულში მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის პოსტი, სადაც იგი აცხადებს რომ გმობს ნიკა გვარამიას ქმედებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ასევე მწვავე წერილით პასუხობს სოციალურ ქსელში:

სად იყავით თქვე ნაძირლებო, მთავარი და პირადად მე რომ ვაპროტესტებდით, ქრისტიანების შეკრება თუ შეიძლება კოვიდის დროს, მუსლიმების რატომაა აკრძალული ნოვრუზ ბაირამის დროსთქო?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, მუსლიმური მარნეულის ყველა კუთხე-კუნჭულს მღვდლები ქრისტიანულად რომ აკურთხებენ, როგორ შეიძლებათქო?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?

ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?
სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!

თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სუსის ვირთხებს სხვა მომავალი არა აქვთ. ხოლო რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც მძიმე დანაშაულია), მომავალი ციხის კამერაში აქვთ.

ps გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. დარგალი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, ისმაილოვა – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი 🤮🤮

pps მაგარ კომპანიაში ხარ Ahmed Imamkuliev” გილოცავ.

ამ საკითხზე (სუსის და ქოცების მიერ ხელოვნურად ინსპირირებულზე და აგორებულზე) კვირას ვისაუბრებ, ჩემს გადაცემაში.

ამჯერად, სხვაზე: ჩემი დაგმობა მგონი ამ პარტიის ბოლო პერიოდის კრედო გახდა. აწ უკვე, სუსის ნარატივის ციტირებით, მთლად.

სასაცილოა. უფრო შორს შეფასებებში წასვლას არ ვაპირებ, რადგან, რა რა, და მათი დაგმობა ნამდვილად არაა ჩემი კრედო, ან საერთოდ რამენაირი ინტერესი, სუ მცირედიც კი.

сейчас раздражен? выпей валерьянку Ahmed Imamkuliev“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

 

ზაურ დარგალის, სამირა ისმაილოვას და აჰმედ იმამკულიევის პოსტები

ასეთი ნაბიჯი, ნებისმიერ ქვეყანაში, არაუტიფარი ოპოზიციის მიერ აღიქმებოდა და შეფასდებოდა როგორც პოზიტიური ნაბიჯი – გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თაობაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის საკითხს და მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურად უნდა აღიქმებოდეს:

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თემაზე, რას ამბობენ ოპონენტები ამასთან დაკავშირებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა სანქციებზეა საუბარი, როცა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მყარად იკავებს მოწინავე პოზიციებს – ეს ერთი საკითხი.

მეორე საკითხი – ახალი არაფერი არ არის ივანიშვილის ქმედებაში, მხოლოდ ის, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, ნებისმიერ ქვეყანაში, არაუტიფარი ოპოზიციის მიერ აღიქმებოდა და შეფასდებოდა როგორც პოზიტიური ნაბიჯი. ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გაუსწორონ,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის მშენებლობის სამუშაოებთან დაკავშირებით და განსახორციელებელი გეგმების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა;

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება;

საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს;

სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია;

რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 პირი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 334, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 113, გურია – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 158, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 811, აჭარაში – 357, იმერეთში – 760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში – 377, აჭარაში – 69, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 11, იმერეთში – 26.

569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 249, აჭარაში – 57, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-21 599 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 411 პირი, აჭარაში – 2 059, იმერეთში – 2 231“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის რა თქმა უნდა გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის” – კახა კალაძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. როგორც ცნობილი გახდა, ყრილობა გაიმართება 16 იანვარს, ხოლო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა:

დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები.

პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის რა თქმა უნდა გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან!” – მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ეხმიანება საქათველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხაილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლებას გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას:

გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას.

რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!

რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?!

რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!

ივანიშვილი იძახის, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ…
– სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან – ბოლო 8 წლის განმავლობაში!
– პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს!
– ლარის კურსი დაეცა ორჯერ!

არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ!
ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილს
მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!

ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არამხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო “ევროპელი სოციალისტები”, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი “ერთპარტიული პარლამენტის” სცენარი – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასული დეპუტატების შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩაერთო შესაბამისად პარლამენტი უკვე აღარაა ერთპარტიული და პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებას აზრი არ აქვს:

გვესმის, რომ დღეს საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიმართულია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებისკენ, თუმცა გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი.

ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა.

კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით – გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი:

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.
ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებული ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა,რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს,” – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

“ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, ასეთს პირველად ვხედავთ” – სერგო ჩიხლაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრს სერგო ჩიხლაძეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევად მიაჩნია:

რეალურად ეს განცხადება, ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონაკრიზისის პიკის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს “ქართულ ოცნებაზე”, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს.

ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, ასეთს პირველად ვხედავთ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაზე ზრუნვა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.