ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1609

მომდევნო წლებში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს, ეს ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება – კახა კალაძე

2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით:

დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ.

2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით უხილავ მტერს – Covid-19-ს.

პანდემიის გამო, 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, პროექტების გადავადება მოგვიწია სხვა პრიორიტეტების გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პრიორიტეტი ასევე, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება:

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა, რისთვისაც 350 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დაახლოებით, 440 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება.

იცით, რომ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ეს იქნება მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება.

გასულ წელს ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელა, მათ შორის, სკვერებისა და პარკების განახლება-რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ უკვე საპარკე კულტურა შემოვიდა ქალაქში. ჩვენ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში ყველა თაობის ადამიანი მიდის – ზოგი ვარჯიშობს, ზოგი სეირნობს, ზოგი შვილებს და შვილიშვილებს ასეირნებს. შესაბამისად, გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ ასეთი სივრცეები კიდევ შევქმნათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა,  რომ გასული წლის ბიუჯეტი თბილისის მერიამ 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა:

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს, თბილისის მერიამ ბიუჯეტი 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა. 440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა.

320 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ მათგანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ბევრი სიცოცხლე გადავრჩინეთ, შეჭირვებულ ოჯახებს ხელი შევუწყვეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ. ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცვლად დაგეგმილი მილიარდ 100 მილიონი ლარისა, ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარი იქნება.

საუბარი იყო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 100 მლნ ლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად, გადაჭარბებით არის შესრულებული და ამის გამო, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1 მლრდ 150 მლნ ლარამდე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი” – მამუკა ხაზარაძე

ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ” – აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკაში მაღალი სტანდარტისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე:

არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ – ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ – იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას.

პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი – ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში,” – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

“გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება” – ირაკლი იმნაიშვილი

გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, თოქ-შოუ “ღამის კურიერში” მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ “მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი და “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როგორც შემდგომ “ლელო”-ს ლიდერმა აღნიშნა, გადაცემაში დებატები არ იყო დაგეგმილი, ამის თაობაზე არ იყო შეთანხმება, შესაბამისად მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა სტუდიაში ალექსანდრე ელისაშვილის შესვლა და მომხდართან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. ფაქტს თოქ-შოუ “ღამის კურიერის” სახელით ეხმიანება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი:

რუსთავი 2-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა.

ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ”ღამის კურიერის” 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი.

ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ “ღამის კურიერის” მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება.

თუმცა, გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.
ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს.

19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. რუსთავი 2-ის ისტორია, არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე.

სამწუხაროდ იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გააქრონ რუსთავი 2 და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.

პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და “გაეროს განვითარების ფონდის” მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს,” – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

უხვთოვლიანობის გამო მოძრაობის შეზღუდვათან დაკავშირებით, საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდანაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, აღნიშნულ 1 კილომეტრზე, ჯერ ვერ ხერხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის მძღოლების PCR ტექსტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხელ” – კახა კალაძე

ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლის სავალდებულო PCR ტესტირებასთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება.

ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ.

იმისთვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის მძღოლების PCR ტექსტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხელ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შესაბამის სამართლებრივ ცვლილებებს თბილისის მერია დასამტკიცებლად საკრებულოში წარადგენს. პროცესზე მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.

“ევროპისა და აშშ-ს სკოლებში ონლაინ განათლების პრაქტიკის შესწავლამ გვიბიძგა დაგვენერგა უკვე აპრობირებული – ბავშვზე მორგებული, ინდივიდუალური სწავლება” – მიხეილ მეტეევი

საქართველოს სასკოლო დაწესებულებებში სწავლის განახლების პარალელურად განახლდა პოზიცია-შეფასებებიც განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან თუ კოვიდ პანგემიის პირობებში სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვასთან მიმართებაში. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში სააგენტო “პარალელი” ესაუბრა სასწავლო ცენტრ “ცოდნის სახლი”-ს დამფუძნებელს და დირექტორს მიხეილ მეტეევს, რომელმაც, სააგენტოს მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებზე, დააფიქსირა თავისი პოზიცია-მოსაზრებები:

 

  • საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, ებრძვის COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამან დიდწილად საგანმანათლებლო სტრუქტურაზეც იმოქმედა. თქვენი, როგორც ამ დარგში მოღვაწე ადამიანისთვის, რა არის 2020-2021 წლის საგანმანათლებლო პროცესის მთავარი გამოწვევა?

– დიახ, COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, განათლების კუთხით, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, შექმნილი სიტუაციის მიმართ ემოციური მზაობა ვერ გამოაჩინეს, რაც თავის მხრივ სასწავლო პროცესზე აისახა. ერთია, უთხრა ბავშვს, რომ სულ სხვა რეალობაში – ონლაინ სწავლებაზე გადადის, და მეორე, თუ როგორი მომზადებული ხვდება ის ამ სინამდვილეს. როგორც ცნობილია წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრი საკარანტინე პერიოდს დაემთხვა და მაშინ განათლების სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ – ,,მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა, ფაქტიურად ცხადყო, რომ სისტემამ გამართულად მუშაობა ვერ შეძლო და ეს წლიურ შეფასებაზეც აისახა. რამაც, თავისთავად, დისტანციური სწავლების მიმართ, მოსწავლეთა ერთგვარი დემოტივირება მოახდინა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სკოლის დირექტორატი, რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, ნაკლებად პროდუქტიული გახდა და ამ მხრივადაც ბევრი რამაა დასახვეწი, სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციური სწავლება ინტერნეტით სარგებლობაზეა დამყარებული, ესეც განათლების სისტემის მთავარი გამოწვევაა.

  • თქვენი აზრით, რა სახის პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენას ახდენს განათლებაზე ონლაინ სწავლება? რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდით?

– მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, არც ონლაინ სწავლებაა გამონაკლისი. თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე დროდადრო ხდება არსებული ლაფსუსების აღმოფხვრა. როდესაც ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლება. უფრო მეტიც, სკოლის საფეხურიდან გამომდინარე განათლების დონეც იცვლება. მაგალითად: არ შეიძლება პირველ და ბოლო საფეხურზე მყოფი ბავშვის ცოდნის შეფასება ერთი და იმავე საზომი ერთეულით. მათი შედეგი სრულიად განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ჩვენ ასაკობრივ-ფსიქოლოგიურ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, ყველაზე რთული პროცესი მაინც პირველ და მეორე კლასელთა შორის გვხვდება. ამ საფეხურზე ბავშვის აზროვნებას თვალსაჩინო საყრდენი სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია ხედავდეს მასწავლებელს და ეხებოდეს მას. მართალია ამ ფაქტორს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით უნდა შევძლოთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.

  • როგორ უმკლავდება ამ მოცემულობას თქვენი საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნის სახლი“?

– ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნის სახლი“, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მსგავსი სასწავლო დაწესებულება, პანდემიის პირველ ეტაპზე დილემის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში ონლაინ განათლების პრაქტიკის შესწავლამ გვიბიძგა დაგვენერგა უკვე აპრობირებული – ბავშვზე მორგებული, ინდივიდუალური სწავლება. ვცდილობთ არსებულ რეალობასთან შეგუებას და შესაბამისად ჩვენი ყველა რესურსი მიმართულია ბავშვების, და არა მხოლოდ, სრულფასოვანი განათლებისკენ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ამ ეტაპისთვის თავს კარგად ართმევს არსებულ რეალობას, თუმცა უკეთესის მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით.

  • როგორ ხდება პროგრამის შერჩევა? საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამით ხელმძღვანელობთ, თუ უკვე აპრობირებულ მეთოდებს იყენებთ?

– როდესაც მშობელი მოგვმართავს, საწყის ეტაპზე განვსაზღვრავთ მოსწავლის განათლების დონეს. ეს ხდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. საპილოტე სისტემას რაც შეეხება, ვიყენებთ, თუმცა მაინც ვცდილობთ უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებულ, ტრადიციულ მეთოდებს დავეყრდნოთ და პარალელურად სიახლე შევიტანოთ მასში. მოსწავლის დონის დადგენის შემდეგ, უკვე ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა იწყება და სილაბუსის მიხედვით მოსწავლეს უტარდება ონლაინ გაკვეთილები.

  • საზოგადოების რომელ სეგმენტს მოიცავს თქვენი ცენტრი? რამდენად ხშირია მომართვიანობა? როგორ იღებს იმ რეალობას მშობელი, რომ აუცილებელია ონლაინ სწავლების პროცესთან შეგუება?

– ,,ცოდნის სახლი“ მოიცავს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, ასევე კონკრეტულ საგანში გადამზადების მსურველებს, უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას ან საბაზისოს მიცემას. შესაბამისად სეგმენტი საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი, რაც ნებისმიერი ასაკისა თუ განათლების მქონე ადამიანს აძლევს საშუალებას, მისთვის საინტერესო საგანი/ენა ძირეულად შეისწავლოს. რაც შეეხება მომართვიანობას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სკოლების დახურვის შემდეგ, მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი და ვფიქრობ, მშობლებმაც გაითავისეს შექმნილი სიტუაცია. ჩვენმა ცენტრმა აღმოუჩინა ის დახმარება, რომელიც მათ შვილებს განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.

ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 792 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 20 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 34, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 712, აჭარაში – 258, იმერეთში – 710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 52, იმერეთში – 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 2, იმერეთში – 25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 218 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 97, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 466 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 978 პირი, აჭარაში – 1 626, იმერეთში – 2 459“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“არ გადაშენდებიან ეს ლიბერასტ-გლობალისტ-პედოფილ-ღმერთისმგმობელები?” –

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილებას ეხმიანება და თავისი კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს:

ვნერვიანობ ამერიკაზე და მოვიფიქრე!
ჭიაკოკონობა რომ მოვაწყოთ ყველამ. თავისი გიზგიზა ცეცხლით, ცეცხლზე გადახტომებით და შეძახილით:

არული კუდიანებს!
არული ლიბერასტებს!
არული გლობალისტებს!

არ გადაშენდებიან ეს ლიბერასტ -გლობალისტ-პედოფილ-ღმერთისმგმობელები?” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

რამდენიმე საათით ადრე კი ყოფილი პარლამენტარი, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსაზრებას გამოთქვამდა აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაგურაციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით:

ამდენ წვალებას ხომ სჯობდა, არლინგტონის ნაციონალურ სასაფლაოზე ჩაეტარებინათ ინაუგურაცია?!

ბაიდენის ამომრჩეველი მაინც იქაა და ტაშსაც საფოსტო გზავნილებით გაუგზავნიდნენ…
რა ვიცი, რა ვიცი…

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა.

მთავრობის მეთაურმა გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ ეკონომიკა თანდათან გაიხსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდა თავიდან იყოს აცილებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთობლიობას – ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნებას, შეზღუდვების ეტაპობრივად, გონივრულად შემსუბუქებას და ვაქცინაციას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლის ნაწილიცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რათა ქვეყანა ტექნიკურად მზად იყოს ვაქცინაციის დასაწყებად.

როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. გეგმის მომზადებაში ჩართული ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან, ამავდროულად, გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან.

მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მომზადებაში ჩართულ ყველა ადამიანს, დარგის ექსპერტებს, სახალხო დამცველს და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის საჯარო გახდება.

ამასთან, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

“სამი მწერი ჭიჭყინებს ივანიშვილისთვის ჰედლაინის გასაკეთებლად” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის კონკრეტულ ნაწილთან მიმართებაში თავის შეფასებებს აფიქსირებს და მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილი, გაყოფილი “გირჩის” იაგო ხვიჩიას გუნდის წევრებთან ერთად, ივანიშვილისთვის ერთგვარი “ჰედლაინის” გაკეთებას ცდილობენ:

“ოპოზიციაში დაპირისპირებაა” – აი ამ ჰედლაინისთვის ჭმუჭნის ბიძინა ელისაშვილს და იაგოებს.

არანაირი დაპირისპირება ოპოზიციაში ბოიკოტის თემაზე არაა (სხვა თემებზე, ცხადია, განსხვავებები არის).

სამი მწერი ჭიჭყინებს ივანიშვილისთვის ჰედლაინის გასაკეთებლად.
ეგაა და ეგ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.