ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
36.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1603

“დაცვის სტრატეგიად, ვერსიის არჩევა, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯთან მიმართებაში ცალკეულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და სხვა სახის მტკიცება არის მოღალატეობრივი საქციელი:

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, დაცვის სტრატეგიად, არჩევა ვერსიის, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ და კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ჰქმნიან რა მტკიცებულებებიც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში.

შემიძლია გავახსენო „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ ადამიანებს, ვინც ურჩევენ რომ კონკრეტულმა ადამიანმა ასეთი განცხადებები აკეთოს – არა მხოლოდ პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე არამედ, კონკრეტული მტკიცებულებებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონკრეტული შეთანხმებით დასტურდება, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო სადავო – არის საქართველოს ტერიტორია“, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი მეგობარ აზერბაიჯანთან ორმხრივი მოლაპარაკებით დალაგდება.

ჩვენ ამ საკითხზე არ ვიდავებთ ბევრს, ოღონდ ქვეყნის შიგნით ნუ აირჩევენ კონკრეტული ადამიანები დაცვის სტრატეგიად, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის. ეს არის მოღალატეობრივი საქციელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული შეთანხმება არსებობს ამის მატკიცებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“საშვილიშვილო შანსი”, რომელიც ელისაშვილის მემორანდუმშია მოთხრობილი – ანა კობახიძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლვებრივი მიმართულების ხელმძღვანელი ანა კობახიძე ეხმიანება “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდუმს და 4 პუნქტისგან შემდგარი განმარტებებით აღნიშნავს, რომ რიგი საკითხების მოგვარება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებითაა შესაძლებელი, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია და ამასთან ხაზს უსვამს იმ მომენტებს, რაც უშუალოდ ელისაშვილისა და “ქართული ოცნების” ინტერესშია:

ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ ,,საშვილიშვილო შანსზე” რომელიც ელისაშვილის მემორანდუმშია მოთხრობილი.

1. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის დაწევა, ასე იწყება მემორანდუმი, რისთვისაც საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილება ანუ 113 დეპუტატი;

2. კონსტიტუციაში ცვლილებაა საჭირო, საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბების ახალ წესისთვისაც, რადგან კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად ,,ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“. მემორანდუმში გვპირდებიან 4 წევრამდე შემცირებას და ფრაქციას ალბათ ,,მოქალაქეები” შექმნიან დამატებით კიდევ 2 ,,სხვა” პარტიიდან შესული დეპუტატით. ასევე აქ შანსი ეძლევა ,,ოცნებას” 22-მდე ფრაქცია შექმნას;

3. სარჩევნო ადმინისტრაციას მივიღებთ პოლიტიკური პარტიების გარეშე, ანუ ადმინისტრაციაში არ იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი – მხოლოდ მათი წარმომადგენლები, რომელსაც ექნებათ სათათბირო ხმის უფლება. ე.წ. ნეიტრალურ წევრებს კი შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია. ზუსტად ასეთივე კომისიამ შეარჩია მოქმედი ცესკოს თავმჯდომარე.
იგივე წესით შერჩეულ საოლქო და საუბნო კომისიებს გვთავაზობენ;

4. ეს და სხვა ,,საშვილიშვილო მონაპოვარი” 1 მაისამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა 😉

ეს არის რის სანაცვლოდაც შევიდა 2 დეპუტატი პარლამენტში ანუ ჯამში 96 ერთი პარტიის წარმომადგენლისგან შედგება აწ უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ანა კობახიძე.

“გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან, მიმდინარე გამოძიებასთან და ივერი მელაშვილთან მიმართებაში:

საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ.

ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;

მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.

საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?

თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ბოკერიას რევოლუცია ვერ შედგება, 3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა და საზოგადოება – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გიგა ბოკერიას გეგმების თაობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და თავისებურ შეფასებებს აკეთებს:

ის სვლები, რაც დღემდე გააკეთეს, იყო მათივე პარტიებისთვის წამგებიანი და არა მარტო მათი პარტიებისთვის. ეს ცუდია, დამაზიანებელია ზოგადად პარლამენტარიზმისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის.

მათი გეგმები არარეალურია, ბოკერიას რევოლუცია, ამ ქვეყანაში, ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მოსახლეობას, თავისი ჭკუით, 3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა და საზოგადოება, არც ამ ვალდებულებას აიკიდებს თავისთავზე,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

“საბოლოო შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან – არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან” – ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის:

პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით და საბოლოო შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან – არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაზეც შემდეგ მოგვეცემა ეთერებში დეტალურად საუბრის საშუალება, რა პუნქტებზეა ლაპარაკი. ის, რომ ნებისმიერი “კარუსელის” პრევენცია მოხდეს, ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით იქნება და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ.

სამი კამერა იქნება, სადაც “ლაივ-სტრიმი” იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ასე რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.

გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, არამედ შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ.

და ყველაზე მთავარი, ალბათ კითხვას დამისვამთ, როგორ ვენდობით “ქართულ ოცნებას”, რა გარანტიაა, რომ არ გააყალბებს. ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ 1 თვის განმავლობაში,” – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა – ცესკო

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და აცხადებს, რომ ISFED-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურდება, რომ მათ მიერ მოხდა დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, რამაც საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა:

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით), მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება.

მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

მამუკა მდინარაძე: “მოვუწოდებ დანარჩენ ოპოზიციას, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს პარტია “მოქალაქეებთან“ დღეს გაფორმებულ შეთანხმებას შეუერთდნენ:

დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელი ორი პარტიის მხრიდან მოეწერა, ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის, ნულიდან 3%-იან ბარიერამდე მსჯელობა, ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით რომ 4 და 5%-იან ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ. მსჯელობა იქნება მხოლოდ ნულიდან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს“, – აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, იქ არის უამრავი სხვა საკითხი. ე.წ. 100 მეტრიან დისტანციასთან, ასევე, ელექტრონულ სისტემასთან, შტრიხ კოდთან დაკავშირებით. „ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში და თუ თავსებადი იქნება სხვა ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილად ამ შემთხვევაში, იქნება შტრიხკოდებზეც საუბარი რომ თეორიული შანსიც კი გამოირიცხოს ე.წ. კარუსელის და ა.შ. უამრავი საკითხია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მათივე მონაწილეობით შეიქმნება კომისია და დადგინდება ჰქონდა თუ არა, არჩევნებზე გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილი და ამან „ქართულ ოცნებას თუნდაც 1%-იანი „სარგებელი“ მოუტანა, მაშინ ხელისუფლება თანახმაა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს:

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მათ მოვუწოდებ, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მათ მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან ამ დოკუმენტს, რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ. იმის მიუხედავად რომ დოკუმენტში ამის ასახვა საჭიროდ არ ჩავთვალეთ ასევე, ვტოვებთ პირობას, საჯაროდ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოვლენ, შეიქმნება კომისია, მათივე მონაწილეობით დადგინდება ჰქონდა თუ არა, გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილი. თუ ამ ხარვეზებმაც კი 1%-იანი სარგებელი მოუტანა „ქართულ ოცნებას“ ჩვენ თანახმა ვართ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ისინი დარწმუნებული ვარ, იძულებული გახდებიან, ამ საკითხზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთონ. ან შმოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან ამ დოკუმენტის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მოუწევთ განმარტებების გაკეთება“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

არჩილ თალაკვაძე: პარტია “მოქალაქეებთან” მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა

მას შემდეგ, რაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულები, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გახდებოდა საფუძველი პარტია “მოქალაქეების” მხრიდან პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდა პარლამენტის ტავმჯდომარის, არჩილ კობახიძის განცხადებაც:

გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა – გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“უკეთესი იქნება თუ ჩვენს სხვა რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ, რითაც ნაკლები ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენისა და რეგულაციების შემსუბუქების თაობაზე. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ სასურველია კონკრეტული გადაწყვეტილებები დროულად მიიღებოდეს და უკეთესი იქნება თუ პარტიის სხვა რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ:

როგორც იქნა, საქართველოს მთავრობა გონს მოეგო. 1-ლი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსვლის წესის შემსუბუქება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ დაგვიანებით, თუმცა მაინც გადადგა კონკრეტული ნაბიჯები.

უკეთესი იქნება თუ ჩვენს სხვა რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ, რითაც ნაკლები ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ვსაუბრობდი, რომ მთავრობის მიერ არაპროპორციული, ქვეყნისთვის საზიანო შეზღუდვები ეკონომიკის მინიმუმ 6%-მდე ვარდნას გამოიწვევდა, რაც ახლა ოფიციალურად მთავრობამაც დაადასტურა.

მათი გადადგმული ნაბიჯები დიდწილად ემსახურებოდა საარჩევნო და პოლიტიკურ მიზნებს.
საზღვრის გადმოკვეთისას PCR-ტესტირების მექანიზმი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის მაისის თვეში შევთავაზეთ. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა დაგვიანებით ახდენს პრობლემებზე რეაგირებას, ისიც, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები სერიოზულ ზიანს იღებენ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველაფერი ახლა ერთბაშად რომ გავხსნათ ქვეყანაში, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა და ამას ვერავითარ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ – ამირან გამყრელიძე

სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, მათ შორის სარესტორნოში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოთქვამს წუხილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, თუმცა ამ ეტაპზე მიუღებლად მიაჩნია მათი გახსნა:

გავიარეთ ძალიან მძიმე მე-2 ტალღა, ძალიან მძიმე. არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის კიდევ მე-3 ტალღა გაიაროს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლა სიტუაცია სტაბილიზირება და ყველა მაჩვენებელი მცირდება, ასევე მე მესმის რესტორნების, შევდივარ მათ მდგომარეობაში, სოლიდარული ვარ მათი – რესტორნების, სხვადასხვა ბიზნესის, სამთო კურორტების, ყველასი, მაგრამ ჩვენ რომ ყველაფერი ახლა ერთბაშად გავხსნათ ყვეყანაში, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. არ ვისურვებდი ამას და ვერავითარ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ. თანდათან, რა თქმა უნდა, რესტორნებიც გაიხსნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.