ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
36.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1602

“უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რაც დაგროვილი უმძიმესი პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა” – დავით ცეკვავა

NDI-ის კვლევების შეფასებისას თავის პოზიციას აფიქსირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ცეკვავა და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი რეალობაა, შესაბამისად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ცატარება და ხელისუფლების ცვლილება:

საზოგადოების დღევანდელი განწყობა გვიჩვენებს, რომ NDI-ის კვლევები, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც ცალსახად იძლევა მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პასუხების გაცემისას, როდესაც არ არის დაცული რესპოდენტის ანონიმურობა, გამოკითხვების დროს, პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, იგი ან თავს იკავებს საკუთარი პოზიციის გამჟღავნებისგან ან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერ არჩევანს აფიქსირებს, შესაბამისად:

1. კვლევაში „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი, ზუსტად ის მაჩვენებელია რაც მას რეალურად გააჩნია და პარტიამ ფაქტობრივად ეს შედეგი აჩვენა 2020 წლის არჩევნების მეორე ტურში, როდესაც ოპოზიციამ უარი განაცხადა მონაწილეობაზე;

2. ეს კვლევა ჩატარებულია მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მისდამი პიროვნული მხარდაჭერის წილი პროცენტული მაჩვენებელიცაა დაფიქსირებულ 31%-ში, რაც კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში არსებულ რეალობას ნამდვილად აღარ ასახავს უკვე და ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის კიდევ ერთი საფუძველია;

3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ აუცილებელია ოპოზიციის გააქტიურება და მისი ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას დაანახოს, რომ ქვეყანაში უკვე სულ სხვა რეალობაა და ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რაც დაგროვილი უმძიმესი პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ცეკვავა.

75 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი თემურ წიკლაური

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“. მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა.

თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს!

29250 დოზა ვაქცინა შემოვა, უდაოდ კარგია, მაგრამ საკმარისია ან ასეთი ტემპები დამაკმაყოფილებელია? – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლების მხრიდან დაანონსებულ 29250 დოზა ვაქცინის შემოტანას ეხმიანება და კონკრეტულ შეკითხვებს სვამს ხელისუფლების მისამართით:

❗დაანოსდა, რომ თებერვალში 29250 დოზა (14600 ადამიანის სამყოფი) ვაქცინა შემოვა. უდაოდ კარგია და ყოველ დოზას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საკმარისია ან ასეთი ტემპები დამაკმაყოფილებელია? ბევრია თუ ცოტა?

❗საჭიროა აიცრას ზრდასრული მოსახლეობის სულ ცოტა 60%, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ანუ გვესაჭიროება 4 მილიონი დოზა (ასაცრელად 2 დოზაა საჭირო).
🛑დაანონსებული ვაქცინა არის საჭირო რაოდენობის 0.7%;

❗რაოდენობასთან ერთად, საჭიროა დროის მჭიდრო მონაკვეთში მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია. ისრაელის ტემპებს რომ ვერ დავეწევით ცხადია. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კონცეფციით, სადღაც 1 წელი დაჭირდება მთლიან პროცესს. ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა კვირაში ავცრათ 70-დან 80 ათას ადამიანამდე და შესაბამისად გვჭირდება 70-80 000 დოზა.
🛑თებერვალში შემოვა 1 კვირის სამყოფი დოზის დაახლოებით 1/3;

❗მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, უნდა ავცრათ სამედიცინო პერსონალის 65% (ყველა სხვა ჯგუფი 60%) – ეს არის 47 000 მედპერსონალი.
🛑შემოსული დოზა ეყოფა ასაცრელი ჯანდაცვის მუშაკების ზუსტად 1/3-ს;

❗ყველა დოზა მნიშვნელოვანია, მაგრამ 100ჯერ მეტი აქტიურობა და მზადებაა საჭირო მთავრობის მხრიდან!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

“ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer-BioNTech-ის) ვაქცინის პირველ პარტიას უმოკლეს ვადაში შემოტანასთან დაკავშირებით, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ საქმეში ქვეყნის ძალისხმევას:

გილოცავთ!
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer-BioNTech-ის) ვაქცინის პირველ პარტიას. სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას.

ეს შესაძლებელი გახდა ქვეყნის ხელმძღვანელობის, პირადად პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დროული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად.

დიდი მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ინსტიტუციებს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე.

მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და მით გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირების, აგრეთვე ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტიანი გზაა.
ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია,” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

“ვეცდები, ყველა კითხვას ვუპასუხო და სათანადო დოკუმენტებიც გაგიზიაროთ” – გიორგი მშვენიერაძე

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე კონკრეტულ ისტორიულ დოკუმენტებს მიმოიხილავს და 27 კონკრეტულ ფაქტს ასახელებს, რისი მეშვეობითაც მიაჩნია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას დაამტკიცებს:

მოდი, კიდევ ერთხელ გავყვეთ კარტოგრაფების საქმის დეტალებს და რაც მეტი წაიკითხავს ამ ვრცელ პოსტს, მით უკეთესი. ასევე, ვეცდები, ყველა კითხვას ვუპასუხო და სათანადო დოკუმენტებიც გაგიზიაროთ:

1. 1995 წელს საქართველომ დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მოსამზადებლად. დასტურდება საქმეში არსებული 1994 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, 1995 წლის 20 თებერვლის, 16 მარტის, შეხვედრის ოქმებით;

2. 1995 წელსვე, ამ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცევა და თუ აზერბაიჯანი არ დაგვითმობს, მოცვლა უნდა შევთავაზოთ;

3. მსჯელობენ და ასკვნიან, რომ ჩვენი საწყისი პოზიცია უნდა დაიწყოს 1938 წლის ხაზით საზღვრის შეთანხმების მოთხოვნით. ეს მდგომარეობა ყველაზე მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა ეს საზღვარი დადგენილიყო 1945 წლის ან 1991 წლის მდგომარეობით. ორივე მოცემულობა ჩვენთვის უფრო ცუდია, ვიდრე 1938 წლის ხაზი;

4. საქართველოს იმ დროისთვის არ აქვს 1938 წლის რუკის ხელმოწერილი ვარიანტი, თუმცა აქვს ამ რუკიდან გაკეთებული 3 ამონახაზი. მათ შორის ერთი შესრულებულია 1942 წელს. თუმცა ამონახაზზე საზღვრის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ზუსტად შეუძლებელია;

5. ქართულმა მხარემ მოიპოვა 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, რომელზეც დატანილია 1938 წლის ხაზი და გამოცემულია 1942-43 წლებში. ეს ხაზი ემთხვევა ამონახაზში არსებულ საზღვრის ხაზის მოყვანილობას. ამ რუკებთან დაკავშირებით იხ. პუნქტი 9;

6. აზერბაიჯანმა 1996 წლის ივნისში, თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეების დონეზე, ხელი მოაწერა საზღვრის ხაზის 1938 წლის ხაზით შეთანხმებას, რომელიც დატანილია 1:500 000-იან რუკაზე; ამავე ოქმით განისაზღვა, რომ დელიმიტაცია განხორციელდებოდა 1:50 000 მასშტაბის რუკებზე, ხოლო საზღვრები გაივლებოდა ქედებზე, მდინარეებზე და ა.შ. (1996 წლის 13 ივნისის ოქმი);

7. საქართველომ 1996 წლის სექტემბერში აზერბაიჯანს გადასცა ე.წ. ყავისფერი ალბომი, რომელშიც 1:50 000 მასშტაბით ასახული იყო საქართველოს საწყისი პოზიცია (მაქსიმუმი), რასაც მოელოდა დელიმიტაციის პროცესისგან;

8. აზერბაიჯანმა, მალევე აღმოაჩინა, რომ ეს, 1938 წლის ხაზი, მისთვის წამგებიანი პოზიცია იყო და 1996 წლის დეკემბერში მოითხოვა საზღვრის გავლება 1938 წლის ხაზით, ოღონდ მასზე 1945 წელს დატანილი შესწორებებით. ქართულმა მხარემ ეს შესაძლებლობა უარყო; (1996 წლის 5 დეკემბრის შეხვედრის ოქმი);

9. 1945 წლის 11-17 მაისს თათბირის შედეგად 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე, რომლებზეც დატანილი იყო 1938 წლის 1:500 000 რუკებით დადგენილი საზღვრის ხაზი, შევიდა ცვლილებები, რომლითაც აზერბაიჯანს გადაეცა დაახლოებით 5000 ჰა მიწა, თუმცა ეს ცვლილება არ შეხებია გარეჯის „სადავო“ მონაკვეთს. ამავდროულად, ხსენებული 1:100 000 მასშტაბის რუკები, იმ პერიოდის ყველაზე მსხვიმასშტაბიანი და ხარისხიანი კარტოგრაფიული მასალებია. (1945 წლის 11-17 მაისის თათბირის ოქმი);

10. 1942-43 წლის 1:100 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი 1938 წლის საზღვრის ხაზით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი გადის ზედ ქედზე და ჩიჩხიტურის კოშკზე, ანუ ისე, როგორც მოგვიანებით გამოცემულ რუკებზე;

11. საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიწყო საზღვრის იმ მონაკვეთების შეთანხმება, სადაც 1938 წლის და 1945 წლის ხაზები შეესაბამებოდა ერთმანეთს და მხარეები თანახმანი იყვნენ საზღვრის ასე შეთანხმებაზე;

12. საქართველომ 1996-97 წლებში შეათანხმა საზღვრის ნახევარზე ოდნავ მეტი;

13. ქართულმა მხარემ მოითხოვა ტერიტორიის მოცვლის პრინციპით დავით გარეჯის კომპლექსის ერთიანობის შენარჩუნება და საქართველოს საზღვრებში მოქცევა. ქართული მხარის პოზიცია ემყარებოდა ისტორიულ-კულტურულ და რელიგიურ არგუმენტებს. აზერბაიჯანის მხარემ ეს შეთავაზება იმ ეტაპზე არ განიხილა;

14. ამ პერიოდში ნატალია ილიჩოვა კომისიის წევრი არ არის და მის საქმიანობაში არ მონაწილეობს;

15. 2000 წელს, ნატალია ილიჩოვამ, რომელიც უკვე ჩართულია კომისიის საქმიანობაში, მოიპოვა 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც შედგენილი არის 1932-34 წლებში და გამოცემულია 1937-38 წლებში მიუფლინგის პროექციით. ეს რუკები დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკების იდენტურია; ამავდროულად, ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულია საზღვრის ნახევარზე მეტი და აზერბაიჯანს გადაცემული აქვს ჩვენი პოზიცია მთელ საზღვართან დაკავშირებით;

16. ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, ახლადაღმოჩენილ რუკებზე შეამჩნიეს რა გარეჯთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიცია, დაიწყეს მისი კარტოგრაფიული გამოსადეგობისა და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება; რუკების გადამოწმებამ აჩვენა, რომ მას სერიოზული ხარვეზები აქვს. მაგალითად, ამ რუკების შესაბამისად, წითელი ხიდი აზერბაიჯანის მხარესაა, ხოლო ჰიდროქსელი (მდინარეები) აცდენილია რეალობას. ერთმანეთს არ ემთხვევა ტრიანგულაციური პუნქტები (უცვლელი პუნქტებია), მთები, ხევები და მათ შორის საზღვრებიც;

17. 1:200 000 რუკის ის მონაკვეთი, რომელიც შეეხება გარეჯის მონაკვეთს, დაბეჭდლია 1937 წელს, ანუ, 1938 წლის საზღვრის შეთანხმებამდე. შესაბამისად, მასზე დატანილი საზღვრის ხაზი უნდა შეესაბამებოდეს 1938 წლამდე არსებულ და სამართლებრივად შეთანხმებულ საზღვარს, რაც 1929 წლის ოქმითაა დადგენილი, თუმცა ის მას არ შეესაბამება. 1929 წლის თებერვლის ოქმით, საზღვრის ხაზი გადის უდაბნოს ტრიგონომეტრიულ პუნქტზე, მიუყვება ქედის თხემს და გადის ზედ ჩიჩხიტურის კოშკზე. რუკაზე კი ხაზი დაწეულია სამხრეთით. აქვე აღსანიშნავია, რომ 1929 წლის შემდეგ ამ ქედზე საზღვრის ხაზი რომელიმე სამართლებრივი დოკუმენტით არ შეცვლილა;

18. დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი ზაქათალას ოლქთან და ყარაიასთან ერთად აზერბაიჯანის მხარეს 1922 წელს საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადასცა; 1923 წლეს მასვე გადასცა ელდარის საძოვრები. 1929 წელს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ შეეხო ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს;

19. ამავდროულად, 1937 წლის 1:200 000-იანი რუკის გამოყენება საქართველოსთვის ქმნიდა საფრთხეს, რომ აზერბაიჯანი გავიდოდა 1938 წლის ხაზით საზღვრის დადგენის შეთანხმებიდან, რომლიდანაც გასვლას ისედაც ცდილობს და შეიქმნიდა მისთვის უკეთეს სიტუაციას, ხოლო საქართველო დაკარგავდა იმ მონაპოვარს, რომელიც 1996 წლის ივნისის შეთანხმებით მოიპოვა – შეთანხმდეს საზღვარი 1938 წლის ხაზით;

20. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, 1:200 000 რუკების გამოყენებაზე უარი ითქვა და მათ ნატალია ილიჩოვა ინახავდა მანამ, სანამ კომისიის წევრი იყო და როცა წევრობა შეუწყდა, გადასცა ახალ წევრს – ქალბატონ ირმა გაბუნიას;

21. 2005 წელს, ჩიჩხიტურის კოშკის რესტავრაცია დაიწყო ქართულმა მხარემ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის დარღვევის არგუმენტით დააკავეს 2 რესტავრატორი და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად, 3 დღის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებულები; ქართულმა მხარემ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აზერბაიჯანის მხარეს;

22. 2005 წელს პრეზიდენტ ალიევს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა, დავით გარეჯთან დაკავშირებით. (2005 წლის 22-23 დეკემბრის შეხვედრების ოქმი);

23. პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, რომ ის ადგილზე იყო, გაეცნო სიტუაციას და იქ არსებული სიმაღლეები აზერბაიჯანისთვის სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ვერ დათმობენ;

24. ქართულმა მხარემ ამის შემდეგ აზერბაიჯანს 2007 წლამდე 2 ვარიანტი შესთავაზა გარეჯთან დაკავშირებით: 1. ტერიტორიის მოცვლა; 2. მნიშვნელოვანი სამხედრო სიმაღლეების დათმობა დავით გარეჯის სადაო მონაკვეთის დათმობის სანაცვლოდ; 2007 წლეს აზერბაიჯანის მხარემ უკვე სხვა არგუმენტებით (ხალხი და მედია გაგვიბრაზდება) უარყო დათმობაზე წასვლის შესაძლებლობა (2007 წლის 27 აგვისტოს ოქმი); ამავდროულად, 2006-07 წლებში შეათანხმა საზღვრის დამატებით დაახლოებით 15%;

25. პრეზიდენტი სააკაშვილი 3-ჯერ შეხვდა პრეზიდენტ ალიევს (თბილისში, 2007 წლის 12 მაისს, ბაქოში 2007 წლის 18-19 ივნისი და 2009 წლის 20 მაისს) სადაც მიიღწა შეთანხმება გარეჯის თემის დათმობაზე, რაც ასევე დადასტურდა 2008 წლის 22-23 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბაქოში ვიზიტისას, თუმცა აზერბაიჯანის კომისია მაინც თავს არიდებდა პროცესის წარმართვას და ამბობდა, რომ შესაბამისი დავალება მიღებული არ აქვთ;

26. ამის შემდეგ ამ მონაკვეთზე რაიმე პროგრესი აღარ მიღწეულა. საზღვარი შეთანხმებულია ჩიჩხიტურამდე 100 მეტრით ჩრდილო-დასავლეთით და უდაბნოს ტრიანგულაციური პუნქტიდან სამხრეთ-აღოსავლეთით; შესაბამისად, საზღვარი შეუთანხმებელია ჩიჩხიტურზე, უდაბნოს მონასტერზე;

27. და შეიძლება კიდევ იყოს ბევრი პატარა დეტალი, რომელსაც აქ ვერ ჩამოვწერ, მაგრამ ეს არის ის, რაც გარეჯის ამბავზე ხდება, ხოლო ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი არ აქვთ წარდგენილი ჩიჩხიტურზე ან უდაბნოს მონასტერზე საზღვრის შეთანხმების გამო, რადგან საზღავრი შეთანხმებული არაა.

P.S. ბრალი რაზეც აქვთ წაყენებული ნატალიას და ივერის, იმ ნაწილებზე ასევე, ცალ-ცალკე მოგვიწევს ამბის მოყოლა. სულ 13 მონაკვეთია და მოემზადეთ 🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მშვენიერაძე.

5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.

ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი არასრულწლოვანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ემოციურ კადრებს ავრცელებს ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რა დროსაც ორსართულიანი შენობის ნგრევის შედეგად ნანგრევებში მოყვა არასრულწლოვანი, რომელიც მაშველების პროფესიონალიზმის შედეგად გადარჩენილი იქნა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სირცხვილია – რას კადრულობთ! რა შუაშია სომეხი და ოსი?!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩოვასთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ შეფასებებს ეხმიანება:

სირცხვილია – რას კადრულობთ! რა შუაშია სომეხი და ოსი?!

რომც იყოს მელაშვილი და ილიჩოვა, მერე რა?!

დიდი ხანია ღარიბაშვილმა საფლავის ქვები გამოცვალა წინაპრების საფლავზე და აღარაა სომეხი?

რას კადრულობთ? რა წუმპეში ჩაეშვით, ხვდებით?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა!” – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებს ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების შეტანასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობას უხდის მის პირად მეგობარს ტედროს ადანომ გებრეისუსს:

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა!

მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება,” – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ალავერდის” ვიდეოკლიპი

ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ალავერდის” ეს ლამაზი ვიდეოკლიპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ხელოვნება, ქართული ქორეოგრაფია კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილ რეალობას, დაწესებულ შეზღუდვებს არ შეეგუება და თავის შემოქმედებას შეუზღუდავად გააცნობს საზოგადოებას

მუსიკალური თანხლება ბენდი მუცო – ცა მინორში / Band Mutso – Sky In Minor