სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 12

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები სხვადასხვა დროს აგვიფეთქდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:

ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები სხვადასხვა დროს აგვიფეთქდეს.

რეზოლუციის ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სამუშაო ვერსია ან თბილისშია დაწერილი “მდიდარი ენჯეოების” ოფისებში, ან რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციაში, და იმ 320 ევროპარლამენტარს წესიერად წაკითხულიც არ ექნებათ, ისე მისცეს ხმა, კოლეგების ხათრით. ისინი კი აქ ჰყავთ “შეკერილები.” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც მათ ჩააკვეხეს.

ეს რეზოლუცია არის მხოლოდ ნაწილი იმ მასირებული შეტევის რაც მიდის ხელისუფლებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ მან საქართველო არ გადააქცია რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემად, როგორც სააკაშვილი ითხოვდა (ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს), და რაც ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20% დაკარგვად დაუჯდა.

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია კი კასეტური ჭურვივით როდესღაც აფეთქდება, აბა ტყუილად ხომ არ დაიხარჯნენ მის გასროლაში?!

მოკლედ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ყველაფერი ძველებურად მიდის, ამ ურთიერთობებს ისევ განაგებენ ის ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ საქართველოში ისტორიის ჩარხი უკან დაატრიალონ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

გასაგებია, რომ არჩევნებში შესვლა უსამართლო, უთანასწორო ომში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ… მაგრამ… ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…

არჩევნების დღე არის ერთადერთი თარიღი, როდესაც ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს და ხმის მიცემის გზით ირჩევს ხელისუფლებას.

თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნების შედეგებს, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი გამყალბებლის დასჯის და არჩევნების რეალური შედეგების დაფიქსირების სახით.

ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული პირდაპირი დემოკრატიის აქტი და ვერავინ ამას ვერ დაარქმევს “სახელმწიფო გადატრიალებას”. უფრო მეტიც, ეს ჩაითვლება გამყალბებლის მხრიდან სახელწიფო გადატრიალების აღკვეთის აქტად.

შესაბამისად, ხალხის და არა პარტიების გადასაწყვეტია 4 ოქტომბერს გეორგიევსკში მოვაწერთ ხელს ტრაქტატს, თუ დიდგორში ვიბრძოლებთ.

ხელისუფალს სწორედ ის უნდა, რომ საკუთარი ძალის რწმენა დავკარგოთ, მისი უძლეველობის მითოლოგია დავიჯეროთ და წინასწარ დავნებდეთ, უპერსპექტივო ბოიკოტის ილუზიით შეპყრობილები…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მინდა მივესალმო “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ინიციატივას ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებას პოზიტიური და მხარდამჭერი პოზიციით ეხმიანება:

მინდა მივესალმო “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ინიციატივას ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ვებ პლატფორმების ათვისება, ვიცი რომ ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე იგეგმება ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. მინდა ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

როცა ივანიშვილი სულ უფრო იმყარებს დიქტატურას, დევნის თავისუფალ აზრსა და მედიას, თითოეული ასეთი თავისუფალი მედია პლატფორმა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ხდება.

თითოეული მსგავსი ნაბიჯი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩემი პარტია იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე. აქვე, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც საქართველოში რუსული კოშმარის დასრულება სურს.

პ.ს. გაწეული შრომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლევან სანიკიძეს და ჩვენი ახალგაზრდების გუნდს. წარმატება და გამარჯვება საქვეყნო საქმეში!” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

“ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?🤨🧐” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მის მიმართ გამოტანლს სასამართლო გადაწყვეტილებებს მწვავე,მ მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

შარშან როდესაც ამ სისხლიანი რეჟიმის ცოფიანმა ქოფაკებმა სახის ძვლები დამიმტვრიეს, მერე ზუსტად ჩემი ცემის ამბავზეც მე გამასამართლეს – 2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს და 2 წლით შემიზღუდეს იარაღის ტარების უფლება.

დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეისბუკ პოსტის გამო 4000 ლარი გამომიწერა შაპიტომ, სასამართლოდ წოდებულმა, და ჰოი საოცრებავ – კიდევ 3 წლით ამიკრძალეს იარაღის ტარება.

ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?🤨🧐“, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება.

გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი.

ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის.

მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც მთავარია გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს.

მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებზეც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ – მედიაგარემო გაჯანსაღდეს” – კახა ბექაური

შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.

მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, მთავარია მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა. არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ. ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ. მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ,“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.

კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერ-ჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა, ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.

სხვათა შორის „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად შედგა სამუშაო შეხვედრა, სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი ვაშაძე

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, “ტვ პირველთან” კომენტარში პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

მე მზად ვარ პატიმრობისთვის იმიტომ, რომ ვიცით რა ბრძოლაში ვართ და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

ასე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამას შევხვდებით ღირსეულად იმიტომ, რომ პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!

ერთიანობა და ერთიანობა, იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია! ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ და თუ რამე დააჩქარებს ამ გამარჯვების პროცესს, ეს არის აბსოლუტური კონსოლიდაცია და ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო – საქართველო, რომელიც უნდა იყოს ძლიერი, გახდეს ევროკავშირის წევრი, იყოს თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და გავათავისუფლოთ ივანიშვილის რეჟიმისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებსა თუ შეფასებებს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განიხილავს:

ვუსმენ ე.წ. “კომისიას”, წულუკიანს პასუხობს “ტიპი”: “გავრილოვის ღამეს” სროლა რომ დაიწყო, დარბევა, ეს იყო სპეციალურად გაკეთებული და პრემიერმა ბახტაძემ არ იცოდა არაფერი ამის შესახებო, მოწმე ვარო. გახარიამ იცოდა და ბახტაძემ უსაყვედურა კიდეც ამის გამოო – ეს რატომ ჰქენიო… გახარიამ უპასუხა სიტუაციამ მოიტანაო“.

მოდით ახლა გავყვეთ, ერთი წამით გავყვეთ, “ქოცურ” ლოგიკას, დავუშვათ რომ პრემიერმა ბახტაძემ არ იცოდა და მის გარეშე ჩატარებულა თურმე პატრიოტთა დარბევა დათვის ტყვიებით 2019 წელს “გავრილოვის ღამეს”… კი ბატონო იყოს ასე, მაშინ მათივე, “ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი (მით უფრო რუსეთი), თან არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი პუტინთან დაპირისპირებული იყო და (პუტინს ღიად აქვს გაცხადებული, რომ 2006 წლიდან ვემზადებოდით საქართველოსთან ომის დაწყებისთვისო), ჰოდა ხომ წარმოგიდგენიათ რუსეთის უშიშროება რასაც “ჩაატარებდა” განზრახ და რასაც მოუწყობდა და თან ვხედავთ მის “გარშემო” გამყიდველი ტიპებიც ბევრნი ყოფილან!!!

ლოგიკით ასეა! ხოლო “ქოცნების ხელისუფლების” შერჩევითი სამართლით სხვაგვარად!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ემოციურ შეფასებებთან ერთად და განმარტებება-მითითებას აკეთებს კონკრეტულ სტატუსზე, რის გამოც მის მიმართ სასამართლო პროცესი დაიწყო:

აქვეყნებს, თუ რის გამო იწყებენ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს:

,,ხვალ (20 ივნისს, რედ.) ქოც-რეჟიმი მასამართლებს ამ პოსტის გამო -(წაიკითხეთ პოსტი – იხ. “სქრინი” პუბლიკაციის ბოლოში, რედ.)

კოლექტიურად რუსის მონები რომ ვუწოდე, არ მოეწონათ.

მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა.

სიმართლე რომ მტკივნეულია, ეს ვიცით. ეტკინათ და მიჩივიან😁

რუსების მონებო! ერთ დღეს აუცილებლად დასრულდებით და ეს დღეც მალე დადგება!”, – წერს დავით ქაცარავა და მის მიერ 28 მარტს გამოქვეყნებული სტატუსის ე.წ. “სქრინს” აქვეყნებს.

“ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე

რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას.

რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს ეს რადიკალური დაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.

საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რამდენიმე თვის წინ გახსოვთ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.