ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.3 C
Tbilisi
Home Blog Page 1023

“მიშა გაუშვას და მადლობასაც ვეტყვი საჯაროდ” – ელისო კილაძე

ელისო კილაძე თავისი დამოკიდებულების თაობაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში:

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაასკვნეს რომ მე ბიძინა მაფინანსებს და მასზე ვმუშაობ🤠

არგუმენტი აქვთ ასეთი – ბ-ნოთი რატომ მიმართავ და ხიხოს რატომ არ ეძახიო?!

მიშა გაუშვას და მადლობასაც ვეტყვი საჯაროდ ✌️

p.s. ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ არც მიშას არ ვეძახდი მიხოს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება მსოფლიო კლასის ახალი ტურისტული მიმართულება

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

“ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი თავისი მასშტაბებით საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.

,,დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას.

პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის მიმართ თავდადების, რასაც ჩვენ ვხედავთ ინვესტორის მხრიდან, ეს პროექტი აუცილებლად წარმატებით დასრულდება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ როგორც ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე. და ისაუბრებენ ძალიან კარგად.

წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული წელი, შეიძლება ითქვას ისტორიული მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის მიმართულებით და ამ დადებით ტენდენციას სჭირდება გაგრძელება, კიდე უფრო მეტი ამბიცია, კიდე უფრო მეტი შრომა, და ჩვენ, ყველანი მზად ვართ, რომ ყოველდღიურად ვიშრომოთ ამ ძალიან დიდი სამეწარმეო მუხტის მატარებელ ხალხთან ერთად, რომ ახალი პროექტები შევქმნათ.

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. ეს ახალი პროექტი შექმნის 2000 ახალ სამუშაო ადგილს და სტაბილურ შემოსავალს შეუქმნის ძალიან ბევრს ოჯახს ბათუმში. ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკის ორნიშნა ზრდას წარმოადგენს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ამ პროცესში ჩართული. და ჩვენი გუნდი, მთელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით არ გავჩერდებით. არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ვგეგმავთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად.

ბათუმი, უკვე მეორედ წარდგენილია პრესტიჟულ ე.წ. ტურიზმის ოსკარზე, რომლის შედეგებსაც ჩვენ პირველ ოქტომბერს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

თელასის გაფრთხილება: 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონის ცალკეულ უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) , გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ჯანჯღავას და ზირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 04:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გიორგიწმინდას, ომარ ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, რამაზ გოგიაშვილის, გიორგი ბაბილოძის, თეთრი ტბის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბნის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, კლარა კვეესის, ზურა მირაქიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ “გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ”, ხოლო “ქართული ოცნების” დოკუმენტს – როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე!” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტში ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ძირითადი საკითხები ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციაში მოცემული რეკომენდაციები. შეხვედრის დეტალებზე კონკრეტული შეფასება გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთხელ შეჯერდება მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმა, მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია:

,,ფაქტობრივად, ვასრულებთ სამუშაო პროცესს. მხოლოდ 4 საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ სამოქალაქო სექტორისგან იმიტომ, რომ ძალიან კომპლექსური საკითხებია.

ეს არის მართლმსაჯულება, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმები და მედია საკითხები. დანარჩენ საკითხზე ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, რომ დასრულებულია სამუშაო პროცესი.

საბოლოო ჯამში, ჩვენს დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, ხოლო ,,ქართული ოცნების“ დოკუმენტს შეგვიძლია დავარქვათ – როგორმე უარი გვითხრას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

ეგვიპტური ყანჩა – Cattle egret (Bubulcus ibis)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია – კრწანისის ტყეპარკში ეგვიპტური ყანჩა შევნიშნეთ.

ეგვიპტური ყანჩა – Cattle egret (Bubulcus ibis) საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბინადრობს ჭაობების, წყალსატევების ნაპირებზე და დაჭაობებულ ანთროპომორფულ ლანდშაფტებში. იკვებება მწერებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით, თევზების ლიფსიტებითა და ბაყაყებით.

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 სექტემბრის პერიოდისთვის

2 სექტემბრის აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3-5 სექტემბრის პერიოდისთვის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლარმა გაუფასურების რამდენიმე ტალღა გაიარა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. ასევე გაუფასურდა და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა ლარი მაგ. დოლართან მიმართებაში. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

30 აგვისტო – 2.8607;
31 აგვისტო – 2.9045;
1 სექტემბერი – 2.9002;
2 სექტემბერი – 2.9036.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა, 0.0080 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8956 ლარი.

ევროსთან მიმართებაში არასტაბილურია ლარის კურსი და მოხდა როგორც გამყარება ისე გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

30 აგვისტო – 2.8584;
31 აგვისტო – 2.9126;
1 სექტემბერი – 2.8935;
2 სექტემბერი – 2.9074.

ბოლო ვაჭრობაზე 0.0124 ლარით ისევ გამყარდა ეროვნული ვალუტა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8950 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3482 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1589 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7841 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7082 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.1673 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9478 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.1922 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.5205 ლარი
100 იაპონური იენი – 2.0639 ლარი

არასტაბილურია ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, 100 რუსული რუბლი ღირდა:

30 აგვისტო – 4.6860;
31 აგვისტო – 4.7812;
1 სექტემბერი – 4.7912;
2 სექტემბერი – 4.7976.

2 სექტემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.0322 ლარით გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.7654 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

“დღევანდელი სასკოლო სისტემა “სახელმწიფოს მავნებლური მართვის” ანარეკლია” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, მორიგი სასკოლო სეზონის წინ, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და სიტუაციის გამოსწორების მიზნით კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს ხელისუფლებისადმი, განათლების სამინისტროსადმი:

განათლების სისტემის ჩამოშლაზე და სწავლის ხარისხის გაუარესებაზე წუხილი ახალი არ არის. მოსახლეობის 51% აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში განათლების ხარისხი სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. თუმცა, რატომ გვაქვს საქმე ასე შავად და რითია გამოწვეული ეს ჩავარდნა სასკოლო განათლებაში, სიღრმისეული გაანალიზება არ ხდება. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ერთი კი ცხადია, რომ რომ როგორც მთელ ქვეყანას, ისე განათლებას არც პატრონი და არც მომკითხავი არ ჰყავს.

თევზი თავიდან ყროლდებაო” ხომ გაგვიგია?! განათლების სისტემის მთელი უბედურების სათავეც მმართველობის ნაკლოვანებაშია საძიებელი. დღევანდელი სასკოლო სისტემა „სახელმწიფოს მავნებლური მართვის“ ანარეკლია. სკოლა ერთგვარი მინი-მოდელი და ზუსტი ანალოგია იმ „ფიქტიური დემოკრატიული მმართველობის“, რომელიც გავრცელებულია სახელმწიფოს მართვის მთელ სისტემაზე.

დღეს, 2086 საჯარო სკოლიდან უმრავლესობას მართავს არა საყოველთაო ნდობით არჩეული საგანმანათლებლო ლიდერი, არამედ „ზევიდან“ ხელდასხმული დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირი, რომლის არც კომპეტენცია, არც კეთილსინდისიერება და არც ანგარიშვალდებულება სასკოლო საზოგადოების წინაშე არავისთვისაა ცნობილი და არც არავის შეუმოწმებია. ამგვარი სუბიექტების მთავარი „დაკვეთა“ სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა მოსწავლისა თუ მასწავლებლის განვითარების ხარისხი. მოდელი ანალოგიურია სახელმწიფო მმართველობის შემთხვევაში, რადგან მთავრობის „მეთაურისა“ თუ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშვალდებულება კვლავ „ზემოდან დამკვეთის“ კმაყოფილებით განისაზღვრება და არა ხალხის ინტერესითა და კეთილდღეობის ზრდით.

სკოლის მართვის მავნებლური პრაქტიკა გავრცელდა მომდევნო რგოლზეც. „გათიშე და იბატონე“ პრინციპით სახელმწიფომ მასწავლებელთა სქემის წარუმატებლობა საკუთარ იარაღად აქცია. მასწავლებელთა „წინსვლისა და განვითარების“ ნაცვლად სტატუსების, საათებისა თუ სახელფასო გადანაწილების არასამართლიანმა პრინციპმა სკოლა პედაგოგიური საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად აქცია. კრედიტომანიითა და მუდმივი საგამოცდო ექსპერიმენტებით დაქანცულ მასწავლებლებს ყურადღების მიღმა დარჩათ მთავარი – მოსწავლე და მისი აკადემიური მიღწევევბი, რადგან საკუთარი თავის „გადარჩენის“ ამოცანა დაუყენა სახელმწიფომ.

რაშია გამოსავალი? პასუხი ცალსახაა: განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაში, სადაც სკოლა თავისუფალ, განმავითარებელ და შედეგიან საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს მოსწავლესა და მასწავლებელს და არა პოლიტიკური თუ საარჩევნო გარანტიების პლაცდარმს ხელისუფლებებისთვის“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

“სოსო გოგაშვილი ძალიან დაგვავალებს, თუ იმ არასამთავრობოების და ექსპერტების სიასაც გამოაქვეყნებს, ვისაც ყველაზე ბინძური ხერხებით ებრძოდა” – ლელა ჯეჯელავა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ იგი დაასახელებს ხელისუფლებასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სათანადოდაც ფინანსდებოდნენ, ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

სოსო გოგაშვილი ძალიან დაგვავალებს, თუ იმ არასამთავრობოების და ექსპერტების სიასაც გამოაქვეყნებს, ვისაც ყველაზე ბინძური ხერხებით ებრძოდა, ფინანსურ წყაროებსაც უკეტავდა და ცხოვრებას უჯოჯოხეთებდა. მიზეზებსაც თუ მოაყოლებს თან, ხომ კიდევ უკეთესი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

“მე ვარ საქართველოს აგენტი – შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ.” – დავით უსუფაშვილი

ქართულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციაზე, კერძოდ აშშ-ს აგენტების ე.წ. სიაზე მსჯელობამ პარლამენტშიც შეაღწია. თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, ე,წ, “აგენტების სიაში” ერთ-ერთ სტაჟიან აგენტად ხსენებული, პარლამენტი ყოფილი სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

მე ვარ საქართველოს აგენტი – შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ.

ვისი წარმომადგენელი ვარ? – საქართველოს წარმომადგენელი ვარ!

ვინ მგონია, რომ საქართველოსთვის არის ყველაზე სასურველი, ძლიერი და სასურველი პარტნიორი? – ეს არის შეერთებული შტატები და ევროპა.

აი, ამის აგენტი ვარ მე, ამ ქვეყნის აგენტი ვარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის აგენტებიც კი ვერ არიან და იმათი აგენტები არიან ვინც იმ წუთში ან ფულს უხდის ან სამსახურში მოაწყოს, სხვა ადამიანების აგენტები არიან, მერე ისინი სტატიებსაც წერენ და სხვა უბედურებებსაც აკეთებენ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.