spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც...

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება მსოფლიო კლასის ახალი ტურისტული მიმართულება

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

“ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი თავისი მასშტაბებით საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.

,,დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას.

პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის მიმართ თავდადების, რასაც ჩვენ ვხედავთ ინვესტორის მხრიდან, ეს პროექტი აუცილებლად წარმატებით დასრულდება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ როგორც ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე. და ისაუბრებენ ძალიან კარგად.

წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული წელი, შეიძლება ითქვას ისტორიული მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის მიმართულებით და ამ დადებით ტენდენციას სჭირდება გაგრძელება, კიდე უფრო მეტი ამბიცია, კიდე უფრო მეტი შრომა, და ჩვენ, ყველანი მზად ვართ, რომ ყოველდღიურად ვიშრომოთ ამ ძალიან დიდი სამეწარმეო მუხტის მატარებელ ხალხთან ერთად, რომ ახალი პროექტები შევქმნათ.

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. ეს ახალი პროექტი შექმნის 2000 ახალ სამუშაო ადგილს და სტაბილურ შემოსავალს შეუქმნის ძალიან ბევრს ოჯახს ბათუმში. ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკის ორნიშნა ზრდას წარმოადგენს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ამ პროცესში ჩართული. და ჩვენი გუნდი, მთელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით არ გავჩერდებით. არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ვგეგმავთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად.

ბათუმი, უკვე მეორედ წარდგენილია პრესტიჟულ ე.წ. ტურიზმის ოსკარზე, რომლის შედეგებსაც ჩვენ პირველ ოქტომბერს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...