ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 10

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე.

რეჟიმი ებრძვის სიმართლეს, პატრიოტიზმს, სიმამაცეს. ცდილობს გააქროს ყველაფერი, რაც ქართველს ღირსეულად ყოფნის საშუალებას აძლევს.

მაგრამ ვერც ზურას და ვერც ერთი სხვა სინდისის პატიმრის დატყვევებით ვერ გადაარჩენენ მარცხისთვის განწირულ რეჟიმს.

ვერ შეგვაჩერებენ.

ვერ გაგვაჩუმებენ.

ბოლომდე ვიბრძოლებთ – თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მომავლისთვის და ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.

თავისუფლება ზურას!

თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს!

თავისუფლება საქართველოს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს:

საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი. სიტუაციის პარადოქსულობა კი იმაშია, რომ ეს სირთულე მოდის იმათგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით.

ამიტომაც, ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისგან (უკურნებელ ნაწილს აღარაფერი ეშველება!) მოითხოვს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის რევოლუციურ ანუ ძირფესვიან შეცვლას, რაც კონკრეტულ ქმედებებში უნდა აისახოს. ის უნდა გაუძღვეს პროცესს, ვიდრე სხვები გაუძღვებიან.

დრო არ ითმენს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან და კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

თავის განცხადებაში პრეზიდენტმა ტრამპმა ახსენა, ეგენი “სიკვდილი ამერიკას” ამბობენო.

ირანი რომ ჩვენი ისტორიული მეზობელია, ვიცით, მაგრამ როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან.

პრაგმატული კი არა, ესაა საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი ყველაზე სულელური პოლიტიკა“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს და ამ ფონზე ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებით მიმართავს:

ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს დღევანდელ მოვლენებს, ერთი ფაქტია, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა უკვე!

და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა!

მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ მინიშნებად შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

ქოც ბოსებს აქვთ დიდი სადარდელი. დიდძალი ფული ეკარგებათ ირანში, მაგრამ ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა ირანთან დაკავშირებით:

🔺️დონალდ ტრამპმა პირადად დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმები, თუმცა შესრულების ბრძანება ჯერ არ გაუცია. ჯერ!!!

გაინტერესებთ, დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? დეტალური პასუხები იხილეთ აქ — ლელა კაკულიას ადრინდელ წინასწარმეტყველებებში (მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ), რომლებიც მანამდე საავტორო გაზეთშიცაა გამოქვეყნებული და წიგნებშიც „ახალი სიტყვა“ (ქართულ, ინგლისურ და რუსულ გამოცემებში).

✅️2006 წელი, 2 იანვარი
ირანი უტოლდება ამერიკას… ფიქრობს, რომ საკმაოდ ძლიერია, რათა შეებრძოლოს მსოფლიოს. ფრთხილად! მაგრამ მუსლიმებმა სიფრთხილე დაკარგეს. დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!
✅️2006 წელი, 23 აპრილი
ამერიკა ირანს არ დაუთმობს არც ერთ შემთხვევაში, ვხედავ. ირანზე თავდასხმის გეგმა უკვე შემუშავებულია.
✅️2007 წელი, 22 ოქტომბერი
ამერიკისა და ირანის ურთიერთობა არ განიმუხტება — არ სურს ირანს დათმობა. ირანი სარგებლობს რუსეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობით და უკან არ იხევს — გამძვინვარებულ ლომს დაღებულ ხახაში უყოფს თავს. ამერიკა რას იზამს? ასი პროცენტით დაარტყამს ირანს, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამერიკას არ სცალია მათთვის. ეს იციან ამერიკელებმა და ვხედავ, მათ მოქმედების სულ სხვა გეგმები აქვთ, რომელიც გამარჯვებას მოუტანთ.
✅️2007 წელი, 25 ოქტომბერი
დაძაბულობა ამერიკასა და ირანს შორის კულმინაციას მიაღწევს. ამერიკა დაარტყამს ირანს ასი პროცენტით. აი ნახავთ!
✅️2008 წელი, 27 იანვარი
ირანი ისევ განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას, რუსეთი კი ვითომ ნეიტრალიტეტს იკავებს. ამ დროს რთულ ინფლაციაში მყოფი ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, ესე იგი, დაარტყამს ირანს — არც დაფიქრდება ამერიკის პრეზიდენტი. მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება — მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!
✅️2008 წელი, 10 მარტი.
ვხედავ, ირანი ისევ გამოაჩენს ბრჭყალებს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ამერიკაც ამას ელოდება, რათა ჰქონდეს საბაბი, გაამართლოს საკუთარი ქმედებები. ვხედავ, თავიდან იწყებენ გარჩევებს. ამერიკა ისევ ადანაშაულებს ირანს ატომთან დაკავშირებით და ბოლოს ყოველივ იმით მთავრდება, ვხედავ, რომ ამერიკა დაბომბავს ირანს. წერტილოვან იერიშს განახორციელებენ, ბომბავენ იმ ადგილს, სადაც ეგულებათ ის ლაბორატორიები, რომლებიც ირანის მთავრობის განცხადებით, თითქოს არ არსებობს.
✅️2008 წელი, 8 მაისი
ვხედავ ომებს და ისევ ომებს. ის, რაც ირანიდან მოდის, უნდა შეაჩერონ თუნდაც ომის ფასად, რაც ამერიკას გადაწყვეტილიც აქვს. ამერიკა, ვიმეორებ, მაინც დაარტყამს ირანს, იძულებული გახდება.
✅️2008 წელი, 23 ივნისი
აღმოსავლეთი იძაბება. ირანი უკან არ იხევს. მათ თავხედობას არ აქვს საზღვარი. მაგრამ არც ამერიკა იხევს უკან და ასი პროცენტით დაარტყამს ირანს! ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი.
✅️2010 წელი, 22 სექტემბერი
ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებით ირანს უპირისპირდება. იგი მომავალში აუცილებლად დაარტყამს ირანს. ურანის გამდიდრების სურვილი კი სურვილად დარჩება ირანისთვის.
✅️2010 წელი, 1 დეკემბერი
ამერიკა მომავალში ძალზე უხეშ პოლიტიკას გაატარებს ირანის მიმართ და ერთ დღესაც, ვხედავ, დაბომბავს იმ ადგილებს, სადაც ურანს ამდიდრებენ.
ამერიკას დიდი ხანია შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ დაარტყამს ირანის იმ წერტილებს, სადაც ქარხნები აქვთ განლაგებული. ეს წერტილოვანი დარტყმებია —ხალიჩას ჰგავს.
✅️2011 წელი, 15 სექტემბერი
ამერიკას ომი ურჩევნია ირანთან, ვიდრე უფლება მისცეს მას ურანის გამდიდრებისა. იციან, რაც მოჰყვება ამას. ამიტომ, ვხედავ, ირანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ამერიკა აღარც დაფიქრდება და ერთ დილას დაბომბავს ირანს.
თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ამერიკა მაინც ცივილიზებური გზებით მიაღწევს მოლაპარაკებებს ირანთან, მაგრამ არ დაიჯეროთ. ვხედავ, რომ აუცილებლად დაარტყამს ირანს. დაიჯერეთ! ამერიკა თავის გეგმებს ნელ-ნელა ახორციელებს.
✅️2011 წელი, 27 ივლისი
ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს. მუსლიმებს დიდი ამბიციები იპყრობთ. ის შეიარაღება, რაც მათ გააჩნიათ, თვალებსა და გონებას უბრმავებთ. ისინი დიდ შეცდომებს უშვებენ, ვინაიდან მოწინააღმდეგის სიძლიერეს არ აღიარებენ! ამიტომაც წააგებენ.
✅️2012 წელი, 10 იანვარი
ირანის მთავრობა დიდ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს ერთმანეთზე მიყოლებით, რაც დაარწმუნებს ნატოს ქვეყნებს, რომ აუცილებელია, დაარტყან ირანს და ატომური თუ სხვა რაკეტები და იარაღი აუფეთქონ. მოკლედ, გაანადგურონ და თან მიაყოლონ ირანის მთავრობაც. მოკლედ, ურანის გამ დიდრება — ეს საბედისწერო შეცდომაა ირანისთვის. ამ ომს ირანი სასტიკად წააგებს.
✅️2012 წელი, 20 აგვისტო
ამერიკა ირანს არაფერს დაუთმობს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და დაარტყამს კიდეც ირანს. ვითომ იმ ქარხნებს დაბომბავს, სადაც ურანს ამდიდრებენ, მაგრამ სხვა ადგილებიც იბომბება, ვხედავ. მოკლედ ქვას ქვაზე არ დატოვებს.
✅️2021 წელი 9 თებერვალი
რაც შეეხება ირანს, ის თავშიც თამაშობდა, ახლაც თამაშობს და მომავალშიც ითამაშებს. ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობს და ამის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ ამერიკას, რომელიც ჰუმანური პოლიტიკის გატარებას სულაც არ ფიქრობს — პირდაპირ დაარტყამს ირანს. ამაში ჩაერთვება ისრაელიც და ეს ყოველივე დამთავრდება ამერიკული პოლიტიკის გამარჯვებით.
ვხედავ, როგორ ნადგურდება ირანის „ბირთვული პროგრამა“, მთლიანად წაიშლება. ვხედავ, ირანი ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩავარდება, ამერიკა კი გამარჯვების დროშას აფრიალებს.

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან მიმართებაში:

იმათთვის, ვინც ფიქრობდა რომ ამერიკის მზე ჩაესვენა (მათ შორის მოსკოვსა და თბილისში), შავი დღეა.

ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება. God Bless America! 🇺🇸” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაწყებულ გამოძიებასა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით:

რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მანიპულაციებით შექმნას ისეთი მოცემულობა, ტყუილი, რა თქმა უნდა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა.

კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას. ეს არის ძალიან კარგად ცნობილი თითოეული მათგანისთვის.

ასე, რომ, ისევე როგორც, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, საქართველოშიც მოხდება ძალიან ადეკვატური მიდგომა ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს და უარს იტყვის საკონსტიტუციო ორგანოს მიერ მისთვის მიცემული დავალების შესრულებაზე ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სს “თელასი”: 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის გლდანის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ხიზამბარელის, ქერჩის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ვასაძის, ხარაძის, ახმეტელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ? მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას?”

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

თეირანის იმ დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა, სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას!

დღეს მის გვერდით მსხდომთაგან უმრავლესობა ან გარდაცვლილია, ან მიწისქვეშა ბუნკერებში იმალება.

ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის?

ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების?

გაკოტრებული რეჟიმების?

თუ თქვენი არჩევანია იდგეთ იმ ღერძზე, რომელიც ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, უკრაინას, საკუთარ ხალხს და თავისუფლებას – მაშინ თქვით პირდაპირ.

ლუკაშენკომაც კი იგრძნო, საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ?

ლიდერები და თვისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ისევ ციხეში არიან; კრიტიკა ითვლება დანაშაულად; დასავლეთი გამოცხადებულია მტრად.

მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას? ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალი დაბლოკოთ და თქვენს ბნელ გარიგებებს გადააყოლოთ ქვეყანა.

რას იმალებით? გამოდით. თქვით ღიად სად ხართ.

დასავლეთის პარტნიორი ხართ?

თუ ისევ არარსებულ საფრთხეებს ებრძვით, რომ პასუხისმგებლობა აირიდოთ?”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს