spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჭამეთ ბიძინას სუვერენიტეტის და რეჟიმის დაცვა საგარეო პოლიტიკად...

“ჭამეთ ბიძინას სუვერენიტეტის და რეჟიმის დაცვა საგარეო პოლიტიკად და ელოდეთ უარესს რუსეთთან მარტოდ დარჩენილ ვითარებაში:(” – თეონა აქუბარდია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია მწვავე პოზიციით და ირონიული მინიშნებებით ეხმაურება “ელჩების კონფერენცია 2025”-ის ღონისძიებას:

მაკა ბოჭორიშვილის კანტორას შეხვედრა ჩაუტარებია სახელად ელჩების კონფერენცია. ტრიბუნიდან ჯერ მაკასგან ვეცადე გამეგო რა არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, თუმცა მისგან მხოლოდ მისი კანტორის დაცვის მცდელობა გავიგე გარე ჩარევისგან და სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა ამ მიზნით.

შემდეგ ყაველას მივუყურადე აბა რას დაუწერედნენ, იმან სუვერენიტეტი და მშვიდობაო და ბიძინას სუვერენიტეტის დაცვა რეჟიმის უსაფრთხოება იგულისხმა.

უცებ ჰოი სასწაული და კობახიძემ ოკუპაცია გაიხსენა, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ფრონტის პროპაგანდა გაეპრავებინა და მშვიდობას არათუ სახლში, რეგიონში ვიცავო დააყოლა ორივე მეზობელთან სატარიფო დავაში შესვლის პარალელურად.

პაპუაშვილის ტექსტი იგივე, რაც აქამდე ანტიამერიკული წინა ადმინისტრაციისადმი, ანტიევროპული მარადიულად.

ჰოდა დაწერილი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ხომ აღარ გვაქვს, და ასე ზეპირად მათი მოსმენით გეტყვით:

– ქვეყნის გამთლიანებას აღარავინ გპირდებათ მშვიდობიანად ხალხო, არც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.

ნატო და ევროკავშირი რომ ლპება ეგ უკვე გითხრეს და ღირსებით ევროპისაკენ ტყუილი რომ იყო კი გაიგეთ.

დემოკრატიაც რომ გაუთავდათ ეგეც იცით და თავდაცვაც რომ არად გვჭირდება მშვიდობის დასაცავად მიხვდებოდით.

ჰოდა ჭამეთ ბიძინას სუვერენიტეტის და რეჟიმის დაცვა საგარეო პოლიტიკად და ელოდეთ უარესს რუსეთთან მარტოდ დარჩენილ ვითარებაში:(” – წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” –...

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია: "ამ პოსტის...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...