spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და...

“შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა!” – დიმიტრი სამხარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმში – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ მონაწილეობასთან მიმართებაში და მძიმე ირონიული მინიშნებებით საუბრობს ოპოზიციასთან დაკავშირებით:

როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს!

იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უცხოპლანეტელები იქნებოდნენ?

აი, როდესაც სალომია ზურაბიშვილის წყალობით რუსეთს გადაიტანენ ოკეანის მიღმა, მერე სხვა ლიდერები იქნებიან, მსგავს ფორუმზე, პროტოკოლური სურათის გადაღების დროს!

რეალობა იცით რა არის? ამათ შიში აქვთ! შიში, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს! მერე უკრაინის ომის გაპრავება, საქართველოში ომის დაწყება და მრავალი წლით მანქურთი აგენტურული ოპოზიციის გაქრობა მომენტალური იქნება!

იციან, რომ როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება მისი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა!

კი, კი, გეშინოდეთ!

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ძალიან მალე დავიბრუნებთ ერთმანეთს!🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...