spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩემთვის, როგორც შვილისთვის, ძალიან ძნელი იყო იმ უსამართლობის...

“ჩემთვის, როგორც შვილისთვის, ძალიან ძნელი იყო იმ უსამართლობის მოსმენა, რაც ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით ხდება” – ნინი მანჯგალაძე პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით

4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებული პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს მამასთან მიმართებაში და მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

ჩემთვის ეს ემოციური დღე იყო და ასე მგონია მამასთვისაც, რადგან ამდენი ხნის შემდეგ ის პირველად ვნახე… შორიდან მქონდა მხოლოდ მისალმების შესაძლებლობა… სხვა არაფრის უფლება არ მქონდა…

მოვისმინე მისი გამოსვლა სასამართლო პროცესზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იგი არის სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დაპატიმრებული. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, მხოლოდ ერთი ფოტოს გარდა, რაზეც ედავებიან და ვფიქრობ, თუ ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს, ის ამის გამო არ უნდა ისჯებოდეს, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

ჩემთვის, როგორც შვილისთვის, ძალიან ძნელი იყო იმ უსამართლობის მოსმენა, რაც ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით ხდება.

მამაჩემი, პაატა მანჯგალაძე, როგორც პოლიტიკოსი, აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის, მედიასთან და მას არანაირი სახის განცხადება არ გაუკეთებია არამშვიდობიან პროტესტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რაიმე სახის ორგანიზების თაობაზე“, – განაცხადა ნინი მანჯგალაძემ, ტვ”პირველის” ეთერში ჩართვისას.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...