spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"‼️თქვენი დანაშაული ვერ დაიმალება და ყველაფრისთვის პასუხისგება აუცილებლად...

“‼️თქვენი დანაშაული ვერ დაიმალება და ყველაფრისთვის პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ!” – ირაკლი გაბისონია მმართველ გუნდს

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ირაკლი გაბისონია ერთი წლის წინანდელ ფაქტებს იხსენებს და მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ:

🤬 როგორი უსინდისო და საცოდავები ხართ! როგორ ბედავთ საერთოდ თავის მართლებას?! შეიგნეთ, რომ სიმართლეს ვერ დამალავთ “ქართული ოცნება”!

⚠️დიახ, ეს არ იყო უბრალო დარბევა, ეს იყო მოქალაქეებზე მიზანმიმართული ტერორი! თქვენ დაწამლეთ უამრავი ადამიანი! მერე გამოხვედით და ამისთვის მადლობა გადაუხადეთ თქვენსავე ჯალათებს.

🔴 კარგად გვახსოვს ის დღეები, როცა ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდით:
🔺 დამიზნებით ესროდით!
🔺 ფიზიკურად, დაუნდობლად ანადგურებდით!
🔺 იყენებდით წყლის ჭავლს, რომელშიც ჩვენთვის განკუთვნილი შხამი გქონდათ გარეული!
🔺 ამის შემდეგ კი გვყავს უამრავი დაზარალებული ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობაც თქვენს სინდისზეა!

📢 რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა BBC-ს სპეციალური რეპორტაჟი, რომელმაც ამ დანაშაულს ფარდა ახადა და თქვენი სიცრუე დაამსხვრია.

და დღეს? თქვენი ვითომ “პრემიერი” გამოდის და მადლობას უხდის ცრუ “სუს”-ს (რომლის დასკვნებში როგორც წერთ სიცრუეს, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით!), ამის ფონზე კი, BBC-ს ადანაშაულებთ ტყუილში?!🤣

‼️სასაცილოც არ ხართ, თქვენ ხართ საცოდავები!

რამდენი ყალბი “ვითომ გამოძიება”-ც არ უნდა ჩაატაროთ, რამდენიც არ უნდა ეცადოთ სიმართლის დაფარვას, მაინც ვერ დამალავთ! ეს არის ფაქტი, ეს არის დანაშაული!

🤮 აქვე უნდა გავიხსენოთ თქვენი ბინძური პროპაგანდა!

აქციების პარალელურად, მიდიოდა სამარცხვინო კამპანია ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე, თითქოს ისინი დარბევის დროს იმალებოდნენ, გარბოდნენ და ხალხს მარტო ტოვებდნენ.

‼️არცერთი აქცია არ გამომიტოვებია სანამ ქვეყანას დავტოვებდი და კარგად მახსოვს ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ხალხთან ერთად იდგა ბოლო წუთამდე! ყველა, ვინც იყო წინა ხაზზე! – ეს ვიდეო ერთ-ერთი მტკიცებულებაა ამ ყველაფრის!

ეს ადამიანები კი დღეს “რუსულ ოცნებას” ციხეში ყავს გამოკეტილი! იმიტომ, რომ მათი და ქართველი ხალხის ერთობის ეშინია!

‼️თქვენი დანაშაული ვერ დაიმალება და ყველაფრისთვის პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ!” – წერს ირაკლი გაბისონია ფეისბუქის პირად გვერდზე და იქვე აქვეყნებს შარშანდელი მოვლენების ამსახველ ვიდეოს, სადაც გიორგი ვაშაძე და სხვა პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები წყლის ჭავლის შტურმის ქვეშ არიან მოქცეულები:

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...