spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე"...

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, მწვავე შეფასებებთან ერთად, ერთგვარ შედარებებს აკეთებს რუსეთსა და ბელარუსთან მიმართებაში და პოზიტიური მოლოდინებით მიმართავს საზოგადოებას:

არ მახსენდება ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების ნაწილის ქვეყნიდან განდევნის მიზანი ოფიციალურად აქვს გაცხადებული. ჯერ კიდევ წლების წინ ივანიშვილმა გვითხრა, აქ ვერ დაგასაქმებთ ათწლეულები, ევროპაში დაგასაქმებთო. ახლა ქოცპროპაგანდისტები გვეუბნებიან ვისაც არ მოგწონთ აქ რაც ხდება წადითო. ყველაფერში ჩანს მიზანი, რომ აქტიური ადამიანების ქვეყნიდან განდევნა უნდათ რომ მერე თავისებური წესრიგი დაამყარონ.

ასე ღიად გაცხადებული პუტინსაც კი არ ქონია განსხვავებულად მოაზროვნეების ქვეყნიდან გაყრა. უბრალოდ ასე მოხდა. ათასობით რუსი გაექცა რეჟიმის მზარდ რეპრესიულ მანქანას და პუტინი კომფორტულად მოკალათდა სამუდამოდ. არავინ აღარ უქმნის დისკომფორტს. დარჩენილებმა დაინახეს, რომ შანსი არ აქვთ და გაჩუმდნენ ყველაფერზე. დაახლოებით იგივე მოხდა ბელარუსში. ახლა რუსული მოდელი როგორც ჩანს წარმატებულ გამოცდილებად ჩაითვალა და ქოცს ასწავლეს რუსებმა, რომ პირდაპირ ეს გზა უნდა გაიმეორონ. და ესენიც ნაბიჯ–ნაბიჯ მიყვებიან რუსეთის შპარგალკას.

ამიტომ, თუნდაც არგაქცევა და დარჩენა არის მნიშვნელოვანი ამბავი. პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით არის მნიშვნელოვანი ამბავი. ამ ომს არ წავაგებთ, სანამ ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ, რომ წავაგეთ და არ დავნებდებით. გვახსოვდეს, რომ დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. დღეს შეიძლება პირიქით ჩანს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე. ხვალ რომ ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში, ეგ ვიცით, თავისთავად✌“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებით და კონკრეტული...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...