spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჭიათურელი მაღაროელები 25 ნოემბერს თბილისში აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელები 25 ნოემბერს თბილისში აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები 25 ნოემბერს 14:00 საათზე თბილისში აქციას გამართავენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან:

2024 წლის ნოემბრიდან მაღაროებში სამუშაოების გაჩერების შედეგად ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისი დადგა. 3000-ზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 28 თებერვლიდან ჭიათურაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები “ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.

ჭიათურელები ითხოვდნენ:
✅ ღირსეულ სამუშაო პირობებს;
✅ საწარმოების ნაციონალიზაციას;
✅ ჭიათურის განვითარების ფონდის შექმნას.

2025 წლის გაზაფხულზე მაღაროელების ზურგს უკან, სამინისტრომ და კომპანიამ, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა:

🔴 კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის მოქალაქე – ოლიგარქი მიხაილ სოცკი;
🔴 გამოცხადდა უკანონო რეორგანიზაცია;
🔴 სამსახურიდან გაათავისუფლეს 1500-ზე მეტი მშრომელი.

***
✊ ჭიათურელების შეუპოვარი ბრძოლის ჩასახშობად 29 აპრილს დააკავეს პროტესტის 4 მონაწილე: მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი. ისინი დღემდე უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.
270 დღეა ჭიათურელები გადარჩენისთვის იბრძვიან და პასუხად ხელისუფლებისგან მხოლოდ ცინიკურ დუმილს და თანამებრძოლების უკანონო პატიმრობას იღებენ.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ვუერთდებით ჭიათურელების აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ამ ბრძოლაში“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...