პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს!...

“ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება!” – ლევან ხაბეიშვილი

ნუ ესვრით ტალახს მათ, ვინც ქვეყნისთვის თავგანწირვას ირჩევს! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა, წამოაყენეთ და ერთად დავიბრუნოთ თავისუფლება!“ -ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ციხიდან, თავის წერილში:

71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ 4 შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა.

პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა.

სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო.

ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი.
ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით.
შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება?
დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ !!
უპირობოდ შეგვიძლია!!

ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.
რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ახლა ანუ 65-70%-მა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო.

თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50% გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო.

ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ.
2-5%-იანი პარტიები 70%-ის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა მათი არსებობით არ ინტერესდება.
გამოსავალი მათაც აქვთ – გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს.

ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება.

ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ, საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუსის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან.

როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე?!

დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ.

ძალა ერთობაშია!! ძალა ხალხშია!!
ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი თავის წერილში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრერსსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, მაგრამ… პრემიერი არ უნდა იმუქრებოდეს” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებას კონკრეტული...

“2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის. დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ...

„პოლიტიკური პარტიები საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ...

“მინდა საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით...

“კრიმინალური რეჟიმი ასამართლებს ქვეყნის გადარჩენისათვის მებრძოლ პატრიოტებს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ პირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“ბოროტი ჩიჩილაკი გაწეწილი იჯდა დარბაზში, სადაც მთავარი თემა რუსეთის აგრესიის შეჩერება იყო” – ნინო...

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...

“აბა გვერდიდან შევხედოთ ქოცებს. სინამდვილეში საშინელი 1 კვირა აქვთ რუსებს” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე ცალკეულ ფაქტებზე მინიშნებით კონკრეტულ...