spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის წერილი ტოტალიტარის ეპისტოლეა" - არჩილ გამზარდია

“ივანიშვილის წერილი ტოტალიტარის ეპისტოლეა” – არჩილ გამზარდია

“ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვების და ხელისუფლების ცვლილების 13 წლისთავთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონკრეტული შეფასებებით და განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ლექტორი არჩილ გამზარდია:

ივანიშვილის წერილი ტოტალიტარის ეპისტოლეა:

– მტრის კონცეპტებით;
– სუვერენულობის კონცეპტით;
– თავად როგორც ერის მამა, რომელმაც გუნდს ასწავლა “ანალიზი”, ასწავლა ცუდის და კარგის გარჩევა”;
– ვინც არ ემორჩილება, მოღალატეა;
– ის ერის არა მხოლოდ საერო, არამედ სულიერი მამაც არის, რომელიც ტრანსცენდენტულობის კატეგორიაშია;
– ის არის არა მოქალაქე, არამედ “ზემოქალაქე”, ხსნა, მისტიური სულის მატერიალიზაცია, რომელიც “ქართველთა ბედს” ქმნის.

და ა.შ.

წერილში ის თავდაჯერებულია და გამოსცემს ტოტალიტარული ძალის მუხტს.
ის არ აპირებს რაიმეს შეცვლას, თვითშეზღუდვას. დათმობასაც კი, არა თუ ვინმესთვის ძალაუფლების გადაცემას.

4 ოქტომბერს ინტერპრეტირებს, როგორც შიდა “ჯვაროსნულ” ომს, რომელშიც წალეკავს “ბინძურთ” და დიდებით გააგრძელებს კვლავ თავად.

მეჩვენება, რომ 4 ოქტომბერს ელოდება, როგორც ტოტალიტარიზმის დამკვიდრების ახალ ფაზაში შესვლას, მეტ დიდებას, თავის მორიგ “ინკარნაციას”.

იმედია, მის მოწინააღმდეგეებს ეს გააზრებული აქვთ და იმპულსების ნაცვლად, გონს დებენ ამ თარიღში, რომ საკუთარ ფეხებში არ გამოისვან ცელი და ტოტალიტარის მეტი გაძლიერების ინსტრუმენტად არ იქცნენ“, – აღნიშნავს არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...