spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ყველგან საფრთხეშია, სადაც ის მეტ-ნაკლებად...

“გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ყველგან საფრთხეშია, სადაც ის მეტ-ნაკლებად აღიარებული ყოფილა” – გია ნოდია

მსოფლიო მასშტაბით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მეტამორფოზაზე საუბრობს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ყველგან საფრთხეშია, სადაც ის მეტ-ნაკლებად აღიარებული ყოფილა.

ძირეული პრობლემა ისაა, რომ ამ პრინციპის დაცვა ეწინააღმდეგება ადამიანების ბუნებრივ იმპულსებს. როცა უსმენ ვიღაცას, ვისაც არ ეთანხმები, ნერვები გეშლება და გინდა, გააჩუმო. ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც შეუძლია ვოლტერივით თქვას: „არ გეთანხმებით, მაგრამ სიცოცხლეს დავდებ, რომ თქვენ ამის თქმის საშუალება გქონდეთ“, მაგრამ ამ პრინციპის დაუცველად თავისუფალი საზოგადოება შეუძლებელია.

გაჩუმების მეთოდები სხვადასხვაა. ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი ტყვიით გააჩუმეს; ტყვია ერთმა ექსტრემისტმა ისროლა, მაგრამ მრავალმა სხვამ ის გაამართლა, ან ირიბად გაამართლა.

მერე ტრამპმა გააჩუმა ტელეშოუმენი ჯიმი კიმელი, რომელმაც კირკის მკვლელობაზე, მისი აზრით, არასწორი რამე თქვა (ჩემითაც, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?). კიმელისთვის არ უსვრიათ, მის კამპანიას (ABC-ს) სანქციებით დაემუქრნენ და შოუ ეთერიდან მოახსნევინეს, მაგრამ იმპულსი იგივეა: თუ არ ეთანხმები, უნდა გააჩუმო.
ამის პასუხად დემოკრატიული პარტიის ყოფილმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა “გენიალური” იდეა გამოთქვა: ტრამპს ისევ უნდა გაუუქმდეს ტვიტერის ანგარიში. „გააჩუმეთ ეს კაცი, ნერვებს მიშლის!“ (მერე რა, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტად აირჩია).

ჩვენში ბევრ აქტივისტს, რომელიც დემოკრატიის დროშით ებრძვის ივანიშვილის ავტორიტარიზმს, ნერვები ეშლება, რომ კრიტიკული ტელეარხები ალაპარაკებენ მათთვის მიუღებელ პერსონაჟებს – მაგალითად, მათ, ვინც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა. „რატომ ალაპარაკებთ ამ მოღალატეებს! გააჩუმეთ!

ძალიან ბანალური რამის თქმით უნდა დავამთავრო: ავტორიტარული ინსტინქტი ღრმადაა გამჯდარი ადამიანის ბუნებაში და მისი დაძლევა ძალიან ძნელია.
„მემარჯვენეს“ და „მემარცხენეს“ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო ხანებში, მემარცხეენეებმა გამოხატვის თავისუფლება “მემარჯვენე” პრინციპად გამოაცხადეს, მაგრამ როგორც ტრამპის ქცევა მოწმობს, ბევრი “მემარჯვენეც” ფარისევლობს, როცა სიტყვის თავისუფლებას “ვოუქებისგან” იცავს.

დემოკრატიის და ლიბერალიზმის დაცვა შესანიშნავი საბაბია ავტორიტარული ინსტინქტის რაციონალიზაციისთვის“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...