“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GISAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე, ერთის მხრივ ოპოზიციისა და მეორეს მხრივ მმართველ გუნდთან ასოცირებული ხალხის დაპატიმრებისას შექმნილ ორ ურთიერთგანსხვავებულ რეალობაზე საუბრობს:
“ერთი რამ რაც ძალიან აშკარა გახდა: როდესაც იჭერენ ხალხს ფართოდ ოპოზიციის მხრიდან, ისინი რეჟიმის ტყვეები ხდებიან და თითქმის ყველა ამ სოციუმში თავისებურად ცდილობს მათ გვერდით დადგეს.
როცა იჭერენ ქოცებს, ხდება მათი რაღაც ორველის სტილის წაშლა, გაქრობა. უცებ ხალხი ვინც ძმობას ეფიცებოდა და ბავშვებს ანათლინებდა მათ არ იცნობს, სასწრაფოდ შლიან ერთობლივ ფოტოებს, კომენტარებს და ცდილობენ მაქსიმალურად დისტანცირებას. ანუ მათი სოციუმის საკმაოდ ცნობილი და პატივცემული წევრები (მინისტრი, მოადგილეები და სხვა) უცებ ქრება სრულად ქოცეთიდან, თითქოს არც არსებობდა და უახლოესი გარემოცვაც კი არ შეაწევს სიტყვას.
ტაში ქოცებს.
მადლობა ბატონ ბიძინას“, – წერს ნოდარ ხარშილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.