პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ბიბისის" (BBC) რადიო გადაცემაში მაია ცქიტიშვილი საქართველოს წარმატებების...

“ბიბისის” (BBC) რადიო გადაცემაში მაია ცქიტიშვილი საქართველოს წარმატებების შესახებ საუბრობს

„ბიბისის“ (BBC) რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა. როგორც ლორენს პოლადი აღნიშნავს, მინიმალური რაოდენობის ლეტალური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს ძალიან აქებენ განხორციელებული ზომების გამო და ინტერესდება თუ რა გაკეთდა და რა შეიძლება ვისწავლოთ საქართველოსგან. „ბიბისის“ რადიოს გადაცემა “NEWSDAY”-ს შეკითხვებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მან პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად, ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა:

ჩვენი წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება – 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ არსებული მდგომარეობის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით შეძლო.

თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას არ ძალუძს ამ გამოწვევის მარტო დაძლევა და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებითაც მუშაობს.

მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს შინ დარჩენისკენ მოვუწოდეთ. უკვე ერთი თვე ხდება, თუმცა ეს დაბალანსებული მდგომარეობაა. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ კორონავირუსს ვებრძვით და მეორე მხრივ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში ლუგარის ცენტრზე საუბრისას მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 7000 ადამიანი ჰყავს შემოწმებული.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, დახმარებით თბილისში ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ლაბორატორიული ტესტირება ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გვყავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, „ბიბისის“ შეკითხვის საპასუხოდ, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას. მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს.

უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შერბილებისას, რადგან უდიდესი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა, სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ გეგმებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...