spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ...

“გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ 1 სექტემბრის წერილში არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საუბრობს:

“რა მაინტერესებს:

3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? არ აჩვენებს ჩემთან არც “ტვ პირველი” და არც “ფორმულა” (სხვა არ მაქვს) და გარეთ ჩანს ცეცხლი? რად მინდა ეს ტრიბუნასთან ბრიფინგები და ნანგრევების წინ სინქრონები, ცეცხლი სადაც ანთია, ის ადგილები გვანახეთ. იქნებ ჩვენც შემოვკრათ ჯამებს კოვზები.

ეს ყოველდღიური ბრიფინგები, ხანდახან დღეში 2-3-ჯერ, ხან ოფისიდან, ხან ქუჩიდან, ხან ტყიდან და ხან ზღვიდან, თან ლაივები ორივე არხზე, თითქოს რამე ისეთი უნდა ითქვას, ჯერ რომ არ სმენია ქართველის ყურს, გავიგე.

გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად?

ამიტომ, აგერ ბატონო, ვმუშაობთ, არ ვზივართ ხელდაკრეფილი, ბრიფინგებს ვაწყობთ, და რასაც ისედაც გეუბნებით დღეში 7-ჯერ, ყველა პოლიტიკურ თოქშოუში, აგერ ცალკეც მოგახსენებთ ბრიფინგებზე და მეტი “სიგანგაშისთვის” ლაივებსაც ვთხოვთ ტელევიზიებს.

ამის მეტი რა მინახავს.

მაგრამ, ამ ე.წ. “ახალ სახეებს” რომ აყენებთ ბრიფინგზე, რომლებიც ამდენი წელია თვალით არ უნახავს არავის, არსად, არც დაკავებული, არც დაჯარიმებული, არც სამსახურიდან გამოგდებული, ვინმე დებილ ქოცთან შელაპარაკებულიც კი, ნაცემ-ნაწამებზე აღარაფერს ვამბობ, თან შუბლზე რომ საკრებულოს სკამი ახატიათ და აქეთ რომ გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ებრძოლო თურმე რეჟიმს, აი, მართლა, &*% ხომ არ გაქვთ?” – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...