spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას და მხოლოდ...

“ეს რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას და მხოლოდ ერთ ბოროტ ადამიანს ემსახურება” – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

ნუთუ ვერ ხედავ, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს ქუჩაში? ვერ ხედავ, როგორ ასამართლებენ სრულიად უდანაშაულო გოგო-ბიჭებს? როგორ აცხადებენ მტერს მოყვარედ და მოყვარეს მტრად? როგორ აბრალებენ შენს სამშობლოს ომის დაწყებას? როგორ დასცინიან ჩვენს გმირებს?

და კიდევ ათასი სხვა უსამართლობა.

თავს ნუ გვაჩვენებ ისე, თითქოს არაფერს ხედავ და არაფერი გესმის. ყველამ ვიცით, რა ხდება. ყველამ ვიცით, რომ ეს რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას და მხოლოდ ერთ ბოროტ ადამიანს ემსახურება. ვიცი, შენც არ გჯერა რეჟიმის პროპაგანდის, მაგრამ სარგებლის ან შიშის გამო აკეთებ ამას.

სწორედ ამიტომ ხარ სისტემის ნაწილი. და მერე რაც არ უნდა თქვა “მე რა შუაში ვარ”, “მე უბრალოდ ვმუშაობ” — ეგ აღარ გამოვა.

არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილს და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა.

ამიტომ ყველანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...