spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიანორმალურ ცხოვრების აღდგენის შემდეგ, კვირაში 2 დღის განმავლობაში,...

ნორმალურ ცხოვრების აღდგენის შემდეგ, კვირაში 2 დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათი-კვირა, ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი? – კახა კალაძე

ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობს თბილისის მერი, კახა კალაძე და მიაჩნია, რომ ამას სჭირდება მოფრთხილება, რისთვისაც საზოგადოებას განსახილველად სთავაზობს წინადადებას, – კვირაში 2 დღით კერძო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის თაობაზე:

ჩვენ როდესაც ვართ ამ მდგომარეობაში, გაჩერებულია ყველაფერი, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მოძრაობს კერძო ავტომობილები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა იქონია არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, ძალიან მკვეთრადაა შემცირებული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, განპირობებულია იმით, რომ შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად აქტივობები არის დაბალი.

მე ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულია სპეციალური სტაციონარები, რომლებიც ზომავს ჰაერში დაბინძურების ინდექსს, დაბინძურების მაჩვენებელს და ეს მაჩვენებლები არის მკვეთრად განსხვავებული. ჩვენ თუ შევადარებთ 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 2020 წლის მაჩვენებელთან, არის ძალიან დიდი სხვაობა და განსაკუთრებით ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა არის შემცირებული, რაც პრობლემური იყო. 

დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია, დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს ამ არსებულ რეალობას, რასას სჭირდება მოფრთხილება.

როდესაც უკვე დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და დავიწყებთ მუშაობას, კვირაში 2 დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათი-კვირა, ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი, რომ შესაძლებელი იყოს აუცილებელი გადაადგილება, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი? ცხადია ამ იდეას დახვეწა დაჭირდება, რაღაცეების გათვალისწინება მოგვიწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...