spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სურამის ამ მონაკვეთის გახსნით თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე...

“სურამის ამ მონაკვეთის გახსნით თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება” – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი – სურამის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის; ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ – ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საინჟინრო პროექტი – 6.4 კილომეტრი სიგრძის გზა, 11 ხიდითა და 5 გვირაბით, სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

გასულ წლებში ჩვენ გავხსენით რიკოთის ურთულესი მონაკვეთები და ბათუმის შემოვლითი გზა, დღეს კი სურამის ამ მონაკვეთის გახსნით თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება. ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან. ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურა.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ – ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. ეს ნიშნავს შემცირებულ ლოჯისტიკურ ხარჯებს, გაზრდილ ტვირთბრუნვას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნისთვის.

პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე – კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ პოზიციებს. ეს პერსპექტივა ყველაზე უკეთ ჩანს ციფრებში, რომლებიც უკვე მიღწეულ შედეგებს და მათ მასშტაბებს ასახავს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული,” – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა, რითაც მეზობელ სახელმწიფოებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორს – მსოფლიო ბანკს და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ინჟინერს, სპეციალისტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და პროექტის მხარდამჭერის – მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდა პრაისმა.
სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...