პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიგიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. მომავალმა გიდებმა ადგილზე დაათვალიერეს ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ფოტო-ვიზუალური მასალა და პორტის მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ბათუმის პორტის საექსპოზიციო სივრცეში პირველი პრეცენდენტი გახლდათ, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თხოვნით ბათუმის პორტის მენეჯმენტმა დაუშვა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ ტრენინგ-კურსს მეორე თვეა ანხორციელებს. პროგრამის ფარგლებში მომავალი გიდები სწავლობენ ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიას, საქართველოში განვითარებულ ტურიზმის სახეობებს, ექსკურსიათმცოდნეობას, გიდის პროფესიას, ტურის დაგეგმვას, გიდის ფსიქოლოგიას, ასევე ბათუმის განაშენიანებასა და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...