კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამურად 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორს სრული თანხის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შემდეგ 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება. დარჩენილი 70% კი კომპანიამ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.

სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, „სილქნეტი“ ვალდებული იქნება 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 11 ლოტზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 700, 3400-3800 და 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 11 ლოტიდან ორ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ამასთან, ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3400-3800 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ კომბინირებული ლოტის შეძენისას MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „სილქნეტმა“ N1 კომბინირებული ლოტი MVNO-ს დაშვების ვალდებულების გარეშე შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ მიიღო და ორივე კომპანიამ 5G მობილური ინტერნეტი უკვე წარმატებით დანერგა. 5G-ის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, კერძოდ, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები ComCom-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

2025 წლის I კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

2025 წლის I კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8...

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...