ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებისხვადასხვა წყაროს ინფორმაციით აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების...

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევა – ქეთევან ციხელაშვილი

„საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთი COVID-19-ით ინფიცირებული,“ – აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია:

დღევანდელი მდგომარეობით სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში “დე ფაქტო” ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ეხლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, იდროული ზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს.

დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი. ამ პირებს შორის არის COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...