ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას ახდენს არა(რიტორიკული) შეკითხვითვის თანხლებით “ალოგიკურ ლოგიკაზე”:
“უნარები არ მყოფნის მივხვდე:
თუ წინა ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ხელს უწყობდა, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა, ხელი მოაწერა რუსეთის სასარგებლოდ რეზოლუცუას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთის სასარგებლოდ დაკარგა ტერიტორიები, საქართველოში ხელი შეუწყვეს ევროპული ღირებუულებების დევალვაციას, ამის საპირისპიროდ “ქართულმა ოცნებამ” მოგვიტანა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ზედმიწევნით შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები, რატომ ერჩიან ეს ევროპელები და ამერიკელები მაინც “ქართულ ოცნებას”, რატომ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, რატომ თხოვდნენ საქართველის მეორე ფრონტის გახსნას და უპირობოდ დამარცხებას რუსეთთან, რატომ არ უჭერენ მხარს “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას და ა.შ.
ანუ დიფსტეითი რუსეთია?
მაშინ რატომ აქებს მთელი რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი “ქართულ ოცნებას”, რომელიც დიფსტეითს ებრძვის? მამას რა უნდა? – დიფსტეითის, ანუ რუსეთის დამარცხება?🤔😊” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

