პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

2004 წელს დაახლოებით ამ დღეებში აჭარა დაუბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეს, რამაც საფუძველი დაუდო მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე სწრაფ და წარმატებულ განვითარებას.

რა იყო აჭარა აბაშიძის დროს – ეს იყო უღარიბესი ხალხით დასახლებული დიქტატურა, რომლის სათავეში იყო ასლან აბაშიძე, თავისი პიროვნული კულტით.

მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აპატიმრებდნენ, საპროტესტო მიტინგებს უმოწყალოდ არბევდნენ. ბათუმიდან დაფრინავდა მხოლოდ 1 რეისი კვირაში, ისიც მოსკოვში.

აჭარაში ჩადიოდა 100 ათასი დამსვენებელი დანარჩენი საქართველოდან, რომელთაც ჩოლოქზე ხვდებოდა აბაშიძის საბაჟო.

ამ დროისთვის ასლანს თავი აჭარის მეთაურად ჰქონდა გამოცხადებული და თავისი კანონმდებლობით ავტონომია გასული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან.

აჭარაში იყო სულ თითებზე ჩამოსათვლელი სასტუმროები – ინტურისტი და ივერია ქობულეთში, ინტურისტი, კორტების სასტუმრო და დავითი ბათუმში. ასევე ბათუმში იყო სულ რამდენიმე რაღაცას რომ ჰგავდა რესტორანი – მარსელი, ინტურისტი, კაპიტან პორტა.

ერთადერთი სახლი რომელიც შენდებოდა ბათუმში იყო მოსკოვის მერის, ლუჟკოვის კომპლექსი.

ბათუმის ბულვარი დღევანდელი 12 კმ-ის ნაცვლად იყო 1,5 კმ და ამ ბულვარსაც ხშირად კეტავდნენ დამსვენებლებისთვის. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები, მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით სეირნობდნენ იქ.

ასლანის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ნავთობის ტრანზიტი და როგორც გაირკვა ნარკოტიკი. ასლანს ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომელსაც მეთაურობდა რუსი გენერალი ნეტკაჩოვი.

2004 წელს ჩვენი მხრიდან მასობრივი ზეწოლის და ბათუმის მოქალაქეების აჯანყების შედეგად ასლანი გაიქცა რუსეთის საგარეო მინისტრის ივანოვის თვითმფრინავით და ამ დღის შემდეგ დაიწყო აჭარის თავბრუდამხვევი განვითარება. ძალიან ბევრი მოვასწარით.

2012 წელს ივანიშვილი მოვიდა ლოზუნგით “ბულვარის ძველი ჩაზნექილი სკამები უფრო მოგვწონდა”. მან დახურა ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. შეაჩერა დაწყებული “ტრამპ ტაუერი” რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ მე და დონალდ ტრამპმა.

შეაჩერა როიალ კარიბიანის დიდი საერთაშორისო საკრუიზო პორტის მშენებლობა, უარი თქვა ჩვენს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ოთხჯერ უფრო დიდი აეროპორტის მშენებლობას ბათუმში. უარი თქვა ჰოლანდიელებთან ერთად დაწყებულ ბათუმის ოქროს ქვიშის პლაჟის მშენებლობაზე. ბათუმში გამეფდა კორუფცია და ქაოტური მშენებლობები.

და მაინც, ბათუმი დღესაც რჩება საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლოდ, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემი და ლევან ვარშალომიძის მიერ 21 წლის წინ.

აჭარის შემოერთების გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ შედგებოდა. სხვა არაფერი რომ არ შეგვექმნა, უკვე მარტო აჭარის დაბრუნებით გვაქვს დამკვიდრებული ჩვენი ადგილი ისტორიაში, ეს ვერ აუტანია დიქტატურას და მის ამფსონებს.

სხვათა შორის ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...